planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili5-150x150.jpgპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. სააკაშვილმა დაგეგმილ რეფორმებს კომპიუტერული და ლინგვისტიკური რევოლუცია უწოდა. მისი თქმით, თუ ქვეყნის წინსვლა და განვითარება გვინდა, აუცილებებლია განათლების სისტემის მოდერნიზება, რათა საქართველო რეგიონის შვეიცარია და სინგაპური გახდეს. პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელს პრეზიდენტისგან საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ. კომპიუტერი სიმბოლოებით ოპერირებს, ამიტომ პრეზიდენტის თქმით, ბავშვებს მასზე მუშაობა არ გაუჭირდებათ. Mმისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სახელმძღვანელოები. პრეზიდენტმა აქცენტი ასევე ინგლისური ენის სწავლებაზე გააკეთა, მისი განცხადებით აუცილებელია ინგლისური არა მეხუთე არამედ, პირველი კლასიდან ისწავლებოდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან 1000 უცხო ენის პედაგოგის ჩამოყვანის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, არ უნდა იყოს არცერთი ქალაქი, რაიონი, თუ სოფელი სადაც ინგლისური ენის აქტიური სწავლება არ იქნება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ენის და კომპიუტერის სპეციალისტებს სკოლებში ხელფასები გაეზრდებათ. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები განათლების სფეროს მოდერნიზებას და ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts