Jump to content
Planeta.Ge

ჩვენს ხალხს საკუთარი გონებით ფიქრიც ეზარება.

Recommended Posts

10 გამოცდას რაც შეეხება ეგ გამოცდები სკოლის დასამთავრებლად არის, ანუ გაკვეთილებს თუ აცდენ და სწავლა ფეხებზე გკიდია ყველა ვარიანტში ვერ დაამთავრებ სკოლას რამე უნდა იცოდე ისე ატესტატს არ მოგცემენ,

აგერ გიპასუხეს:

კომუნისტების პონტს ატრიალებენ ისევ და ეს შენის აზრით პასუხია? ატესტატები არ გამოიწვევს კორუფციას სკოლებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 67
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

fashisti

მიშას მადლობასაც მოვუხდიდი ამისთვის

გია კრიალაშვილის მკვლელობისთვის მოუხადე მადლობა პირველ რიგში.

ნუ რათქმაუნდა იმას თუ გავითვალისწინებთ რომ თითქმის ყველა რადიკალი ნებისმიერ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ცვლილებას ძალიან ცუდად და დამანგრეველად აღიქვავს მაშინ მიშას აშენებული ქვეყანა დაუნგრევია მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ

სააკაშვილის მომხრეებს არ გინდათ მოვლენების რეალურად აღქმა და მარტო იმას იმეორებთ რასაც ერორები ამბობენ.

განათლების რეფორმა - კიბატონო, კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ სწავლის ოფიციალური საფასური რომ 1500 ლარია ეგ არაფერი ხო? ახლა არ დამიწყო იმ გრანტებზე ლაპარაკი, რომელსაც მარტო 1000 სტუდენტი იღებს თითო ნაკადში. და ვინც ამ ნაკადში ვერ მოხვდება და ვის მშობელსაც ეს 1500 ლარი არ აქვს, უსწავლელი უნდა დარჩეს ხო? ხოდა ჩვეულებრივი ადამიანისთვის რამე შეიცვალა?

გარდა ამისა, უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე "რეფორმამდე", და დავამთავრე უკვე "რეფორმირებულში". არ ვარგოდა ის რაც იყო, მაგრამ ამათ ის რაც იყო დაანგრიეს, და მის ადგილას ახალი არაფერი შექმნეს. უნიერსიტეტი ახლა არის ფულის საკეთებელი კანტორა და მეტი არაფერი.

სამხედრო სფერო - კიბატონო, შედეგი შესამჩნევია. ჯარისკაცს ადამიანად თვლიან. მაგრამ აგვისტოს ომის დროს შეიარაღებულმა ძალებმა ვერც ერთი თავისი დანიშნულება ვერ შეასრულეს. მოსახლეობის ევაკუაციაც კი ვერ მოხერხდა. რეზერისტებში რაც ხდებოდა იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. და ეს არ იყო რომელიმე ჯარისკაცის ან რეზერვისტის ბრალი. ეს იყო ხელმძღვანელობის და მთლიანად სისტემის ბრალი. ეს თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა. აღიარეს? თუ აღიარეს, მაშინ შეცვალონ რამე. შეცვალეს? არა. ამაზეც მადლობა ვუთხრათ?

დაგებული გზები - 4 წლის განმავლობაში მთელი თბილისი გადათხრილი იყო. ერორებმა ტვინი შეგიჭამეს ამ დაგებული გზებით. გაიარე მანქანით ქალაქში და ნახავ რომ გზების 80% ისევ უვარგისია. იგივე ეხება მთელ საქართველოს. ტრასაზე იდეალური გზაა, მაგრამ ტრასიდან რომ გადაუხვიო რომელიმე სოფელში, ჯიპით თუ არ ხარ, გერხევა.

უბრალოდ მთელი ეს პაკაზუხა ყელში ამოუვიდა ხალხს. ქვეყანა ლამისაა თავზე დაგვემხოს და აქეთ მოგვიწოდებ მადლობა ვუთხათ მიშას რომელიღაც შადრევანისთვის.

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია კრიალაშვილის მკვლელობისთვის მოუხადე მადლობა პირველ რიგში.

არა და მაგასთან ვმეგობრობდი სტუდენტობის დროს.ერთად გვაქვს საქართველო ცხენებით შემოვლილი.მაგარი ვაჟკაცი იყო,აი არაფერზე არ იხევდა უკან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განათლების რეფორმა - კიბატონო, კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ სწავლის ოფიციალური საფასური რომ 1500 ლარია ეგ არაფერი ხო? ახლა არ დამიწყო იმ გრანტებზე ლაპარაკი, რომელსაც მარტო 1000 სტუდენტი იღებს თითო ნაკადში. და ვინც ამ ნაკადში ვერ მოხვდება და ვის მშობელსაც ეს 1500 ლარი არ აქვს, უსწავლელი უნდა დარჩეს ხო? ხოდა ჩვეულებრივი ადამიანისთვის რამე შეიცვალა?
სამხედრო სფერო - კიბატონო, შედეგი შესამჩნევია. ჯარისკაცს ადამიანად თვლიან. მაგრამ აგვისტოს ომის დროს შეიარაღებულმა ძალებმა ვერც ერთი თავისი დანიშნულება ვერ შეასრულეს. მოსახლეობის ევაკუაციაც კი ვერ მოხერხდა. რეზერისტებში რაც ხდებოდა იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. და ეს არ იყო რომელიმე ჯარისკაცის ან რეზერვისტის ბრალი. ეს იყო ხელმძღვანელობის და მთლიანად სისტემის ბრალი. ეს თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა. აღიარეს? თუ აღიარეს, მაშინ შეცვალონ რამე. შეცვალეს? არა. ამაზეც მადლობა ვუთხრათ?
დაგებული გზები - 4 წლის განმავლობაში მთელი თბილისი გადათხრილი იყო. ერორებმა ტვინი შეგიჭამეს ამ დაგებული გზებით. გაიარე მანქანით ქალაქში და ნახავ რომ გზების 80% ისევ უვარგისია. იგივე ეხება მთელ საქართველოს. ტრასაზე იდეალური გზაა, მაგრამ ტრასიდან რომ გადაუხვიო რომელიმე სოფელში, ჯიპით თუ არ ხარ, გერხევა.

ეს არ არის რეფორმები და კარგია მანდ მყოფმა რომ დაწერა ეს ყველაფერი.

ათას დოლარს ვიხდი წელიწადში ჩემი ცოლის დისშვილის სწავლაში.მეორისაში 800–ს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ერორს ხშირად ახსენებდი და მინდა გაგახარო რომ ქართულ არხებს ძალიან იშვიათად ვუყურებ, მერე მეორე შენთან კამათი ძალიან მეზარება იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ შენ გზების 80 პროცენტს უვარგისად მიიჩნევ... იდეალური არაა და იამკა ხანდახან შეგხვდება მაგრამ წინათ დაბალი პასატკით რომ ვერ გაივლიდი ქუჩაზე და ეხლა როგორი გზებიცაა ამას ვინც ვერ ამჩნევს რავიცი რა ვუთხრა აბა... მახსოვს პლატოზე მეოთხე მიკრო რაიონში 30 კმ/სთ სიჩქარით რომ გეარა მანქანას რამე დაემართებოდა გზა ისეთ დღეში იყო და რამდენიმე ადგილას შუა გზაზე ალვის ხეები იყო ამოსული დღეს კი ხალხი სხვა უბნებიდან ამოდიან აქ რომ ცოტა წაიგონკაონ

ქვეყანა ლამისაა თავზე დაგვემხოს

ხო ნუ ეს ტიპიური ოპო პოზიციაა ქვეყანა თავზე გვენგრევა, პოლიცია ყოველ დღე სადარბაზოში დუბინკებით მცემს, პურის ფული არ მაქ მთელი დღე წყალზე ვარ, ყველას მანქანები რომ ყავს მერე რა ბენზინის ფული არააქ ხალხს მოვა ეხლა ჩვენი მესია უცნობი და ააყვავებს საქართველოს ყველა გავმდიდრდებით და დილით კარაქიან პურს ყველის მაგივრად ხიზილალას წავუსვავთ

და ბანკის ვალებს აღარ გადავიხდით, გრეჩიხა ჩამოგვაჭრის. პოლიცია გაუქმდება და არავის აღარ დაიჭერენ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

fashisti

ამდენის წერას დაგეწერათ,„აბა გრეჩიხა სჯობდა?“ და ყველაფერი ნათქვამი გამოვიდოდა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ შენ გზების 80 პროცენტს უვარგისად მიიჩნევ...

რას ნიშნავს მივიჩნევ. უვარგისია და რა ვქნა ახლა. შენ იგივე მეოთხე პლატო ახსენე. იმის წინ მომიწია მანდ ასვლა. ნუცუბიძიდან რაც ადის მთავარი გზა გაკეთებულია. ზუსტად მაგ მე-4 პლატოზე, კორპუსთან მისასვლელად პატარა კრუგი იყო გასაკეთებელი. როგორც კი გადავუხვიე ტრასიდან, ყოველ 10 მეტრში იამკა იყო. ის ცენტრალური გზა რომ გაკეთდა კარგია, მაგრამ ამაზე მადლობას რატომ მახდევინებ არ მესმის. ისე შევარდნაძის დროსაც დროდადრო მოდიოდნენ და ხან ხრეშს ყრიდნენ, ხან კიდევ იამკებს ასვალტს ასხავდნენ. ახლა ამისთვის კრწანისში სამადლობელო დეპეშები ვუგზავნოთ შევარდნაძეს კვირაში ერთხელ?

ხო ნუ ეს ტიპიური ოპო პოზიციაა ქვეყანა თავზე გვენგრევა, პოლიცია ყოველ დღე სადარბაზოში დუბინკებით მცემს, პურის ფული არ მაქ მთელი დღე წყალზე ვარ, ყველას მანქანები რომ ყავს მერე რა ბენზინის ფული არააქ ხალხს მოვა ეხლა ჩვენი მესია უცნობი და ააყვავებს საქართველოს ყველა გავმდიდრდებით და დილით კარაქიან პურს ყველის მაგივრად ხიზილალას წავუსვავთ

ხო, ნუ ეს ტიპიური ნაცების მხარდამჭერის პოზიციაა, ნახევრად დამცინავად, მაია ნადირაძის სტილში რეჩის დარტყმა ისე, რომ არც ერთ კონკრეტულ არგუმენტს, კონკრეტული პასუხი არ გასცე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამდენის წერას დაგეწერათ,„აბა გრეჩიხა სჯობდა?“ და ყველაფერი ნათქვამი გამოვიდოდა

მაგ ლოგიკით შენ რომ პოსტავ მხოლოდ პირიქით, ეგეც საკმარისია :D

McLaren

კაი, გზებზე გაჩერდი ახლა. წამგებიანია მაგაზე ლაპარაკი შენთვის.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ლოგიკით შენ რომ პოსტავ მხოლოდ პირიქით, ეგეც საკმარისია

რა ლოგიკაზე გაქვს საუბარი? :D

მე ვაკრიტიკებ ამ ხელისუფლებას და ამათ შემდეგ ვინც მოვა,იმათაც ესე მოვექცევი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მე ვაკრიტიკებ ამ ხელისუფლებას

ეგ არაა კრიტიკა. შენ კრიჭაში უდგეხარ ხელისუფლებას. მის ნებისმიერ ნაბიჯს აფასებ უარყოფითად და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის რა ნაბიჯი იქნება ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კაი, გზებზე გაჩერდი ახლა. წამგებიანია მაგაზე ლაპარაკი შენთვის.

ან წასაგები რა მაქვს ვინმესთან რამე ან მოსაგები? :D

რასაც ვხედავ, იმას ვამბობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ არაა კრიტიკა. შენ კრიჭაში უდგეხარ ხელისუფლებას. მის ნებისმიერ ნაბიჯს აფასებ უარყოფითად და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის რა ნაბიჯი იქნება ეს.

კი შენგან განსხვავებით არ ვაქებ და არ ვადიდებ ამ ხელისუფლებას,მაგრამ რას აკეთებენ კარგს აბა მითხარი? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

შენგან განსხვავებით არ ვაქებ და არ ვადიდებ ამ ხელისუფლებას

ჩემი პოსტის ბმულით რომ ამყარებდე მაგას დაგიჯერებდი.

რას აკეთებენ კარგს აბა მითხარი?

აზრი არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კაი, გზებზე გაჩერდი ახლა. წამგებიანია მაგაზე ლაპარაკი შენთვის.

ორთაჭალაში მთელ სიგრძეზე გზა რომ დააგეს - ახლა მიჰყვნენ და მთელ სიგრძეზე გადათხარეს, ერთი მეტრი არ დატოვეს გადაუთხრელი. აბა, გრეჩიხა სჯობდა, ბლინ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...