planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitaia-21-150x150.jpgაფხაზეთის მონაკვეთზე – ენგურზე განლაგებული კაზაკების რაზმების ოჯახის წევრების გალში ჩასახლება მოხდება. ამის შესახებ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა. დავითაიას განცხადებით, კაზაკთა რაზმები – ე.წ. სტანიცების ჯგუფი ჩეჩნეთის ომის დროს შეიქმნა და ისინი ჩეჩნეთში სპეცოპერაციებს ატარებდნენ. მისი თქმით, კაზაკთა აღნიშნული რაზმები რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია. დეპუტატი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული ფაქტი დაამატოს იმ მიმართვას, სადაც რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორცელებულ ქმედებებზეა საუბარი. ,,კაზაკთა ამ ჯგუფების საქმიანობასთან ერთად სოხუმში მათი ოჯახის წევრების ჩასახელაბაც მოხდება, როგორც ადგილი ჰქონდა ჩეჩნეთში’’, – განაცხადა დავითაიამ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან “საზღვრების” ერთობლივად გაკონტროლების კანონებს მოაწერა ხელი. ფედერალური კანონების მიხედვით, ორივე დე ფაქტო რესპუბლიკა “სახელმწიფო საზღვრების” დაცვისას რუსეთის უფლება-მოსილებებს აღიარებს, აფხაზეთი კი, ასევე, აღიარებს რუსეთის უფლებას, გააკონტროლოს “აფხაზეთის საზღვაო აკვატორია”. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts