planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100404-01-birmingham_liverpool.jpg გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას პრემიერლიგაში დარჩენილი თამაშების და ლივერპულის ოთხეულში მოხვედრის შანსებზე… ლივერპული, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ამაზე არავინ დავობს, თუმცა შანსი (თეორიული) მაინც გვაქვს… მეოთხე ადგილისთვის და ლიგის საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის: მანჩესტერ სიტი – 59 ქულა და 32 მატჩი ტოტენჰემი – 58 ქულა და 32 მატჩი ლივერპული – 55 ქულა და 33 მატჩი ასტონ ვილა – 54 ქულა და 32 მატჩი. როგორც ხედავთ ამ ოთხეულშიც კი ლივერპული აშკარა აუთსაიდერია. სამივე კლუბს ლივერპულის გარდა 1 თამაშით ნაკლები აქვს და ეს მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს. რაც შეეხება დარჩენილ თამაშებს: 11-14 აპრილი ლივერპული - ფულჰემი სიტი – ბირმინგემი ასტონ ვილა – ევერტონი ტოტენჰემი არსენალი 17-21 აპრილი სიტი - მანჩესტერ უნაიტედი ტოტენჰემი - ჩელსი პორტსმუთი - ასტონ ვილა ლივერპული – ვესტ ჰემი ჰულ სიტი - ასტონ ვილა 24-25 აპრილი მანჩესტერი - ტოტენჰემი ბარნლი - ლივერპული არსენალი - მანჩესტერ სიტი ასტონ ვილა – ბირმინგემი 1 მაისი ლივერპული - ჩელსი სიტი - ასტონ ვილა ტოტენჰემი – ბოლტონი 5 მაისი სიტი - ტოტენჰემი 9 მაისი ასტონ ვილა - ბლექბერნი ბარნლი - ტოტენჰემი ჰულ სიტი – ლივერპული ვესთ ჰემი - სიტი როგორც ხედავთ ლივერპულის მომავალ მატჩებში ერთადერთი რთული მეტოქე ჩელსია. ტოტენჰემს კი სათამაშო აქვს არსენალთან, ჩელსისთან, მანჩესტერ უნაიტედთან და მანჩესტერ სიტისთან. ასე რომ მისი ლიგაზე გასვლა ფაქტიურად გამორიცხულია. რაც შეეხება სიტის, მას უშუალო კონკურენტ ტოტენჰემის გარდა, სათამაშო აქვს მანჩესტერ უნაიტედთან და არსენალთან… ასე რომ ლივერპულს ძალიან კარგი შანსი აქვს გავიდეს ოთხეულში, ამისთვის კი ერთადერთი რამ არის საჭირო მერსესაიდელებისგან. მოიგონ დარჩენილი ხუთივე მატჩი !!! მე მჯერა რომ ლივერპული გავა ჩემპიონთა ლიგაზე. შეუძლებელია არაფერია. 2005 წელსაც არავინ ფიქრობდა რომ ის მატჩი ასე დასრულდებოდა ბოლოს, მაგრამ ყველამ ირწმუნა ლივერპულის ძალა. YOU WILL NEVER WALK ALONE !!! ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით. დაწერეთ კომენტარებიც ამ სტატიის ქვევით და ასევე ხმა მიეცით გამოკითხვაში !!! View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts