Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გიორგი ტუღუში 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე 20 აპრილს წარადგენს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/tugushi-150x150.jpgსახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე 20 აპრილს წარადგენს.

 

 

ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა ხერხეულიძემ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, კომიტეტი ანგარიშს პარლამენტში სახალხო დამცველის მოსვლამდე გაეცნობა, ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილ ანგარიშის განხილვა მოხდება და ანგარიშთან დაკავშირებით უმრავლესობის შეფასებები და შენიშვნებიც სხდომაზე გახდება ცნობილი.

 

 

ხერხეულიძის განცხადებით, პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს.

 

 

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს ანგარიშთან დაკავშირებით, ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშზე რეაგირება უნდა მოხდეს და არა პირიქით პარლამენტმა მხოლოდ ცნობად მიიღოს იგი.

 

 

მისი თქმით, ადეკვატური რეაქცია უნდა იყოს თითეულ უკანონო ქმედებაზე და პროკურატურამ ყოველ ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

 

 

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში გასულ კვირას შევიდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...