Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge პირველი ნახევარფინალისტები


Recommended Posts

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალების განმეორებითი მატჩები. მოსკოვში ცსკამ ინტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და კვლავ დამარცხდა და თან იგივე ანგარიშით როგორითაც სან სიროზე ერთი კვირის წინ. ასე რომ ნერაძურიმ შეძლო და 2003 წლის შემდეგ პირველად გასულიყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. 2003 წელს ინტერი ნახევარფინალში კი გავიდა თუმცა იქ მილანმა დაამარცხა და გამოაგდო თანაქალაქური კლუბი.

 

 

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალისტს - ეს რასაკვირველია ბარსელონაა. ალბათ მხოლოდ სულელს სჯეროდა რომ არსენალი ნოუ კამპზე მოუგებდა ბარსას. მითუმეტეს, რომ ამ კლუბში თამაშობს მესი. მან გუშინ პოკერი შეასრულა და არსენალს მწარე ალიყური უთავაზა. ბარსამ 4-1 გადაუარა ლონდონურ კლუბს  და ინტერს დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

 

 

ასევე აღსანიშნავია,  რომ სამუელ ეტო’სა და ზლატან იბრაგიმოვიჩს, მათ მოუწევთ დაუპირისპირდნენ ყოფილ კლუბებს. ეს მატჩები ამითაც უფრო საინტერესო იქნება.

 

 

სტატიის ავტორი Nutsu

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...