planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/nato-150x129.jpgნატო უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კომისიის დაშლის თაობაზე, რომელიც კიევს ალიანსში შესვლისთვის ამზადებდა, ქვეყნის “შიდა საქმეების” უწოდებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს” ალიანსის წარმომადგენელმა, კარმენ პომერომ განუცხადა. მისი თქმით, ალიანსი მზად არის უკრაინასთან პარტნიორობა შეინარჩუნოს და განაგრძოს ქვეყანაში რეფორმების პროცესის ხელი შეუწყოს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კომისიის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას ხელი პარასკევს მოაწერა. 2008 წლის ბუქარესტი-ნატოს სამიტზე ალიანსმა უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობისთვის მოქმედების გეგმების წარმოდგენაზე უარი თქვა. მაშინ ორივე ქვეყანას შეპირდნენ, რომ ისინი მომავალში ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან. დღეისათვის უკრაინა ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, ავღანეთში ოპერაციის ჩათვლით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts