planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 როგორც იცით კვირას მილანი სან სიროს სტადიონზე დაუპირისპირდება კატანიას. არ გეგონოთ, რომ კატანიასთან მოგება ადვილია. სინიშა მიხაილოვიჩს კლუბი “კერკეტი კაკალია”. სწორედ წიან ტურში კატანიამ ლიგისათვის მებრძოლი პალერმო დაამარცხა სიცილიურ დერბიში. რამოდენიმე ტურით ადრე კი თავად ინტერს მოუგო 3-1. მანამდე კი მოუგო ფიორენტინასა და იუვენტუსსაც (თუმცა იუვეს უკვე ყველა უგებს). რაც შეეხება მილანს, როსონერიმ პირველ წრეში კატანიას ძლივს მოუგო, ძლივს იმიტომ რომ ჰუნტელაარმა იმ მატჩში სერია ა-ში პირველი გოლები კი გაიტანა თუმცა 91-ე და 93-ე წუთებზე და მილანს იმ მატჩში 3 ქულა მოუტანა. გუშინ კატანიას ვარჯიშზე ტრავმები მიიღეს სკიაკამ და მარტინესმა. დღეს კი სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ორმაგ ვარჯიშს გამართავს. სტატიის ავტორი Nutsu acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts