Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 31–ე ბატალიონი ავღანეთში უახლოეს დღეებში გაემგზავრება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/31-batalioni-150x150.jpgსაქართველოს შეიარაღებული ძალების 31 –ე ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

 

 

ქართველი ჯარისკაცები ISAF– ის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

ქართველი სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკულ კონტიგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს.

 

 

სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

 

 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეირაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ – მაიორი დევი ჭანკოტაძე, აშშ – ს ევროპული და ამერიკული მიმართულებების საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლობის დელეგაცია, გენერალ – ლეიტენანტი რიჩარდ ნატონსკი და ევროპაში აშშ – ს საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი პოლ ბრაიერი დაესწრნენ.

 

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიმ განაცხადა, ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია რთული მოვლენაა.

 

 

“ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველების სპეციალურ გადამზადებას აწარმოებდნენ. ჩვენც და ამერიკული მხარეც კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით და მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული ბატალიონი,” – განაცხადა ახალაიამ.

 

 

31 –ე ბატალიონი დღეს მამა გაბრიელმაც დალოცა.

 

 

ნატო – ს ეგიდით წარმოებულ ISAF – ის სამშვიდობო ოეპრაციაში მონაწილეობის მისაღებად 31 –ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა.

 

 

ოპერაციების წარმოებისთვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანლობით გაიარეს.

 

 

მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურების და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.

 

 

სპეციალური მომზადება 31 – ე ბატალიონმა ვაზიანის და სასწავლო ცენტრ კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე გაიარა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფილსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ – ს გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში გადიოდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ISAF – ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის 16 ნოემბერს ავღანეთში უკვე გაემგზავრა და სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში არულებს.

 

 

ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისათვის აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათს, 6 აპრილს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე შედგა.

 

 

ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვენლობას კოალიციის წარმატებისა და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში. საუბრისას პრეზიდენტებმა მომავალი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის თემატიკა, აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიულ თანამშრომლობა, რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...