Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge “მილანელო” და ფოტორეპორტაჟი ბაზიდან


Recommended Posts

“მილანის” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის, ანდრეა რიცოლის ინიციატივით გუნდმა 60-იანი წლების დასაწყისში ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, დაბების, კარნაჯოს, კასანო მანიანოს და კაირატეს შორის სამწვრთნელო ბაზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ორ წელიწადში დასრულდა.

 

 

ამჯამინდელი პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის ძალისხმევით, “მილანელო” დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო სამწვრთნელო ცენტრია მსოფლიოში, რომელიც კლუბის გარდა დროგამოშვებით იტალიის ნაკრებსაც ემსახურება: ევროპის 1988, 1996 და 2000 წლების ჩემპიონატების წინ “სკუადრა აძურამ” სწორედ “მილანელოში” გაიარა შეკრება.

 

 

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ტყით შემორაჯული სამწვრთნელო ბაზა 16 ჰექტარზეა გაშენებული, რომელიც სტანდარტული ზომის 6 საფეხბურთო მოედანს, ასევე ერთ ხელოვნურსაფარიან მინი-მოედანს, ერთ გადახურულ ხელოვნურსაფარიან მინი-მოედანს და ერთ დარბაზს იტევს, რომლის სიმაღლე 230 სმ-ია: აქ ბურთი მუდმივად მოძრაობაშია, რაც ფეხბურთელებს რეაქციის და ტექნიკის გაუმჯობესებაში, ასევე სწრაფ აზროვნებაში ეხმარება.

 

 

სამწვრთნელო ბაზას 1,2 კმ-ის სიგრძის ბილიკი აქვს შემოვლებული: ფეხბურთელები ფიზიკურ კონდიციებს არა მარტო სირბილით, ველოსიპედითაც იუმჯობესებენ.

 

 

უშუალოდ შენობა ორსართულიანია და მასში რამდენიმე განყოფილებაა: ფეხბურთელთა და მწვრთნბელთა ოთახები, სამედიცინო კაბინეტები, აუზი, მოსასვენებელი ოთახი, ორი სასადილო ოთახი, მოსამსახურე პერსონალის ოთახები, ბარი, სამზარეულო, პატარა კინოდარბაზი, საკონფერენციო ოთახი, სასტუმრო ოთახი…

 

 

“მილანელოზე” გამართულ ვარჯიშებს, თუ წვრთნა დახურული არ არის, გულშემატკივრებიც ესწრებიან, რომლებსაც მთავარ შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ.

 

 

კლუბი ასაკობრივ გუნდებსაც დიდ ყურადღებას უთმობს: იუნიორთა შემადგენლობისთვის “მილანელოზე” სპეციალური შენობაა, სადაც ყმაწვილები სწავლის შემდეგ კვირაში რამდენჯერმე ჩერდებიან, დროგამოშვებით კი პირველი გუნდის წვრთნასაც ადევნებენ თვალს.

 

 

სულ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი პირველ აპრილს “მილანელოზე” ბიჭების შეკრების დროს გადაიღეს სურათები, გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს “მილანელოდან” , მართალია რამდენიმე დღის დაგვიანებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ სად ვარჯიშობს თქვენი საყვარელი გუნდი და როგორი ლამაზი სამწვრთნელო ბაზა აქვს “მილანს”…

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/40.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/39.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/38.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/37.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/36.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/35.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/34.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/331.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/321.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/311.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/301.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/291.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/281.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/271.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/261.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/251.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/241.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/231.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/221.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/211.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/201.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/191.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/181.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/171.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/161.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/151.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/141.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/131.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/121.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/111.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/101.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/91.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/81.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/71.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/61.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/51.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/41.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/33.jpg

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/p1030731.jpg

 

 

P.S. ნეტა იმის ჭკუაში ჩამახედა, ვინც ფავალის უძვრება მანქანაში, ავტოგრაფი მომეციო. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif

 

 

P.P.S. უი, დიდი სურათები ყოფილა და არ დაიწყოთ ახლა. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...