planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shinagan-saqmeta-samin-150x150.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულ გამოცემა “კომერსანტში” დაბეჭდილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუდან გარკვეული ნაწილები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. სამინისტრომ სპეციალური განმარტებითი განცხადება გაავრცელა. განცხადებაშია ნათქვამი, რომ კონტექსტიდან ის ნაწილებია ამოგდებული, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას ეხება. “2010 წლის 7 აპრილს, რუსულ გამოცემა “კომერსანტში”’დაიბეჭდა ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან. ინტერვიუ ძირითადად სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. თუმცა, მისი გარკვეული ნაწილები, რომლებიც ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას, კონტექსტიდან არის ამოგდებული”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts