planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/merabisvili-vano-1-150x132.jpgომი ჯერ არ დამთავრებულა – ჩვენ იმ ფრონტზე ვიგებთ, სადაც ძლიერები ვართ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა რუსულ გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ იმ ფრონტზე ვიგებთ, სადაც ძლიერები ვართ. მანამ რუსეთში ილაპარაკებენ, რომ საქართველოში კარგი რეფორმებია, ჩვენ მოვიგებთ. იმიტომ რომ რეფორმები და დემოკრატია – ერთი და იგივეა. თუმცა, რუსეთში ეს არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ სულ სხვა ღირებულებები გვაქვს,”- აღნიშნა მერაბიშვილმა. ინტერვიუში მერაბიშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი ვერ საქართველოს მსგავსად, სათანადოდ განვითარდა და ის აგრესორია, რომლისაც ქვეყნის შიგნითაც კი ეშინიათ. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს ვერ მოიგებს. “მსოფლიოში მხოლოდ ორი გზა არსებობს –გზა დასავლეთის კულტურასთან მიმავალი ან არსად. ჩვენ პირველი გზით მივდივართ. და თქვენ? ბოლო წლების განმავლობაში თქვენს ქვეყანაში კარგი რა მოხდა? თქვენ მეზობლებს ეჩხუბეთ, თქვენი ეშინიათ. თქვენ ერთმანეთისაც გეშინიათ. თქვენთან საზოგადოება და პოლიცია საომარ მგომარეობაშია. თქვენთან რა აშენდა ბოლო 10 წლის განმავლობაში? სწორედ ამიტომაც თქვენ საქართველოსთან ომს ვერ მოიგებთ,”- აღნიშნა მერაბიშვილმა, რომელსაც რუსმა ჟურნალისტმა უპასუხა, რომ იმისთვის რომ ომი მოიგო, რაიმეს აშენება აუცილებელი არ არის. “უცილებელია. ბოლო 10 წლის განმავლობაში თქვენთან მხოლოდ სოჩის პროექტი გაჩნდა. ჩვენთან კი მთელი ქალაქები ხელმეორედ აშენდა. არის სხვა მიზეზიც. თქვენს მაღალჩინოსნებს დასავლეთის ეშინიათ, იმიტომ, რომ როდესაც იზრდებოდნენ, იცოდნენ, რომ ცრუ “კგბ”-ზე ძლიერია და იმიტომ, რომ დასავლეთის უნდა ეშინოდეს თუკი შენი ფული დასავლეთის ბანკებში ინახება,”- განაცხადა მერაბიშვილმა. ინტერვიუში მერაბიშილი აცადებს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრიების კომისტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში რუს სამხედროებს 50 ათაი დოლარის სანაცვლოდ გორში სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა. “გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედროებს 50 ათასი დოლარი შესთავაზე გორში სტალინის ძეგლის განადგურებისთვის.მაშინ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულით რუსებისაგან ნებისმიერი რამის გამოსყიდვა შეიძლებოდა. მათ ხომ გორი დაბომბეს, მაგრამ სტალინის ძეგლს არ შეეხნენ. თუმცა, მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, რადგან მზად იყვნენ ფული ყველა დანარჩენისთვის აეღოთ, გარდა ამისა,”- ამბობს მერაბიშვილი. ძალოვანმა მინისტრმა ინტერვიუში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეპარატისტული რეგიონების ბედი არა მათთან, არამედ ქართველების და რუსების გონებაში გადაწყდება.მინისტრიეს განმარტებით, რაც უფრო მეტი წარმატებები იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯანდაცვასა და განათლებაში რეფორმები, მით უფრო ახლოს იქნება ცხინვალი თბილისთან. “მიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამე შენდებოდეს. ეს იგივეა, რომ ქვიშაზე სახლი ააშენო. იქ შეიძლება ყაზარმები ააშენო, მაგრამ იქ ინვესტიციები არ მოიზიდება. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. აფხაზეთში არ არის საზოგადოება. ბაღაფში პრეზიდენტი იმიტომ კი არ გახდა რომ მოიგო, არამედ იმიტომ, რომ კრემლს შეუთანხმდა. მაგარამ მითხარით, რატომ არ ატარებს რეფორმებს ბაღაფში? იქ არ არის გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. ისინი კრემლზე არიან დამოკიდებულნი. იქ დემოკრატია არ არის,”- აცხადებს ვანო მერაბიშვილი. ინტერვიუში მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანუკოვჩს მოსკოვთან ურთიერთობა უახლოეს პერიოდში გაუფუჭდება. “ვიქტორ იანუკოვჩს 6 თვეში მოსკოვთან ურთიერთობა გაუფუჭდება, როგორც კი ფულის და თანამდებობების გაყოფა დაიწყება, როდესაც პუტინი მას თავისიანის დაყენებას, ანდა ვიღაცის ინტერესების გატარებას სთხოვს. მაშინ დამთავრდება მათი მეგობრონა. ჩვენთანაც იგივე მოხდა,”- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა “კომერსანტთან” ინტერვიუში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts