planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ლეონარდო “მილანს” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, არ წყდება. ახალგაზრდა მწვრთნელმა სეზონი არც ისე ცუდად ჩაატარა, როგორც ამ სეზონის დასაწყისში ელოდნენ და ამის გამო უახლოეს მომავალში ის მოიაზრება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლოს დუნგას შემცვლელად. მაგრამ გალიანი უკვე მერამდენეჯერ ამბობს იმას, რომ ლეო “მილანში” იქნება 2010-2011 წლების სეზონებშიც. ” დარჩება თუ არა ლეონარდო ჩვენთან? რასაკვირველია! ლეო მომავალ წელსაც ჩვენი მწვრთნელი იქნება.” - ამბობს “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, - არც არავის არ უფიქრია სხვა კანდიდატურაზე. მოცემული სიტუაცია მაგონებს და ჰგავს იმ ერთი წლის წინანდელ სიტუაციას, როცა ანჩელოტი იყო “მილანში” და იმის საშიშროება არსებობდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასულიყო.” მაგრამ Tuttosport-ი იტყობინება, რომ სილვიო ბერლუსკონი ბრაზილიელი დებიუტანტის დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ “მილანელები” სეზონის ბოლოს სკუდეტოს მოიგებენ და ოქროს მედლებს ჩამოიკიდებენ. ის ალბათ ელის სეზონის დასრულებას და შემდეგ თავად გადაწყვეტს. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts