planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gori3-150x150.jpgგორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დღეს ,,ოქონობის’’ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. საგანგებოდ ოქონობის დღისთვის მუზეუმის დირექციამ ფონდიდან გამოიტანა და გამოფინა უძველესი ხატები და საეკლესიო ნივთები. მათ შორის არ იყო მუზეუმის უნიკალური ექსპონატი – ოქონის სამკარედიანი ფერწერული ხატი, რომელიც დროებით წაღებულია მუზეუმიდან რესტავრაცია-კონსერვაციის მიზნით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრები: ბისერებითა და ჯვრებით ნაქარგი ხატები და სურათები, თექით, პლასტელინით, თიხით, მინანქრითა და მუყაოთი შესრულებული ნაკეთობები, ხეზე ნაკვეთი ნივთები. გამოფენას ფონად გასდევდა მოზარდ მგალობელთა მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები. ოქონობისთვის შეგროვილი 15-მდე ავტორის ნამუშევრები მუზეუმში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. გამოფენის შემდეგ ოქონობის დღესასწაული კომბინატის კულტურის ცენტრში გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებელს გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები ელიან. აქვე გაიმართება გრანდიოზული კონცერტი ანსამბლ ,,ქართული ხმების’’, ,,თეატრალური კვარტეტის’’, ლაშა ღლონტისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. კონცერტზე დასახელდებიან გორის საპატიო მოქალაქეებიც, რომლებიც საპატიო სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts