planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/festivali1-150x130.jpgხარების დღესასწაულზე ტრადიციული ფესტივალის ~აღდგომიდან ამაღლებამდე~ საიუბილეო კონცერტები დღეიდან იწყება. პირველი კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება და მასზე იაშვილების მუსიკალური დინასტიის შემოქმედება იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტზე ხვალ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ახალი საგალობლის _ ~ავე მარიას~ პრემიერა პირველად გაიმართება. თბილისი ფესტივალს 11 აპრილამდე, კვირაცხოვლობამდე უმასპინძლებს, 13 აპრილს კი იგი საჩხერის რაიონში გადაინაცვლებს. ფესტივალი ~აღდგომიდან ამაღლებამდე~ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2006 წელს დაფუძნდა. ორგანიზატორები პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი და აკაკი რამიშვილის ფონდი ~ტრადიცია და ინოვაცია~ არიან. ფესტივალი ~აღდგომიდან ამაღლებამდე~ ამაღლების დღესასწაულზე, 13 მაისს ახალციხეში საზეიმოდ დაიხურება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts