planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/mashvelebi2-150x150.jpg“თბილავიამშენის” აეროდრომზე ავიაკატასტროფის შედეგად გუშინ დაღუპულთა ცხედრები საკუთარ სახლებში გადაასვენეს. მთავარი პროზექტურიდან კონსტანტინე ჟუკოვსკი დიდუბეში, გელა გაბაშვილის ცხედარი კი რუსთავში გადაასვენეს. 29 წლის გელა გაბაშვილი საავიაციო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარის გამო, შექმნილია 10-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომედე გრძელდება. ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო ინსტიტუტის კუთვნილი ვერტმფრენი დაშვებისას შენობას წამოედო და კატასტროფის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე 17:30 საათზე მოხდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts