Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ძამბრო ლიპის ეხვეწება


Recommended Posts

სულ უფრო ცოტა დრო რჩება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და ის ფეხბურთელები, რომლებთაც ჯერ “განაღდებული” არ აქვთ სამხრეთ აფრიკაში წასვლა, ცდილობენ, მწვრთნელებს თავი მოაწონონ. აი მაგალითად, რონალდინიოს რამდენიმე ბრაზილიელი ეხმარება და საქმეს უწყობს კარლოს დუნგასთან, როგორც შეგატყობინეთ. დევიდ ბექჰემმა ამერიკა და გართობა “გვერდზე გადადო” და ფაბიო კაპელოსთვის თავისი თავის ღირებულების დასამტკიცებლად მილანში ჩამოვიდა, თუმცა ბედმა უმტყუნა… ხოლო ჯანლუკა ძამბროტამ ცოტათი იოლი ხერხი გამოძებნა და იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მისამართით უბრალოდ ხვეწნა-მუდარა “გაგზავნა”.

 

 

” ძვირფასო სინიორ მარჩელო, გთხოვთ, სამხრეთ აფრიკაში წამოყვანოთ. მე ამისთვის უკვე 100%-ით მზად ვარ!.”

 

 

მაგრამ ჯანლუკამ ეს არ იკმარა და კასანოსაც კი ეხმარება:

 

 

” და ანტონიო კასანოც წაიყვანეთ, თუ ის 20 გოლის გატანას შეძლებს”.

 

 

ვნახოთ, ტრავმის მოშუშების მერე ჯანლუკა დიდად არ ბრწყინავს… არა, არც მანამდე წყვიტავდა ვარსკვლავებს, თუმცა ამ ბოლო დროს მგონი მას ანტონინი ჯობია, ეს რაც შეეხება მარცხენა ფლანგს. რაც შეეხება “სამპას” თავდამსხმელს, როგორც მე მახსოვს და იმედია თქვენც წაგიკითხავთ ლიპის განცხადება, არავითარ შემთხვევაში არ წავიყვან, ჩემს გეგმებში არ შედისო… ძამბროს ხვეწნა-მუდარა ასეა: “ცდა ბედის მონახევრეაო”, თუმცა რას გადაწყვეტს ლიპი… ფაქტია, რომ მარტო “იუვენტუსის” ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებენ, თქვენთვის და ყველასთვის ცნობილი და გარკვეული მიზეზების გამო…

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...