planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში ჩატარდა პრესტიჟული ტურნირი ფეხბურთში, სახელწოდებით Future Cup. ეს იყო 17 წლამდე გუნდების ტურნირი, სადაც 8 გუნდი მონაწილეობდა. რაც მთავარია ამ ტურნირში მონაწილეობას ”მილანის” ახალგაზრდული გუნდიც იღებდა. კიდევ იყვნენ ტურნირის მასპინძელი ”აიაქსი”, ”ბარსელონა”, სადაც ქართველი გიორგი ჭანტურია გამოდის. ასევე არიან ”ბაიერნი”, ”ლივერპული”, ”ანდერლეხტი”, ”დალასი” და ჩინეთის 17 წლამდელთა ნაკრები. 8 გუნდიდან 4 შემდეგ ეტაპზე ანუ ნახევარფინალში გავიდა. აქ მოხვდა ”მილანიც”. მაგრამ ნახევარფინალში ”აიაქსთან” დამარცხდა 3-0. ამავე ეტაპზე დამარცხდა ”ბაიერნიც”, ამიტომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს მესამე ადგილის ბრძოლაში შეხვდა. სამწუხაროდ აქაც დავმარცხდით 2-0. ტურნირის გამარჯვებული კი მასპინძლები გახდნენ. ”აიაქსმა” ფინალში 1-0 სძლია ჩინეთს. რაც შეეხება ქართველ ჭანტურიას, ”ბარსელონამ” სრული კრახი განიცადა ამ ტურნირზე ჯგუფში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს, შესაბამისად ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგეს. სტატიის ავტორი: losa acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts