planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili-gia031-150x131.jpgშეუძლებელია უმრავლესობის წევრს გივი თარგამაძეს აგვისტოს ომის დროს სტალინის ძეგლის აფეთქებაზე ოკუპანტებთან გარიგება შინაგან საქმეთა მინისტრის დავალების გარეშე ეწარმოებინა. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ვანო მერაბიშვილის გაზეთ ,,კომერსანტში’’ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით პარტია ,,ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების’’ წევრმა და დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, მოსახლეობა პანიკაში იყო და თავად ვანო მერაბიშვილის თანაგუნდელები აზერბაიჯანში გარბოდნენ, მერაბიშვილი და თარგამაძე რუს ,,ვობლისა და ტარანის სუნით აქოთებულ’’ გენერალთან, ძეგლების აფეთქებაზე ვაჭრობდნენ. ცაგარეიშვილის შეფასებით, გორის მოსახლეობა ახლა მაინც მიხვდება, ვინ არის მოღალატე, – ოპოზიცია თუ ხელისუფლება. ამასთან, დეპუტატი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის განცხადება გივი თარგამაძის წინააღდეგ იყოს მიმართული. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა გაზეთ ,,კომერსანტთან’’ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში გივი თარგამაძემ რუს სამხედროებს 50 ათას დოლარად გორში სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts