Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge სტატისტიკების მეფე


Recommended Posts

La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც “მილანის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი, კლაას იან ჰუნტელაარი ყველაზე “გამტან” ფეხბურთელად დასახელდა.

 

 

ჰუნტეს ამ სეზონში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, ერთი შეხედვით ეს არ არის ის შედეგი რაც ასეთი მაღალი დონის გუნდის თავდამსხმელმა უნდა აჩვენოს, მაგრამ საკმარისია გადავხედოთ მისი ჩატარებულ მატჩების რაოდენობას, რომ… მან სულ 21-ჯერ მოირგო “მილანის” მაისური და გამოვიდა მოედანზე, თუმცა ძირითადად ბოლო 5-10 წუთით ეძლეოდა ხოლმე შანსი. მან კრიტიკოსების გაოცება “კატანიასთან” თამაშისას მოეხერხა (რომელსაც სულ მალე ეთამაშებიან მილანელები სახლში), როდესაც ის სულ რაღაც 10 წუთით შემოვიდა და 93-ე წუთზე (Dამატებული 4 წუთი იყო) გაიტანა იმ დროისთივს ესოდენ სანატრელი გოლი. ეს მისი მხრიდან ჩადენილი სასწაული იყო, თუმცა გაოცება მაშინ უნდა გენახათ, როცა ჰუნტელაარმა რამდენიმე წამში ისევ ინძაგის დახმარებით მეორედ შეარხია “კატანიის” კარი. იმის შემდეგ ასე თუ ისე კარგად წაუვიდა ჰოლანდიელს საქმე, თუმცა ძირითადში მაინც არ არის ხოლმე ხშირად. La Gazzetta dello Sport-ის გამოთვლებით, კლაასს ყოველ 111-წუთზე გააქვს გოლი. ასევე ამ გამოცემამ სხვა მილანელების შედეგებიც გამოაქვეყნა: ბორიელოს ყოველ 160-ე წუთზე გააქვს გოლი, პატოს - ყოველ 137-ზე, რონალდინიოს - 264-ზე და ფილიპო ინძაგის ყოველ 334-ე წუთზე.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჰუნტელაარის გოლები ლამაზი შედევრების გარდა დიდი მნიშვნელობისაცაა. ზემოთ ხსენებული “კატანია”, ასევე “უდინეზესთან” შესრულებული დუბლი და ისევ შეცვლაზე შემოსულის გოლი “ფიორენტინასთან”. მან გაუტანა “კალიარისაც” და პენალტი ზუსტად შეასრულა “ჯენოასთან”. მოკლედ, “მილანი” მგონი აღარ ფიქრობს ჰუნტელაარის გაშვებაზე, მით უმეტეს გუნდის მთავარმა ტრანსფერების გურუმ, არიედო ბრაიდამ რამდენიმე დღის წინ თქვა: “რატომ უნდა გავუშვათ ჰუნტელაარი, ვინმე იტყვის, რომ ის ცუდად თამაშობს?!”

 

 

დიდი სიამოვნებით დავეთანხმები ბრაიდას და ვიტყვი, რომ ჰუნტე არ არის მთლად დაბალი კლასის ფორვარდი. მას შეუძლია მომენტების გამოყენება და მატჩის ბედის გადაწყვეტა. ძლივს გაიარა ადაპტაცია დაიმედია, მომავალში უფრო მეტად ჩაჯდება ამ ტაქტიკაში.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...