Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge რონის ბრაზილიელები ეხმარებიან


Recommended Posts

ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს შანსები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლისა სამხრეთ აფრიკაში სულ უფრო და უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც “მილანის” საჭე ლეონარდომ ჩაიბარა. ამ ორი ბრაზილიელის დამოკიდებულება ძალიან მეგობრულია და როგორც ჩანს, ახალგაზრდა მწვრთნელმა გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს რონის ეროვნულ ნაკრებში თავის გამოსაჩენად, თუმცა ამისთვის ჯერ თამაშია საჭირო. Tuttosport-ის ცნობით, ლეონარდო ხშირად ეხმიანება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს და ესაუბრება რონალდინიოსა და მისი წაყვანის შესახებ სამხრეთ აფრიკაში, რა თქმა უნდა მას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ახასიათებს.

 

 

ასევე რონის ძმა და აგენტი, რობერტო დე ასისიც აქტიურად ცდილობს დაეხმაროს დედმამიშვილს.  რონის ერთი მხარდამჭერიც ჰყავს - ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო კაშეირა.

 

 

მოკლედ, დუნგაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება და ვნახოთ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაუძლებს თუ არა ამდენი გავლენიანი პირის ხვეწნა-მუდარას და თავის მოსაწ####ბას.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...