planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4044-150x150.jpgიმ პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის, ვისაც სურს საარჩევნო ველი ბრძოლის ველად გამოიყენოს, პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა და მისი შედეგები განიხილება ირაკლი ალასანიასთან, რომელიც თბილისში სავარაუდოდ დღეს საღამოს დაბრუნდება. “თუ ჩვენ დავდგებით კინკლაობაზე მაღლა და ოპოზიცია გამოიჩენს ფხას, მაშინ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან თბილისი ოპოზიციური ქალაქია,”_ აცხადებს გაჩეჩილაძე. მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი რჩება პოზიციაზე, – არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა მისთვის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. გაჩეჩილაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისინი ალასანიას პოზიციას მოისმენენ, გადაწყდება გადავლენ თუ არა კონკრეტულ კანდიდატურებზე და კონსულტაციების მეორე ეტაპზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts