Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჯუნგლებში დაბადებულ ადამიანთან მიმართებაში დავეთანხმე მხოლოდ,

და სხვაგან დაბადებულ ადამიანზე რას იტყვი? ვისაც სახლში გადაუშლელი ბიბლია აქვს ის აუცილებლად ჯოჯოხეთში წავა თუ ისიც ჩადენილი საქმეების მიხედვით გასამართლდება?

 

მისიონერობა რა შუაშია, უბრალოდ მინდა გზას აცდენილი ადამიანები ისევ სწორ გზაზე დადგნენ

ყველა მორწმუნეს ეგ უნდა და როგორ არ გაგაიგივო? :)

 

ვორნის ღირსი ხარ ეხლა!

ვიცი :) მაგრამ უბრალოდ ვერ გავატარებდი იმას რო თურმე მორწმუნე და ათეისტ ადამიანს შორის შუღლის ჩამოგდება კეთილი საქმე ყოფილა.

მორწმუნეების უმეტესობას მღვდლების წყალობით ათეისთი და სატანისტი ვერ გაურჩევიათ იმიტო რო "რწმენაში გასამყარებლად" მღვდლები კადრულობენ უდიდეს ტყუილებს არამართლმადიდებლებს არც სინდისი აქვთ,არც მორალი არც სიყვარული შეუძლიათო და კიდევ ათას საშინელებას. და თუ ეს კეთილი საქმეა....

და რაც მთავარია ის დაბოლილი მორწმუნეები ორმაგ სისრუეში შეყავთ თუ ყველანი ღვთის ხატად ვართ შექმნილი და ყველა მისი შვილები ვართ როგორ შეიძლება ამხელა განსხვავება იყოს ჩვენს შორის, მაგრამ ამდენი ფიქრი რო შეეძლოთ მორწმუნეებს მღვდლები ჯიპებით კი ვეღარ ივლიდნენ

 

გავს მარა არც აქ არაა არანაირი ირონია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და სხვაგან დაბადებულ ადამიანზე რას იტყვი? ვისაც სახლში გადაუშლელი ბიბლია აქვს ის აუცილებლად ჯოჯოხეთში წავა თუ ისიც ჩადენილი საქმეების მიხედვით გასამართლდება?

 

ეგ რომ ვიცოდე გეტყოდი დამიჯერე

 

 

 

ყველა მორწმუნე, ყველა მღვდელი, კარგი რაა, რა ხალხში ტრიალებ ერთი მაინტერესებს ყველა რომ ერთნაირია

 

 

ვიცი მაგრამ უბრალოდ ვერ გავატარებდი იმას რო თურმე მორწმუნე და ათეისტ ადამიანს შორის შუღლის ჩამოგდება კეთილი საქმე ყოფილა. მორწმუნეების უმეტესობას მღვდლების წყალობით ათეისთი და სატანისტი ვერ გაურჩევიათ იმიტო რო "რწმენაში გასამყარებლად" მღვდლები კადრულობენ უდიდეს ტყუილებს არამართლმადიდებლებს არც სინდისი აქვთ,არც მორალი არც სიყვარული შეუძლიათო და კიდევ ათას საშინელებას. და თუ ეს კეთილი საქმეა.... და რაც მთავარია ის დაბოლილი მორწმუნეები ორმაგ სისრუეში შეყავთ თუ ყველანი ღვთის ხატად ვართ შექმნილი და ყველა მისი შვილები ვართ როგორ შეიძლება ამხელა განსხვავება იყოს ჩვენს შორის, მაგრამ ამდენი ფიქრი რო შეეძლოთ მორწმუნეებს მღვდლები ჯიპებით კი ვეღარ ივლიდნენ

 

რამდენიმე (თუნდაც ბევრი) მღვდლის გამო ყველას ერთ ქვაბში ნუ ყრი, არ არის სწორი. თანაც შენ თუ ჩასაფრებული ათეისტი არ ხარ ისეთი მღვდლისგან აიღე მაგალითი ვისი საქციელიც მართლა მისაბაძია. ღმერთის ხატად ვართ შექმნილები სწორედაც და განსხვავებულებიც იმიტომ ვართ, რომ გონება მოგვცა უფალმა, რომელსაც ვისაც როგორც უნდა ისე იყენებს. კიდევ ერთი შეურაცხყოფა მორწმუნე ადამიანების და ვორნს მიიღებ ჩემგან. მორწმუნე ვარ და შემედარე ნებისმიერი საკითხის ცოდნაში და აზროვნებაში!

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

 

 

ვინ გაიგეთ

 

მე გავიგე.

 

 

და საიდან? (მადლის განმარტება რომ არ ვიცი)

 

თქვენივე პოსტიდან სადაც წერთ რომ არ იცით სიტყვა მადლის მნიშვნელობა და ვარაუდობთ რომ "აი ამას უნდა ნიშნავდესო............"

 

 

რელიგიური გაერთიანებიდან რაიმე მიზეზით გამოყოფილი ჯგუფია სექტა

 

ნუ ეხლა იმასაც მივხვდი, რომ სიტყვა მადლის დეფინიციასთან ერთად, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც ნავარაუდებ მღვლისქადაგებაყურმოკრულ დონეზე იცით.

 

 

თქვენ ალბათ ტრელჩის მოსაზრების მომხრე იქნებით

 

არ ვიცნობ მე მაგ მოსაზრებას.

 

 

რამ გაგაცინათ ასე გულიანად?

 

ჯანმრთელობის სურვილმა და კიდევ იმან რომ როდესაც წერთ ამას:

 

 

აი თუ ნიცშეს და ჰოკინგის მკითხველი ათეისტია, უკვე სერიოზულ პოლემიკას მივმართავ

 

თვალწინ ეგრევე ერთი ძალიან განათლებული იუზერი ნიკით ინტერნეტ კონტრაბანდა მიდგება და წარმოვიდგენ როგორ შედიხართ თქვენ სიტყვა მადლისა და სექტის არ მცოდნე "სერიოზულ პოლემიკაში" ფრიდრიხ ნიცშესა და ჰოკინგის მკითხველ ინეტ-კონტრაბანდასთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენივე პოსტიდან სადაც წერთ რომ არ იცით სიტყვა მადლის მნიშვნელობა და ვარაუდობთ რომ "აი ამას უნდა ნიშნავდესო............"

 

მე ვთქვი კლასიკური განმარტება არ ვიცი მეთქი. და თქვენ იცით?

 

 

ნუ ეხლა იმასაც მივხვდი, რომ სიტყვა მადლის დეფინიციასთან ერთად, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც ნავარაუდებ მღვლისქადაგებაყურმოკრულ დონეზე იცით.

 

თქვენს სასარგებლოდ ნუ ანაკუწებთ ჩემს ციტატებს. მარტო ეგ დავწერე????

 

 

არ ვიცნობ მე მაგ მოსაზრებას.

 

სექტა არის ორგანიზაცია, რომალიც დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს უარყოფს და კონფლიქტშია მათ ტრადიციებთან სექტების წარმოქმნის მიზეზი არის ეკლესიის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი,რომელიც უკმაყოფილოა ტრადიციული რიტუალებით, სწორედ ამიტომ სცილდება მას და ქმნის ახალ რელიგიას.ასეთი ჯგუფები უპირისპირდებიან ისეთ საზოგადოებას, სადაც ეკლესიაა გაბატონებული.

 

ჯანმრთელობის სურვილმა და კიდევ იმან რომ როდესაც წერთ ამას:

 

რაღაც არამგონია

 

 

თვალწინ ეგრევე ერთი ძალიან განათლებული იუზერი ნიკით ინტერნეტ კონტრაბანდა მიდგება და წარმოვიდგენ როგორ შედიხართ თქვენ სიტყვა მადლისა და სექტის არ მცოდნე "სერიოზულ პოლემიკაში" ფრიდრიხ ნიცშესა და ჰოკინგის მკითხველ ინეტ-კონტრაბანდასთან.

 

ჯერ ერთი მხოლოდ ინტერნეტ სივრცე არ მიგულისხმია და მეორეც ძალიან მარტივია იმის გაგება მართლა ზროვნებს ადამიანი, თუ გუგლის, ან ვიკიპედიას ფრაზებით მეტყველებს. როგორ გიყვართ ადამიანის დამცირება, მაოცებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა მორწმუნე,

ეს მარტო იმიტო დავწერე რო მართლა ყველა მორწმუნე ცდილობთ სხვის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას :) თორე დანარჩენად სიტყვა "ყველა " რ მომწონს და ძალიან იშვიათად ვხმარობ

 

კიდევ ერთი შეურაცხყოფა მორწმუნე ადამიანების

იქ ზედმეტი მომივიდა სუყველა მორწმუნე რო დავწერე, მაგრამ ამასაც აქვს თავის მიზეზი შენ მართლა იმათგან განსხვავებული მეგონე ვინც უნამუსოდ იტყუება მარა შენც იმ თყუილის გამართლება დაიწყე და ამიტო შეგახვიე იმათთან. აწი აღარ დავწერ ყველათქო მარა არც იმას დავმალავ ვინც რისი ღირსია.. ესეთ ტყუილს ვინც იკადრებს და შემდეგ ახსნას და გამართლებას დაუწყებს ნაგავზე მეტია და რა ვქნა ტაში დავუკრა?

 

მორწმუნე ვარ და შემედარე ნებისმიერი საკითხის ცოდნაში და აზროვნებაში!

მაში ამიხსენი რატო არ უნდა ხდებოდეს ჩემი განკითხვა ჩემი ჩადენილი საქმეების მიხედვით ისევე როგორც ჯუნგლის? ჩემი ერთადერთი ცოდვა, რომლის გამოც ჯოჯოხეთში მიშვებდა ის იუზერი რომელსაც შენ დაეთანხმე იყო რო მე სახლში ბიბლია მაქვს და არ ვკითხულობ. ლოგიკური ან ნორმალურია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქ ზედმეტი მომივიდა სუყველა მორწმუნე რო დავწერე, მაგრამ ამასაც აქვს თავის მიზეზი შენ მართლა იმათგან განსხვავებული მეგონე ვინც უნამუსოდ იტყუება მარა შენც იმ თყუილის გამართლება დაიწყე და ამიტო შეგახვიე იმათთან. აწი აღარ დავწერ ყველათქო მარა არც იმას დავმალავ ვინც რისი ღირსია.. ესეთ ტყუილს ვინც იკადრებს და შემდეგ ახსნას და გამართლებას დაუწყებს ნაგავზე მეტია და რა ვქნა ტაში დავუკრა?

 

ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩემი ციტატებიდან მხოლოდ იმა კითხულობ რისი წაკითხვაც გაწყობს. წესიერად წაიკითხე როგორ და რატომ გავამართლე და მერე მიმაწერე ყველას!!!

 

 

მაში ამიხსენი რატო არ უნდა ხდებოდეს ჩემი განკითხვა ჩემი ჩადენილი საქმეების მიხედვით ისევე როგორც ჯუნგლის? ჩემი ერთადერთი ცოდვა, რომლის გამოც ჯოჯოხეთში მიშვებდა ის იუზერი რომელსაც შენ დაეთანხმე იყო რო მე სახლში ბიბლია მაქვს და არ ვკითხულობ. ლოგიკური ან ნორმალურია?

 

მე შენი და შენისთანების ჯოჯოხეთში გასვებას კიარ დავეთანხმე, არამედ იმას, რომ ადამიანს სახლში რომ ბიბლია გაქვს და აზროვნებ, ვიღაც უზნეო მღვდლების გამო არ უნდა გახდე ათეისტი. ჯოჯოხეთთან დაკავშირებით ჩემი თეორიები და აზრები მაქვს, მაგრამ ვინ რატომ? როგორ? რისთვის უნდა მოხვდეს ეგ ჩემი "დადგენილი" არაა და საიდან უნდა ვიცოდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩემი ციტატებიდან მხოლოდ იმა კითხულობ რისი წაკითხვაც გაწყობს.

არაფერიც :) მთლიანად ვკითხულობ და აზრიც გამომაქვს მარა აქცენტს ვაკეთებ იმ საკითხებზე რომელსაც მნიშვნელოვნად ვთვლი :) მგონი დანაშაული არაა

წესიერად წაიკითხე როგორ და რატომ გავამართლე და მერე მიმაწერე ყველას!!!

ხო გაამართლე? ხოდა რატომ და როგორ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის

მქონია ურტიერთობა ადამიანებთან რომლებიც ნორმალურად მიყურებდნენ მარა მას შემდეგ რაც გაიგეს რო ათეისთი ვიყავი ჩემდამი შიში და ზიზღი დაუფლებიათ და ურთიერთობა გაუწყვეტიათ :) მხოლოდ იმიტომ რო თავის დროზე ვიღაცამ მოატყუა ათეისტს არანაირი ადამიანობა არ გააჩნიაო... ხოდა ამის მერე რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნო ჩემთვის მაინც მიუღებელი იქნება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერიც მთლიანად ვკითხულობ და აზრიც გამომაქვს მარა აქცენტს ვაკეთებ იმ საკითხებზე რომელსაც მნიშვნელოვნად ვთვლი მგონი დანაშაული არაა

 

კონტექსტიდან ამოგლეჯა ფრაზების ყურადღების გამახვილება ნორმალურია???

 

 

ხო გაამართლე? ხოდა რატომ და როგორ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის

 

ზე-სუბიქტური ხართ! იმიტომ ხართ ათეისტი, რომ არ აძლევთ სხვებს საშუალებას დაგიმტკიცონ რომ ცდებით. რას ქვია მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რატომ გავამართლე? მთავარი კრიტერიუმი რაიმეზე მსჯელობის სწორედ მიზანი და მოტივია და თქვენ ამას უგულებელყოფთ?

 

 

მქონია ურტიერთობა ადამიანებთან რომლებიც ნორმალურად მიყურებდნენ მარა მას შემდეგ რაც გაიგეს რო ათეისთი ვიყავი ჩემდამი შიში და ზიზღი დაუფლებიათ და ურთიერთობა გაუწყვეტიათ მხოლოდ იმიტომ რო თავის დროზე ვიღაცამ მოატყუა ათეისტს არანაირი ადამიანობა არ გააჩნიაო... ხოდა ამის მერე რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნო ჩემთვის მაინც მიუღებელი იქნება...

 

რა თქმა უნდა მაგას არ გავამართლებ არასდროს! ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, სწორედ იმიტომ რომ არ მივაგდე, დღესდღეობით მორწმუნეა, თუმცა მღვდლებზე წარმოდგენა მაინც ვერ შეიცვალა და მოძღვარი დღესაც არ ჰყავს. თუმცა უნდა ვთქვა ისიც, რომ არასდროს ყოფილა აგრესიული მართლმადიდებლობის მიმართ, როგორიც დღევანდელი ათეისტების თითქმის სრული უმრავლესობაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონტექსტიდან ამოგლეჯა ფრაზების ყურადღების გამახვილება ნორმალურია???

სად რა ამოვგლიჯე? უბრალოდ მიკლე ციტატებს იმიტო ვაკეთებ რო უფრო გასაგები იყოს კონკრეტულად რაზე ვცემ პასუხს :)

 

რას ქვია მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რატომ გავამართლე? მთავარი კრიტერიუმი რაიმეზე მსჯელობის სწორედ მიზანი და მოტივია და თქვენ ამას უგულებელყოფთ?

ეგ სასამართლოზე როცა უკვვე დანაშაული დამტკიცებულია და მსჯელობა მიდის თუ რამდენი უნდა შეუფარდონ სასჯელი :)

"არა სთქვა-რა!..

არც მე გკითხავ:

არის ზოგი შეცოდება,

რომ სათქმელად საძნელოა...

არც შენდობა უხერხდება!" არის რაღაცები რასაც უბრალოდ ვერ გაამართლებ და ეგ ტყუილი რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ჩადენილი მაინც არ მართლდება ;)

 

თუმცა უნდა ვთქვა ისიც, რომ არასდროს ყოფილა აგრესიული მართლმადიდებლობის მიმართ, როგორიც დღევანდელი ათეისტების თითქმის სრული უმრავლესობაა

შენი აზრით მე აგრესიული ვარ ხო? აბა ტყუილების ქადაგებას ლმობიერად როგორ უნდა შევხედო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ სასამართლოზე როცა უკვვე დანაშაული დამტკიცებულია და მსჯელობა მიდის თუ რამდენი უნდა შეუფარდონ სასჯელი

 

სასამართლოზე არანაირი მსჯელობა არ მიდის რამდენი უნდა სშეუფარდონ, არსებობს კონკრეტული მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულისთვის კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს. ეს ისე, ცნობისთვის

 

 

"არა სთქვა-რა!.. არც მე გკითხავ: არის ზოგი შეცოდება, რომ სათქმელად საძნელოა... არც შენდობა უხერხდება!" არის რაღაცები რასაც უბრალოდ ვერ გაამართლებ და ეგ ტყუილი რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ჩადენილი მაინც არ მართლდება

 

მგონი გამზრდელიდან არის ეგ სტრიქონები, თუ არა? :read: გეტანხმები არის რაღაცები, რასაც ვერანაირად გაამართლებ, თუმცა მე ვფიქრობ ეხლა ამასთან არ გვაქვს საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასამართლოზე არანაირი მსჯელობა არ მიდის რამდენი უნდა სშეუფარდონ, არსებობს კონკრეტული მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულისთვის კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს.

შემამსუბუქებელ დამამძიმებელ გარემოებებს და მოტივებს ხო ექცევა ყურადღება ;) მე როგორც ვიცი თითოეულ მუხლში განსაზღვრულია სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა ხოლო თითოეული კონკრეტული საქმის მიხედვით წყდება ვის რამდენი უნდა შეეფარდოს

თუმცა რახან იურისტი ხარ არ შეგედავები :) ისე იურიდიულზე სწავლობ ალბათ თორე 20 წლის იურისტი რაფერ ხარ?? :D

 

მგონი გამზრდელიდან არის ეგ სტრიქონები, თუ არა?

გახლავს :)

 

გეტანხმები არის რაღაცები, რასაც ვერანაირად გაამართლებ, თუმცა მე ვფიქრობ ეხლა ამასთან არ გვაქვს საქმე

ნუ, მაშინ კამათს აზრი არ აქვს ;) შენ უბრალოდ არ გინდა აღიარო რო ეს "ცოდვაა" "ღმერთის" და კაცის წინაშე და არა უბრალო კეთილი ტყუილი:) რას ვიზამთ... ვერ გაიძულებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემამსუბუქებელ დამამძიმებელ გარემოებებს და მოტივებს ხო ექცევა ყურადღება მე როგორც ვიცი თითოეულ მუხლში განსაზღვრულია სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა ხოლო თითოეული კონკრეტული საქმის მიხედვით წყდება ვის რამდენი უნდა შეეფარდოს თუმცა რახან იურისტი ხარ არ შეგედავები ისე იურიდიულზე სწავლობ ალბათ თორე 20 წლის იურისტი რაფერ ხარ??

 

კიი ეგრეა, მაგრამ ისიც გათვალისწინებულია როდის უნდ დაინიშნოს მინიმალური და როდის მაქსიმალური :) ხოო ვსწავლობ, ჯერ არ ვარ იურისტი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

 

შენ კიდე ვერ შეცვალე ავატარი? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაში რას ვგულისხმობ?

ამაში -

ათეისთებთან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. თუ ვატყობ, რომ ათეიზმი ნიღაბია და ამით მანიპულირებს
ვის რათ უნდა ათეისტის ნიღაბი, ან რას უნდა მანიპულირებდეს, რაში ჭირდება..? ვერ გავიგე, უბრალოდ.. Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტყუილზე როა დაფუძნებული და მორწმუნეებს რაღაც ილუზიებს უქმნიან ეგ კი... მარა მე კამიკვირდა რო ერთი რიგიი მორწმუნეც კადრულობს 100%ტყუილს და ამას ამართლებს კიდევაც კეთილი საქმეაო..... მე ვფიქრობდი მარტო რელიგიის მამები იტყუებიანთქო და დანარჩენი მოტყუებული ბრბო რაღაცნაირად მეცოდებოდა კიდევაც..... თუმცა სუყველა ერთი ნაგავი ყოფილან!

დანარჩენი ბრბო თავს იტყუილებს... რეალობისგან გაქცევით თავს იმშვიდებენ... ერთგვარ ზღაპრულ სამყარის იმნიან და ამით თავიანთ თავს, ერთგვარ ჰიპნოზს უკეთებენ... ეს უმეტესობა ადამიანის ფსიქოლოგიაა.. თან რელიგია დიდი ხანია რაც არსებობს... და ადამიანი უბრალოდ ფიქრობს, რომ მისგან ალტერნატიული ხედვა, უბრალოდ არ შეიძლება... ასე არის და მორჩა..! ამავე დროს რელიგია ტვინის მოსვენების და არდატვირთვის გარანტია... რატომ უნდა იჭყლიტო შენ ტვინი, როცა აგერ უკვე დიდი ხნის წინ ვიღაცამ "გაიჭყლიტა" ის და მისი "გაჭ####ტის" შედეგიც დაგიწერა და "პირში ჩაგიდო"... მორჩა შეგიძლია ფიქრით აღარ შეიწუხო თავი... არ ჯობია მშვიდად ტვინის ტკივილის გარეშე მიჰყვე დინებას და ასე იბრძოლო არსებობისათვის..?

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...