Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ფურიო ლეოზე და პატოზე


Recommended Posts

იტალიის სერია ა-ს ექსპერტმა ფურიო ფედელემ ისაუბრა “მილანის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ალეშანდრე პატოსა და მწვრთნელის წასვლა-დარჩენის საკითხზე გუნდში.

 

 

” ჩემი აზრით, ამჯამად სიტუაცია ისეთია, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ლეონარდო დარჩება “მილანში”. მე არ შემიძლია ზედმეტად თავდაჯერებულად ვისაუბრო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვინაობაზე. მეჩვენება, რომ ლეო შეიძლება დაინტერესდეს პოლიტიკით ან სპორტული ჩინოვნიკობით თავის სამშობლოში. რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას, აქ ბევრი რამ რა თქმა უნდა გარკვეული არ არის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პატოსთვის გამზადებულ შეთავაზებებს (სავარაუდოდ “ჩელსი” 45 მლნ-ს შესთავაზებს “მილანს” პატოს სანაცვლოდ), თუ გაგვახსენდება პატოს მდგომარეობა, რომ ის ცდილობს მოიშუშოს ტრავმა უკვე ამდენი ხანია, შეიძლება ვთქვათ, რომ არაა გამორიცხული “მილანმა” ის გაყიდოს.”

 

 

ჩემი აზრით, პატოს არ გაყიდიან. ასევე დაუჯერებლად მეჩვენება ის, რომ ლეო პოლიტიკაში წავიდეს. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...