Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აშშ-მ ახალი ბირთვული სტრატეგია წარადგინა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Warhead-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ახალი ბირთვული სტრატეგია წარადგინა.

 

 

ამ დოკუმენტის თანახმად, ამერიკის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფაში ბირთვული იარაღის როლი საგრძნობლად შემცირდება.

 

 

ახალი სტრატეგიის მთავარ მიზნად ბირთვული იარაღის გავრცელების და ბირთვული ტერორიზმის პრევენციას ისახავს.

 

 

ამერიკელი სამხედროების აზრით, ცივი ომიდან შემორჩენილი ბირთვული არსენალი ამ ამოცანის გადასაწყვეტად არ გამოდგება.

 

 

ახალი სატრატეგია ბირთვული არსენალის შემცირებას და მისი გამოყენების საშუალებების შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ ვალდებულებას იღებს ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, იმ შენმთხვევაშიც კი თუ ეს ქვეყნები აშშ-ს წინააღმდეგ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ.

 

 

ობამას აზრით, ასეთი ტიპის იერიშებს ჩვეულებრივი შეიარაღებით გამკლავებაც შეიძლება. აღნიშნული სტრატეგია ბირთვული იარაღის პრევენტიული გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

2010 წლის 8 აპრილს პრაღაში სტრატეგიული შემტვევი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, რომელიც რუსეთისა და აშშ-ს ბირთვული არსენალების 1550 ერთეულ რაკეტამდე შემცირებას ითვალისწინებს.

 

 

დღეს კი ვაშინგტონს 2200, ხოლო მოსკოვს დაახლოებით 3000 ბირთვული რაკეტა გააჩნია.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...