vitaminC Posted August 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2009 შუშანა said: რელიგიაზე არასდროს არ ვღადაო და ცემი თხოვნა იქნება ვისაც ღადავი უნდა შევიდეს სხვა განყოფილებაშ.მე ვღადაობ რელიგიაზე????პლანეტა რომ გვეჯახება,იმაზე დავწერე. და მეორედ მოსვლა არ იქნება, ეს თუ მართლა მოხდამეთქი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 vitaminC said: მე ვღადაობ რელიგიაზე????პლანეტა რომ გვეჯახება,იმაზე დავწერე. და მეორედ მოსვლა არ იქნება, ეს თუ მართლა მოხდამეთქი?ეგ მეცნიერებამა დაასკვნეს? პლანეტა არა მგონია რო დაგვეჯახოს,მაგრამ ეგ მეორედ მოსვლა არ იქნება ეგრე მომეჩვენა რატომღაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 წაიკითხეთ იოანეს გამოცხადება და წმინდა მამათა სწავლებები. ყველა ადამიანს აქვს თავის სულიერი მსია და უნდა იბრძოდეს მის განსახორციელებლად. ღვთის გადაწყვეტილებას ვერავინ აღუდგება წინ და რა როდის მხდება დროს ამაოდ კარგვაა აქ ამ,აზე სჯა ბაასი.............. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Led_Zeppelin Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყვანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 Gegius said: წაიკითხეთ იოანეს გამოცხადება და წმინდა მამათა სწავლებები. ყველა ადამიანს აქვს თავის სულიერი მსია და უნდა იბრძოდეს მის განსახორციელებლად. ღვთის გადაწყვეტილებას ვერავინ აღუდგება წინ და რა როდის მხდება დროს ამაოდ კარგვაა აქ ამ,აზე სჯა ბაასი.............. Gegius აგერ მოგვიწოდებ რომ წავიკითხოთ ბიბლიის წიგნი "გამოცხადება". კი ვისაც აინტერესებს კი კითხულობს, მაგრამ, მე დღემდე ვერავინ მიმითითა "წმინდა მამათა" ახსნა-განმარტება ბიბლიის ამ წიგნისა. თუ შენ იცი, მითხარი. მაინტერესებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted August 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2010 მოგეხსენებათ რომ დედამიწაზე უკვე იმდენი ხალხი ცხოვრობს ცოტახანში აღარ დავეტევითო მომრავლდა სტიქიური უბედურობები, გლობალური დათბობაა დნება ყინულები და წყალდიდობებია მოსალოდნელი, მერე მეწყერები, ქარიშხლები და ა.შ... გლობალურ დათბობას შესაძლოა სხვადასხვა დაავადებები მოყვეს, აირ დაირია ყველაფერი მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა ზოგან ომის დაწყების საშიშროებაც არის, ეს ყველაფერი გარდაუვალი იქნება,რაღაც მაინც მოხდება არასასიამოვნო,რაც შეეხება კომეტების და პლანეტების დაჯახებას მსგავსი რამ არ მგონია დაგვეჯახოს არც ის მგონია რომ ციდან ანგელოზები და ღმერთი ჩამოვა, ცოდვილებს დაწვავს მარადიულ ცეცხლში და ვინც გადარჩება სამუდამო მაკვიდრებელში იქნება(?) რელიგია სიყვარულს და სიმშვიდეს ქადაგებს, და რატომ გაწირავს ღმერთი ხალხს სამუდამო სატანჯველისთვის? არ გამოვირჩევი დიდი მორწმუნეობით (მორწმუნეობაში ვგულისხმობ ყოველთვის ეკლესიაში სიარულს ლოცვებზე, მარხვა, კაბით და თავსაბურავით სიარული, ყოველსაათში ლოცვა) ელემენტარული რწმენა მაქვს,ვიცი რომ რაღაც ძალა არსებობს რის საფიძველზეც ჩვენ ვარსებობთ და ამ ძალას ღმერთს დავარქმევ. ძალიან გამიგრძელდა თემა ამიტო წავედი ეხლა მე, არ მედაოთ მაგრად არ მიყვარს კამათი მე ჩემი აზრი მაქვს თქვენ თქვენი, არ გახვევთ ჩემს აზრებს, არც მე მოვიხვევ თქვენ აზრებს ვიყოთ ესე წყნარად და მშვიდად ნახვამდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
TEMART51 Posted August 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 28, 2010 (edited) მოგესალმებით,მინდა მოგაწოდოთ იოანეს გამოცხადების ჩემეული განმარტება. რუსეთის დაშლა გარდაუვალია.1981 წლიდან განვარტავ იოანეს გამოცხადებას.წითელი დრაკონი რომელზეც ამ თავებშია საუბარი ხომ საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია.1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს,ახლობლებს და ეკლესიებს,რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე ხელმძღვანელზე.1991 წელს სწორედ მეშვიდე თავზე მოხდა მოსახდენი.რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია.გთხოვთ კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ ქვემოთ მოტანილ ადგილებს სახარებიდან და ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებგამოფხიზლდით და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე.იოანეს გამოც. 12თავიდან 20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური საბჭოთა რუსეთის დაარსებასა და მის დანგ–რევასა და ათასი წლით ჩაკეტვაზეა ნაწინასწარმეტყველები:გამოც.იოანესი 12,3-ეს ათეისტური საბჭოტა კავშირის სულიერი სახეა.გამოც.იოანესი 12,9-12 -ეს პირველი ათეისტური ღვთისმგმობელი სულის მქონე სახელმწიფოს დაარსებაა დედამიწაზე.გამოც.იოანესი 12,17 -ბოლშევიკების სამოქალაქო ომები თეთრგვარდიელებთან.გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირი რესპუბლიკების ძალით შემოერთების შემდეგ.შვიდი თავი ლენინი,სტალინი,ხრუშჩოვი,ბრეჟნევი,ანდროპოვი,ჩერნენკო და გორბაჩოვია.ათი რქა ლიტვა,ლატვია,ესტონეთი,მოლდავეთი,ბელორუსია,უკრაინა,საქართველო,აზეირბაიჯანი,სასომხეთი და კაზახეთია...( ცნობილია რომ რუსეთის გარდა 14 რესპუბლიკა იყო, მგრამ ისეც ირკვავა ისტორიით რომ შუა აზიის ორ,სამი რესპუბლიკა ერთ სუბიექტად შევიდნენ საბჭოთა კავშირში და შემდეგ დაიყვნენ.)გამოც.იოანესი 13,3-4-ეს ლენინია,რომელიც შხამში ამოვლებული ტყვიით დაჭრეს და გადაუჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.გამოც.იოანესი 13,5-6-ეს ლენინის რადიკალურ ღვთისმგმობელობაზეა და იმ დროზეა რამდენიც იცოცხლა დაჭრის შემდეგ. გამოც.იოანესი 13,5 ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე. 42 თვეს.გამოც.იოანესი 13,7-8-ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.გამოც.იოანესი 13,11-13-ეს სტალინია.გამოც.იოანესი 13,11-15-ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს,გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის ხატებას.გამოც.იოანესი 13,16-ანუ ემოქმედათ ლენინის სადიდებლად ფიზიკური ან გონებრივი შრომით.გამოც.იოანესი 13,17-ეს რიცხვი დარწმუნებული ვარ ლენინია,მაგრამ ჯერ ვერ ამოვხსენი. გამოც.იოანესი 17,11–გორბაჩოვია,რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.გამოც.იოანესი 14,8–11–კომუნისტური და შემდგომი რუსეთის დასასრული. Edited August 28, 2010 by TEMART51 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
TEMART51 Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 ამას თუ დაუმატებთ ძველი აღქმის წინასწარმეტყველებას, რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალებაო - ესაია 14,20 ( ლენინი ისევ მავზოლეუმშია ), მივიღებთ სრულიად დასაბუთებულ ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის , ასევე მთელი კაცობრიობისათვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2010 TEMART51 შენი ინტერპრეტაციის თანახმად, ვინაა გამოცხადების 17-ტე თავში მოხსენიებული "მხეცი" ვინ არის, ან რა არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.