planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri7-150x130.jpgიუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგაზალიცია გახდა შესაძლებელი. ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა. ვაშაძის განცხადებით, ქუთაისში საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სახელმწოფო მომსახურების ცენტრია. “დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ამ დრომდე მხოლოდ თბილისში ხდებოდა, ახლა კი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას აღნიშნული მომსახურების მიღება ქუთაისშიც შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქვე ხდება საზღვარგარეთ წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის სხვადასხვა ენაზე თარგმნაც”, – განაცხადა ვაშაძემ. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ახალი სერვისით მოქალაქე მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს. ამ დრომდე, მოქალაქეებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია წლების განმავლობაში თბილისში უწევდათ ჩასვლა. 6 აპრილიდან კი მოქალაქეები აღნიშნულ სერვისს ქუთაისში ადგილზე მიიღებენ. სამოქალაქო რეესტრი დოკუმენტების დამოწმების კუთხით, მოსახლეობას დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ცნობისთვის, ერთ გვერდამდე დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება მეათე დღეს 20 ლარი ეღირება, მეხუთე დღეს – 40 ლარი, მეორე დღეს – 70 ლარი, ხოლო იმავე დღეს 100 ლარი. უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას 2009 წლის 15 ივლისიდან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის პროცედურის დახვეწა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ წარდგენილი დოკუმენტების სანდოობის გაზრდას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts