planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kancelaria-150x146.jpgმთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში სადაზღვეო კომპანიების ტენდერი მიმდინარეობს. ტენდერში 27 ლოტია გატანილი და 11 კომპანია მონაწილეობს. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2011 წლიდან სადაზღვეო კომპანიებმა, მათთან დაზღვეულ ადაიანები უნდა მიიყვანონ მაღალი დონის საავადმყოფოებში, მხოლოდ დაბალი ტარიფით. შესაბამისად, კომპანიებს ევალებათ ააშენონ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, ან უკვე არსებული გაარემონტონ. მთვარი მიზანია, კომპანიებმა კლიენტებს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზონ. კვიტაშვილის განცხადებით, გამარჯვებული კომპანიებს კონტრაქტი 3 წლით გაუფორმდებათ და მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიები მოსახლეობას ხარისხიან და იაფ მომსახურებას გაუწევენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts