planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili6-150x150.jpgაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისათვისსაქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათს, 6 აპრილს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე შედგა. პრეზიდენტებმა მომავალი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის თემატიკა, საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიულ თანამშრომლობა, რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მონაწილეობისათვის ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვენლობას კოალიციის წარმატებისა და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიწვევისათვის. ორივე პრეზიდენტი იზიარებს მოსაზრებას, რომ უსაფრთხო მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მტკიცე ძალისხმევა ატომური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტრიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და მომავალი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბარაკ ობამას მადლობა გადაუხადა ამერიკის წვლილისთვის საქართველოში ქმედითი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის საქმეში. ორივე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტაბილური და დემოკრატიული საქართველო გასაღებია რეგიონალური მშვიდობის, თანამშრომლობისა და წინსვლისათვის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts