Nukriko Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 მოქალაქის ცნება შემოიღეს ბერძნებმა. ბერძნულ-სპარსლ ომების შემდეგ ჰეროდოტემ დაწერა რომ მძთავარი განმასხვავებლი ელინებსა და ბარბაროსებს შორის იყო ის რომ ბარბაროსებში მხოლოდ ერთი თავისუფალი ადამიანი არსებობდა და ის მეფე იყო, ხოლო ელინებში ყველა თავოსიფალი იყო. ეს იმის მიხუედავად რომ უამრავი ბერძნული ტირანი გვახსოვს. სიტყვა "პოლიტიკას" ბერძნები და შემდგომ რომაელებიში ნიშნავდა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის მიღებას, მემართა და ჰქონოდა პასუხისმგებლობა შესაბამისად ჰგონოდა ძალაუფლებაც. ბერძნული საზოგადოება მონაწილეობდა საკუთარ ქალაქ-სახელმწიფოს საქმეებში და საკუთარ ჯიბიდან ხელფას უხდიდნენ მოსამართლეებს, თან თავიანთ უფლებებს არჩევნების გზით აფიქსირებდნენ. იმის მიუხედავად რომ ბერძნული პოლისი არ იყო მრავალრიცხოვანი, მისი მოქალაქეების ხმა მაინც ისმოდა, მიუხედავად იმისა პოლისში არისტოკრატია იყო თუ ოლიგარქია. ძველი საბერძნეთის კანონების მიხედვით ადამიანი რომელიც არ მოანწილეობდა საზოგადო ცხოვრებაში უნდა დასჯილიყო, ქალაქიდან გაძევებით, ამიტომ მოქალაქეებს მუდამ უხდებოდათ სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და მათ შეცდომებზე პასუხსაც თვითონ აგებდნენ, თუ კი რომელიმე მოქალაქე გამოვიდოდა სიტყვით და თუ კი მისი აზრი აღმოჩნდებოდა არასწორი, იმ მოქალაქეს დასჯიდნენ. სამოქალაქო საზოგადოება არის პასუხისმგებლობა, საკუთარ თავის და საკუთარ ქვეყნის მიმართ. დავუბრუნდეთ საქართველოს რეალობას. საზოგადოება დამოუკიდებლობიდან დღემდე არ იღებს პასუხისმგებლობას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მძიმე სიტუაციაზე რაც არსებობს და მას მხოლოდ ერთეულ ადამიანებს აბრალებს. ადვილია ხო, მიშამ გააკეთა და მიშაა ცუდი, მე რა. ქართულმა საზიოგადოებამ ხმამაღლა მოინანია საბჭოთა წარსული?მოინანია სამოქალაქო ომი (ორივე მხარემ)?მოინანია აფხაზეთის და სამ. ოსეთის ომები?ინანიებს რაც დღეს ხდება?რა თქმა უნდა არა. ამ ყველაფერში არა საზოგადოება არამედ ვიღაც ერთეულები არიან დამნაშავე. ჩვენი საზოგადოება არის იზოლირებული და სუსტი ადამიანებისგან შემდგარი, ლიდერი, რწმენა და სხვადასვხა ისეთი ინსტიტუტი რომელიც რომელიც გაბატონებულია საქართველოში, ამ სუსტ და იზოლირებულ ადამიანებს უსაფრთხოების, სიმამაყის და საკუთარ თავის პატივისცემის შეგრძნებას ანიჭებს. ისინი თავიოანთ თავს არა დამოუკიდებელ არსებებად განიხილავენ რადგან განყოფილნი ისინი არარაობები არიან, არამედ ერთიან ეროვნულ ან სხვა გაერთიანების წევრებად. ასეთი გრძნობები იწვევს უარყოფით ინტეგრაციის პერსპექტივებს, როდესაც სხვა ერისგან თუ განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანებთისგან სახელმწიფო მტრის ხატი იქმნება. "მტერის" საწინააღმდეგოდ უნდა გაერთიანდნენ ეს არარაობები, ერი და ბერი შეკრული ხდება და საკუტარ იდენტურობას და მნიშვნელობას უფრო მკაფიოდ შეიგრძნობს. მათ სჭირდებათ მტკიცე საზღვრები რომლის ერთ მხარეს ვართ "ჩვენ" ხოლო მეორე მხარეს არიან "ისინი". ჩვენ უნდა გვძულდეს ისინი რათა უფრო მტკიცედ შევიგრძნოთ საკუტარი თავი. ამ მხრივ როდესაც ილახება "ეროვნული" ან "რელიგიური" ღირსება, ჩვეულებრივი მოქალაქეთა სიცოცხლე უმნიშვნელო ხდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 არა რა... ყოველთვის ვამბობდი, ბერძნები მაგრები არიან-თქო... : ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 არა რა... ყოველთვის ვამბობდი, ბერძნები მაგრები არიან-თქო... : )))დღეს უკვე ჩაბანძდნენ ისეთები აღარ არიან როგორებიც ადრე იყვნენ. ბიზანტიამ გააფუჭა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 (edited) დღეს უკვე ჩაბანძდნენ rofl.gif ისეთები აღარ არიან როგორებიც ადრე იყვნენ. ბიზანტიამ გააფუჭა ისე მართლა... რატომ "ჩაბანძდნენ?".. მართლა უდიდესი ერი იყო... რატომ მოუვიდათ ეგრეეე... (((((( აკროპოლისში წასვლა ხომ არ მეღირსა რა... საერთოდ, უდიდესი კულტურის ერია... იყო ყოველშემთხვევაში... :\ კი არადა, აღარ გავაოფებ... ჩემით გავალ... Edited April 6, 2010 by irusha Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Nukriko ისეთები აღარ არიან როგორებიც ადრე იყვნენ. ბიზანტიამ გააფუჭაჩვენ, ჩვენ რამ გაგვაფუჭა?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Nukriko ჩვენ, ჩვენ რამ გაგვაფუჭა?) დამპალი კომუნისტების 70-წლიანმა თავზე ჯდომამ ჭადრაკს რომ ვთამაშობდით და ხელფასს ვიღებდით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 newstudio ჩვენ, ჩვენ რამ გაგვაფუჭა?)კარგები როდის ვიყავით ერთი? ბოლი 7-8 საუკუნეა გაფუჭებულები ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Nukriko 7-8 საუკუნეა გაფუჭებულები ვართარა მგონია....ელიტა გაფუჭდა პირველ რიგში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 არა მგონია....ელიტა გაფუჭდა პირველ რიგში...რომელმა ელიტამ? ფეოდალურმა, კომუნისტურმა, დღევანდელმა თუ რომელმა? პ.ს რატომ არ მაქვს მოხსნილი მოდერატორის სტატუსი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Nukriko რომელმა ელიტამ? ფეოდალურმა, კომუნისტურმა, დღევანდელმა თუ რომელმა?ჯერ ფეოდალური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 დამისახელეთ საქართველოს ისტორიაში ერთიანი შემდგარი სახელმწიფოს 50 წლიანი მაგალითი და მაშინ ვაღიარებ, რომ ქართველი ერი სახელწიფოებრივად მოაზროვნე ერია, რომლისგანაც შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების შექმნა! ისე არ მჯერა და მომკალით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 დამისახელეთ საქართველოს ისტორიაში ერთიანი შემდგარი სახელმწიფოს 50 წლიანი მაგალითისაბჭოთა კავშირში რომ იყო მე სულ მაგას ვამბობ, რომ საქართველო უნდა იყოს რომელიმე დიდი ქვეყნის შემადგენლობაში, რომ ნაციონალების მსგავსი არ წამოაჯდეს ერს თავზე. ხოდა, რომელია ეს დიდი ქვეყანა, არაა ძნელი მისახვედრი მომინდომეს აქ ამერიკა და ევროპა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Nukriko ბერძნების ჯარის ბირთვი იყო ჰოპლიტების ფალანგა (მძიმედ აღჭურვილი ხვეითი). ჰოპლიტებად აჰყავდათ მხოლოდ საკუთარი მიწის მქონე მოქალაქე. ანუ, ლოგიკა იყო ასეთი - მხოლოდ ის ადამიანი იბრძოლებს, ვისაც (საკუთარი) მიწა აქვს დასაცავიო. მგონი, რომაელებსაც ასეთი ჯარი ჰყავდათ მარიუსის რეფორმებამდე. mogzauri დამისახელეთ საქართველოს ისტორიაში ერთიანი შემდგარი სახელმწიფოს 50 წლიანი მაგალითი საქართველოს სსრ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 mogzauri დამისახელეთ საქართველოს ისტორიაში ერთიანი შემდგარი სახელმწიფოს 50 წლიანი მაგალითი1125 - 1220 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 1125 - 1220აჩიკო ართმეტიკა? სსრკ-არ ითვლება, ეგ არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს იყო ლიდერი და გაზულუქებული რესპუბლიკა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.