planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini25-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წნორის მესამე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციის ”ლამპარი 2009” პროექტის ”მომავალი თაობისათვის” ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. როგორც შაშკინმა განაცხადა, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების და მასწავლებლების სამოქალაქო აქტივობებს, განავითაროს მოსწავლეებში მოქალაქეობის გრძნობა, წაახალისოს მათი ინიციატივები, ხელი შეუწყოს სკოლაში სამოქალაქო ჩართულობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მაქსიმალურად შინაარსიანი გახადოს მოსწავლეების თავისუფალი დროის ორგანიზება. სკოლაში ”მოვიარე საქართველო” საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა, რომელზეც მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეები ტრადიციული ჩაცმულობით, შესაბამისი ცეკვითა და სიმღერით, ასევე კუთხეებისათვის დამახასიათებელი სამზარეულოთი წარმოადგინეს. მინისტრი ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებისა და შედეგების ამსახველ ფოტოგამოფენას დაესწრო. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა სასკოლო კლუბებმა, ”პატრიოტი” და ”ნერგები” მინისტრს მათ მიერ განხორციელებული და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობებიც გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ლამპარი 2009” პროექტი ”მომავალი თაობისათვის” სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში განახორციელა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts