planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსამყაროში გავრცელდა ვითომ პატოს აგენტის, მინო რაიოლას განცხადებები, სადაც ის საუბრობდა “ჩელსის” და “რეალის” დაინტერესებებზე და შემოთავაზებებზე პატოსადმი. თუმცა შემდეგ იგივე ადამიანის სიტყვები გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობდა, პატოსთან არანაირი შეხება არ მქონია და არც ის ვიცი, ეს სიტყვები ვინ, რატომ და როგორ მომიგონაო. “მილანის” თავდამსხმელის აგენტი კი (ოღონდ ნამდვილი http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif - ავტ.), ჟილმარ ველოზუ საუბრობს იმაზე, რომ პატო არსად წასვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის მაინც. ” მოხარული ვარ, რომ სიტუაცია ბოლოს და ბოლოს გაირკვა (მინო რაიოლაზე საუბრობს). პატო არსად არ აპირებს წასვლას, მილანში ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. ნუ უჯერებთ ამ გაზეთებს და სხვა ფეხბურთელების აგენტებს” - თქვა ველოზუმ. ასე რომ, სანერვიულო არაფერია, არც ფურიო ფედელეს სიტყვები არ ახდება, იმედია. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts