planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/print_logo.jpgმსოფლიო ხვალ,. ჯანდაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – “მომავალი სიღარიბის გარეშე”, ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. 2000 წელს მსოფლიოს 189 ქვეყნის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს სპეციალურ კონვენციას და დადეს პირობა, რომ საკუთარ ქვეყნებში ღარიბ ადამიანთა რაოდენობას მინიმუმ გაანახევრებდნენ და ასევე დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობას 2/3-ით შეამცირებდნენ. მათ შორის იყო საქართველოც. კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” ინფორმაციით, მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით დადებითი ტენდენციებისა, ჯერ კიდევ საკმაო განსხვავებაა ამჟამად არსებულ მაჩვენებლებსა და ათასწლეულის განვითარების მიზნებით 2015 წელს განსაზღვრულ მაჩვენებელს შორის. ამავე დროს, სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. ამ პრობლემების გადაუწყვეტელობა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ასევე ეჭვის ქვეშ დააყენებს ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებას. ბრიფინგის შემდეგ, 13:00 საათზე ბათუმის ბულვარში გაიმართება სპორტული მარათონი სტუდენტებს შორის. 50 სტუდენტი ერთმანეთს 5 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვაში შეეჯიბრება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts