Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge როგორ ვეთამაშოთ “კატანიას”?


Recommended Posts

“ჩვენ ისევ განვაგრძობთ ბრძოლას და ისევ ვივლით ჩვენს გზაზე”-ო, ამბობენ მილანელები. მაგრამ მაინც, მთავარი ახლა ისაა, რომ “სან სიროზე” სათამაშოდ “მილანთან” კატანია ჩამოდის. ეს თამაში კი ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ გახსოვთ, როგორ შთამბეჭდავად დაამარცხა ამ გუნდმა საკუთარ კედლებში პირველადგილოსანი 2 ბურთით სხვაობით, ანგარიშით 3-1. მეორე მილანური გუნდი კი “ფიორენტინასთან” თამაშობს გასვლაზე. უდავოდ, რთული მატჩი ელით. “რომა” საკუთარ სტადიონზე “ატალანტას” მიიღებს.

 

 

როგორ ვეთამაშოთ “კატანიას”? ლეონარდო აპირებს თავისი ტაქტიკის, 4-2-ფანტაზიის დაყენებას და იმედია ეს გაამართლებს. თუმცა ამ ტაქტიკას მაშინ, როდესაც ძალიან ამართლებდა, არ აკლდა პატო, ნესტა… მოკლედ, ტრავმები დიდ პრობლემებს უქმნის “მილანს”, თუმცა რაც არ უნდა იყოს, გუნდმა ეს თამაში სასურველი შედეგით უნდა დაამთავროს. შემტევი ტრიოს, რონალდინიო-ბორიელო-ჰუნტელაარის უკან ალბათ ითამაშებს ფლეიმეიკერად კლარენს ზეედორფი. შესაძლოა, ფლამინიც ვიხილოთ მოედანზე, რომელსაც წინა კვირაში დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ამის გამო ვერ მიიღო “კალიარის” წინააღმდეგ თამაშში მონაწილეობა. ფავალის ადგილას კი თუ ყველაფერი კარგად იქნა და გამოჯანმრთელდა, დანიელე ბონერა ითამაშებს ტიაგო სილვას გვერდით.

 

 

იმედია, “მილანი” ამ თამაშს მოიგებს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში არ “ჩამოიწერება”

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...