planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 სუბარი-გაჩეჩილაძის კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება, ხვალ კი უკვე შედეგებზე იქნება საუბარი. ამის შესახებ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა. „არჩევნების დანიშვნის შემდეგ, სოზარ სუბარს ჰქონდა კიდევ ერთი მცდელობა, ირაკლი ალასანიასთვის მხარდასაჭერად პარტიები გაეერთიანებინა. ამ პროცესისადმი თავად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სოზარს ვუთხარით, რომ შეუძლია, სცადოს. თუმცა ეს მცდელობა უსაშველოდ ვერ გაგრძელდება. დღეს ალბათ კონსულტაციები დასრულდება, რადგან თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვდა, ხვალ კი უკვე შედეგებზე იქნება საუბარი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, „ეროვნული საბჭოს“ წევრები ირაკლი ალასანიასთვის მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ. „ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ზურაბ ნოღაიდელთან სოზარ სუბარს არანაირი კონსულტაციები არ უწარმოებია. მიმაჩნია, რომ არა ნოღაიდელის გარეშე, არამედ ნოღაიდელთან ერთად არის წარმოუდგენელი გამარჯვება. სუბარი ერთადერთ საკითხზე დაელაპარაკა „ხალხის პარტიასა“ და „კონსერვატორებს“ - შესაძლებელი იყო თუ არა ირაკლი ალასანიასთვის მხარი დაეჭირათ, რამდენადაც ცნობილია მათ ამაზე უარი განაცხადეს“, – განმარტა დავით უსუფაშვილმა. ინტერპრესნიუსი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts