Jump to content
Planeta.Ge

იუვენტუსის ფან კლუბი- სატრანსფერო ჭორი (ჯოვინკო)


Recommended Posts

http://www.giovinco.fansitehost.org/hide/C_3_Media_805878_immagine_det.jpgზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "იუვენტუსი" დიდ ცვლილებებს გეგმავს და იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, გუნდის ნახევარმცველს, სებასტიან ჯოვინკოს "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა, "პალერმოელი" სიმონ კიაერის ტრანსფერში ბარტერის სახით, გამოიყენებს. უკვე ერთი წელია ახალგაზრდა იტალიელი, "იუვენტუსის" რიგებში, მეორეხარისხოვან ფეხბურთელად იქცა. დიეგოსა და ანტონიო კანდრევას ტრანსფერებმა, ის სათადარიგოთა სკამს მიაჯაჭვეს. თავად ნახევარმცველს პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაგრამ რეგულარლი სათამაშო დროის მოლოდინში, გამორიცხული არაა, თუ "პალერმოში" გადაბარგებას, თავადაც მოისურვებს. "ატომური ჭიანჭველა" ადრე "იუვენტუსის" დატოვების შესაძლებლობას, ყოველთვის გამორიცხავდა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, ტურინულ გრანდში არსებული, სამომავლო პერსპექტივა, ისეთ ნიჭიერ ნახევარმცველს ხიბლავდეს, როგორიც ჯოვინკოა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...