planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti16-150x130.jpgსაქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მსოფლიო პარლამენტების შესაბამის კომიტეტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის და ეთნიკური წმენდის აღიარების მოწოდებით მიმართა. როგორც ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა განუცხადა, წერილში მიმოხილულია ის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, საერთაშორისო კონვენციები და ასევე ის კონკრეტული ფაქტები, რის გამოც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულად უნდა გამოცხადდეს. დეპუტატის შეფასებით, ქართული მხარე ამ სტატუსის მინიჭებისგან მყისიერ ეფექტს არ ელოდება, თუმცა ეს უნდა გახდეს იმ ერთიანი ძალისხმევის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. კანდელაკის განმარტებით, აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია აღიარებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში, ტერმინი ,,ოკუპაცია~ გამოყენებულია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებშიც და ასევე აღიარებულია ჩეხეთისა და ლიტვის პარლამენტების მიერ. ამასთან, კანდელაკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის მინიჭებას გაეროს უშუშროების საბჭოს ფორმატში კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა ამის პერსპექტივას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხედავს, რადგან სწორედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით 2008-2009 წლებში მიღებულ რეზოლიციებში ეთმოწმენდა აღიარა. წერილი 50-ზე მეტ პარლამენტში, მათ შორის ევროპის ყველა სახელმწიფოს გაეგზავნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts