planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitaia-paata-150x150.jpgუკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ნატო-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს პარტნიორი ქვეყნები საქართველოზე მხარდაჭერას უფრო გააძლიერებენ. ამის შესახებ ,,ექსპერნიუსს’’ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განუცხადა. მისი თქმით, მას იანუკოვიჩის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, რადგან უკრაინის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ უკრაინა ნატო-ზე უარს იტყოდა. ,,უკრაინაში პრეზიდენტი თავად ხალხმა აირჩია, შესაბამისად ალბათ ნატო-ზე უარიც მათი სურვილი იყო’’, – განაცხადა დავითაიამ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ნატო-ში შესვლისთვის მომზადების საკითხთა კომისია გააუქმა. იანკოვიჩმა შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა გასულ კვირას გამოსცა. მან, ასევე, გააუქმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნული ცენტრი, ხოლო ცენტრის თავმჯდომარე ვლადიმერ გორბულინი თანამდებობიდან გაათვისუფლა. ამასთან, ნატო-ში შესვლის მომზადების უწყებათაშორისი კომისია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნული ცენტრი პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან 2006 წელს შეიქმნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts