planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/par9-150x150.jpgადმინისტრაციული სახდელისგან ნარკოდამნაშავეები არ გათავისუფლდებიან. პარლამენტმა მთავრობის ინიციატივის ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ’’ განხილვა უკვე დაიწყო და პროექტი პირველი მოსმენით დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ჯარიმებისგან და მათზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც ეს დანაშაული 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს. პროექტის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმისგან არ გათავისუფდლება ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი. კერძოდ, ჯარიმებისგან და საურავებისგან გათავისუფლება არ გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 45-მუხლზე, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე. ამასთან, სასჯელისგან გათავისუფლება არ შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც ჯარიმა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის დაეკისრათ. ასევე, შეღავათი არ შეეხებათ პირებს, რომელთაც ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის დაეკისრათ, ან სატრანსპორტო საშუალება სამართავად ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის გადასცეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts