T_A_T Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 ძუკუ ახია ყველაზე ვინც ამ სუბიექტის ტირადებს ისმენს.მარტალი ხარ -იგნორი არ მუშაობს-კი არ აფასებს ამ "პატივს" ბოროტად იყენებს!ვისაც უნდა პმ-ში უსმინოს ამის გამოხდომებს. მომხმარებელმა რა დააშავა?სწორი მეტოდია ტერაპიის- კლინ კლინომ!gagi67 - 24 საატიანი ბანი სრულიად ფორუმის შეურაცხოფისტვის , მრავალჯერადი გაფრტხილებების და თხოვნის მერე თუნდაც ადმინებისგან!გამოთქვავს სურვილს ნორმალურ ჩარჩოებში წეროს და გამოხატოს თAვისი აზრი, სასჯელი შეუწყდება -ამის პრეცედენტები ყოფილა ფორუმზე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გაშვებულმა ე. წ. მოდელირებულმა „ქრონიკამ“, რომელმაც რუსეთთან ომის განახლების შესახებ გვამცნო, მორალური ზარალის გარდა, მოსახლეობას ფატალური შედეგებიც მოუტანა. მართალია, დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე პრესაში სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოიკვეთა 3 ოჯახი, სადაც აცხადებენ, რომ მათი წევრი „მოდელირებულ“ „ქრონიკას“ ემსხვერპლა. „იმედის“ სიუჟეტის ერთ-ერთი მსხვერპლი დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მცხოვრებია. 50 წლის გაიოზ ოდიშელიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. „სიუჟეტის მსვლელობის დროს წამოიყვირა - ეს რა ხდებაო, შემდეგ გულში ტკივილები იგრძნო და ძირს უგონოდ დავარდა“, - აცხადებს გარდაცვლილის შვილი, ალეკო ოდიშელიძე. მან სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოიძახა, მაგრამ ექიმებმა ავადმყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს. „იმედის“ სიუჟეტის კიდევ ერთ მსხვერპლზე ინფორმაციას რუსული სააგენტო - „იტარ-ტასი“ ავრცელებს - თბილისში მცხოვრები სოხუმიდან დევნილი, 75 წლის ვანო ნასარიძე ინსულტით გარდაიცვალა. ნასარიძის ახლობლების ცნობით, ავადმყოფი კვირას თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას მძიმე და ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ვანო ნასარიძემ მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლა. „მოდელირებული“ „ქრონიკის“ ფატალურ შედეგებზე ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრიც“ ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ყვარელში 65 წლის ჯ. მ...შვილს „მოდელირებული“ „ქრონიკის“ ნახვის შემდეგ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ცენტრს ეს ინფორმაცია გარდაცვლილის მეზობლებმა მიაწოდეს, ვინაობის საჯაროდ გამხელა კი არ ისურვეს. „14 მარტს, დილით გავიგეთ, რომ წინა საღამოს ავად გამხდარა. ომზე რომ გაავრცელეს ტყუილად ინფორმაციები, იმას უყურა და შეტევა ჰქონია. 15 მარტს სტენოკარდიული შეტევა დაემართა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იყო და თბილისში გაწერეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, გული გაუსკდა“, - აღნიშნეს გარდაცვლილის მეზობლებმა. „მოდელირებული“ „ქრონიკის“ შედეგად დაზარალებულებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მათ დახმარებისთვის ერთმა ადამიანმა მიმართა. ადვოკატი დაზარალებულის ვინაობას არ ამხელს. „ჩვენ ერთმა დაზარალებულმა მოგვმართა, რომელიც სიუჟეტის ნახვის დროს შეუძლოდ გახდა. იგი მორალურ კომპენსაციას ითხოვს. მის სარჩელს სასამართლოში უახლოეს დღეებში შევიტანთ“, - აღნიშნა საიას ადვოკატმა. ერთი დაზარალებულის წერილობითი საჩივარი კომუნიკაციების ომბუდსმენთან, დავით ებრალიძესთანაც არის შეტანილი. დაზარალებულის ვინაობას არც ებრალიძე ამჟღავნებს. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოებაში ჯერჯერობით არც ერთი საჩივარი არ მიუღიათ. არ ვრცელდება ინფორმაცია, მიმართა თუ არა რომელიმე მოქალაქემ კერძო ადვოკატურას. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ჯერჯერობით მათი ოჯახის წევრებიც არ ჩივიან. თუმცა, დარწმუნებით აცხადებენ, რომ მათი ნათესავების გარდაცვალება ომის გამოგონილმა სიუჟეტმა გამოიწვია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 რა პონტია, გრეჩიხა გაბოზდა? რა სასამართლო, ვისთან ჩივის? ეგ მგონი მართლა მიშას კაცია, რაღაც სტრანნობებს აკეთებს ამ ბოლო დროს. ისეთ რამეზე ჩივის, რასაც სასამართლოს გზით ასი წელი ვერ დაამტკიცებს. რისთვის ჩივის, რომ წააგოს და მიშა გააპრავოს? თუ რამეა, არველაძეს უჩივლოს, კაცი პირდაპირ აცხადებს, დიახაც, მე შეგნებულად გავაკეთეო. ანძრევს გრეჩიხა ამ ბოლო დროს, აერია რამსები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 გაჩეჩილაძე სააკაშვილს უჩივლებს სასამართლოშირომელ სასამართლოში? ეგ მგონი მართლა მიშას კაცია, რაღაც სტრანნობებს აკეთებს ამ ბოლო დროს.შედეგების მიხედვით ტუ ვიმსჯელებთ, ვაგლახ რომ ეგრე გამოდის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.