planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ionatamishvili-koki-150x150.jpgთბილისის მერიისა და საკრებულოს საშტატო რაოდენობის ზრდა 2009 წელთან შედარებით გამოწვეულია რამოდენიმე მიზეზით ერთ-ერთი ეს არის ის, რომ თბილისი მუნიციპალიტეტებად დაიყო, ასევე დაემატა ადამიანთა რაოდენობა და შესაბამისად მათი ხელფასებიც, რამაც გამოიწვია ზრდა. როგორც “ექსპრესნიუსს” თბილისის მერიის წარმომადგენლმა კოკი იონათამიშვილმა განუცხადა, მერიას დაემატა თბილისის არქიტექტურის სამსახური, ასევე თბილისი დაიყო მუნიციპალიტეტებად და სხვა მიზეზების გამო მოხდა ის, რომ მერიისა და საკრებულოს საშტატო რაოდენობა გაიზარდა. “ძირითადად დაემატა მუნიციპალიტეტები უკეთესი მენეჯმენტისთვის. ასევე მერიას დაემატა თბილისის არქიტექტურის სამსახური, რომელიც ადრე სხვა სტატუსით იყო. შესაბამისად დაემატა მათი რაოდენობაც. ხოლო რაც შეეხება ხარჯებს თბილისი მერიას არც ერთი ახალი პროექტი წინასაარჩევნოდ არ მოუფიქრებია”,- განაცხადა იონათამიშვილმა. “სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილის თბილისის მერიასა და საკრებულოს საშტატო რაოდენობის 410 კაცით გაზრდაში დებს ბრალს. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული `ქამრების შემოჭერის~ პოლირიკის პირობებში თბილისის მერია და თბილისის საკრებულო, იმის ნაცვლად, რომ სახელისუფლებო ხარჯებს ამცირებდნენ, წინა წელთან შედარებით 410 კაცით ზრდის საშტატო რაოდენობას. ხოლო საკუთარ სახელფასო ფონდს 2008 წელთან შედარებით 5,5 მილიონი ლარით ზრდის. ივანიშვილის შეფასებით, ეს პრიორიტეტების აღრევა და ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვითი პოლიტიკაა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts