planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/merabiSvili-150x131.jpgმოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელ პირად პრიმაკოვი დანიშნეს, რის შემდეგაც გაჩნდა საქართველოს მეფის პროექტი. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა რუსულ გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში სათაურით “ომის ჯერ დასრულებულა” მერაბიშვილი, რუსეთთან ურთიერთბაზე, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე, 2008 წლის ომზე, ქართულ ოპოზიციაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ტელეკომპანია “პირველ კავკასიუზე” საუბრობს. “სამეფო გვარის- ბაგრატიონთა შთამომავალი სასწრაფოდ სხვა გენეოლოგიური შტოს წარმომადგენელზე დააქორწილეს და ამისთვის ქალი მეუღლესთან დააშორეს. და რა? პროექტი ჩაიშალა, ქორწინებასთან ერთად. მოსკოვში საქართველოსთვის ახალ მემკვიდრეს ეძებენ. მაგრამ ეს ძებნა უპერსპექტივოა. საქართველოში ამ ხალხის რეიტინგებს შეხედეთ და ყველაფერი ნათელი გახდება,”- აცხადებს მერაბიშვილი. “კომერსანტთან” ინტერვიუში ძალოვანი მინისტრი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პუნქტი საქართველოს მხრიდან “კარგი მეზობლობის” ნიშნად გაიხსნა. “რატომ არ უნდა გაგვეხსნა ეს პუნქთი? ჩვენ გახსნილები ვართ. ზემო ლარსის პუნქტზე ჩვენც არ გავცემთ ვიზებს (უფრო სწორედ, ვიზები მხოლოდ მძღოლებზე გაიცემა), მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის მხარე ჩვენს მოსახლეობას ვიზებს არ აძლევს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი დსთ-ს მოქალაქეების გარდა, ამ პუნკტზე არავის უშვებს,”- აცხადებს მერაბიშვილი. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იგებს ამით სომხეთისაგან განსხვავებით საქართველო, მერაბიშვილი პასუხობს, რომ “უბრალოდ, ჩვენ კარგი მეზობლები ვართ”. ინტერვიუში მინისტრმა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბრა, თუმცა ამ საკითხზე ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა “როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს? თავიდან გიორგაძე იყო, შემდეგ ებრალიძე, მერე ნოღაიდელი ახლა კი ბურჯანაძე,”- განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა “კომენრსანტთან” ინტერვიუში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts