Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ძეკოს ფასს არ აკლებენ


Recommended Posts

პირდაპირ ვიტყოდი, რომ უკვე ამ “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობამ რასაც ქვია, დაგვტანჯა. არამც და არამც არ აკლებენ ბოსნიელ ედინ ძეკოს ფასს და ჯიუტად იმეორებენ სიტყვებს: “40 მილიონი, 40 მილიონი!” ამჯერად “ვოლფსბურგის” გენერალურმა დირექტორმა, დიტერ ხენესმა გააკეთა კომენტარი ფეხბურთელზე.

 

 

” ჩვენ ვაწარმოებდით “მილანთან” მოლაპარაკებებს, მაგრამ მათ არ უნდათ იმდენის გადახდა, რამდენსაც ჩვენ ძეკოში ვითხოვთ. ჩვენს მოთხოვნას არ ვცვლით, ეს არის 40 მილიონი, (აქ კარგად ჩაჯდებოდა: “კაპიკი არ დააკლდება!!” -ავტ.) ან ეს თანხა “ვოლფსბურგს” გადმოერიცხება, ან არა და ძეკო ისევ ჩვენთან დარჩება!”

 

 

ძეკო გერმანული გუნდის მაისურით 2007 წლიდან თამაშობს, 75 მატჩში 41 გოლი გაიტანა, ხოლო ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში 22 თამაშიდან 14-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგე გუნდების კარის დალაშქვრა. ის საკმაოდ მაღალია (1.92 მეტრი), ახალგაზრდა (24 წლის) და რაც მთავარია, რომ იტყვიან “გამტანი” არისო. თავად ფეხბურთელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ “მილანის” ფანია - ნათქვამი ისიც აქვს, რომ “მილანის” თამაშებს ყოველთვის ადევნებდა თვალს და ასევე ისიც უთქვამს, რომ “როსონერის” შარფების კოლექცია აქვს (ნეტა ერთი მაჩუქოს - ავტ.). შავ-წითლებს სჭირდებათ მაღალი დონის თავდამსხმელი, მე ჰუნტელაარს უფრო კარგად შევაფასებდი, ვიდრე ბორიელოს, მაგრამ მაინც საჭიროა ერთი სტაბილური ფეხბურთელი. იმედის დატოვება მაინც ღირს, რადგან არავინ იცის რა ხდება ამ ყველაფრის უკან დაფარულად. უამრავი ჭორ-მართალი იწერება, საბოლოოდ კი შეიძლება ყველაფერი მოულოდნელად და ჩვენდა გასახარად მოხდეს. და ჩემი აზრით მაინც დიდი შანსია, ძეკო ზაფხულში “მილანში” აღმოჩნდეს.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...