Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კომუნიკაციების კომისიაში “იმედის” წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/imedi5-150x131.jpgკონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის, გენერალური მდივნის კახა კუკავასა და ხალხის პარტიის თავმჯდომარის კობა დავითაშვილის, “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის და სხვა დაინტრერესებულ პირთა ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელის განხილვაზე უარი ეთქვათ.

 

 

მოსარჩელეები იმიტირებული ქრონიკის წამყვანის ლაშა ხარაზიშვილის და ნათია კობერიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ვინაიდან მოსარჩელე პირები ტელეკომპნია იმედის ეთერში გასულ “იმიტირებულ ქრონიკაში” მოხსენიებული იყვნენ როგორც ხალხის მტრები, რუსეთის დასაყრდენი საქართველოში და ერის მოღალატეები.

 

 

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იმედის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვაზე მოსარჩელე მხარეს უარის თქმის მოტივად ის გარემოება დასახელდა, რომ ცილისწამება კომისიის იურისდიქციას სცდება და ამ საკითხის განხილვა საქართველოს სამოქალაქო სამართლის ჭრილში უნდა განიხილოს.

 

 

კომისიაში განმარტეს, რომ მოსარჩელეებს სარჩელით სამოქალაქო სასამართლოსა და იმედის თვითრეგულირების კომისიასადმი მიმართვა შეუძლიათ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...