Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

mercia merlani

 

 

ეგ ყველაფერი სიცრუეა

 

ესეც?

 

მღვდელი იაკობი ამხელს

18/09/2008 — ლომისა

ინტერვიუ მამა იაკობთან (სამაკაშვილი)

 

 

კითხვა: ძვირფასო მამა იაკობ, გთხოვთ, დაასახელოთ ის საეკლესიო იურისდიქცია, სადაც ამჟამად იმყოფებით მღვდელმსახურად; ასევე, თუ შეიძლება, განუმარტეთ „დიდგორის“ მკითხველს, როდის განუდექით საქართველოს საპატრიარქოს და რა კანონიკური მიზეზით დატოვეთ მისი იურისდიქცია?

 

პასუხი: 2005 წლის ნოემბრიდან გადავედი საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში (მიტროპოლიტ ვიტალის იურისდიქცია). ამჟამად, შეძლებისდაგავარად, ვემსახურები ყველა იმ მორწმუნე მრევლს, განურჩევლად ეროვნებისა, რომლიც საჭიროებს კანონიერ მღვდელმსახურს. საქართველოს საპატრიარქოს არც განვდგომილვარ და არც ვაპირებ განდგომას ღვთის შეწევნით. მე განვუდექი საქართველოს საპატრიარქოს მმართველი მამათმავლების, ერეტიკოსების, მორწმუნე ხალხის სულიერი და ფიზიკური მკვლელების ბრიგადას და ამავე მიზეზით დავტოვე მათი ეკლესია.

 

<a href='http://didgori.wordpress.com/2008/09/18/მღვდელი-იაკობი-ამხელს/' target='_blank' rel='nofollow'>http://didgori.wordpress.com/2008/09/18/

 

აღნიშნულ ,,ფორუმელებს“ მიმართავს ,,დავით-23“: ,,გამარჯობა! ერთი კითხვა მაქვს, თუ არ გამინაწყენდებით: არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მეჩეთის კედელს ემთხვია და სულიწმინდა იგრძნო?“.

 

,,geoparizeli“: ,,როგორც ქრისტიანს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეჩეთის კედლებზე მთხვევისას ქრისტიანმა, შეიძლება, მადლი მიიღოს?“.

 

_ ,,ჯვაროსანი“: ,,ვერ გეტყვი! ეს თავად მას ჰკითხეთ, ვინც თქვა! იმედია, იცით, ვინც თქვა!; დიახ, დიპლომატიური განცხადება იყო და როგორც ჩანს, ასე ჩათვალა საჭიროდ. მე არ მესმის თქვენი პრეტენზია. განცხადების ავტორს მიმართეთ, თუ რამე გაწუხებთ!“.

 

_ ,,KAIROS“: ,,ვინც უცოდველია პირველმა მან ისროლოს ქვა… ჩვენ აქ განაჩენი კი არ გამოგვაქვს (ან რა უფლება გვაქვს) ვინ ვინაა, არამედ ვსაუბრობთ სხვა რელიგების კანონებზე და ტრადიციებზე, გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას“ (იქვე, ერთ-ერთი კომენტატორი მართებულად ეკითხება: «,,KAIROS“, კი, მაგრამ ჩემი აზრით, სუსტს შეიძლება რწმენა შეერყეს, დაეჭვდეს რამეში და რა ვიცი, ათასი რამე… რას იტყვი?!»).

 

ჩვენი პასუხი: ჩემთვის ქრისტეანე არ არის არამარტო ამის მთქმელი [მეჩეთის კედელს ვემთხვიე და სულიწმინდა ვიგრძენი], არამედ ყველა ის, ვინც ამ კითხვაზე სწორი პასუხისგან განგებ თავს იკავებს ან ,,დიპლომატიურ“ პასუხებს სცემს (ამ კითხვის ასეთი წყობით დასმა და მასზე ჩვენი პასუხიც აღიქმება ერთგვარ გამოძახილად წმ. ილარიონ ქართველის ,,ცხოვრებიდან“ ცნობილი ამბისა, რაც, უკვე, ერთ-ერთ ელ-გვერდზე გამოვაქვეყნეთ და რასაც ქვემოთაც იხილავთ…)…

 

რაოდენ სავალალოა, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებლის აღზრდილები ასე ,,რთულად“ მიუგებენ ამ უმარტივეს კითხვებს! ამ დროს, ერთმაც კარგად უწყის და მეორემაც, რომ ეს სიტყვები პატრიარქმა ილია მეორემ წარმოსთქვა სწორედ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას; თანაც, ორივეს კარგად მოეხსენება ამ სიტყვათა უარყოფითი შინაარსიც. მაგრამ ამან ისინი, სამწუხაროდ, არ შეაწუხა: პირველი კითხვას, უბრალოდ, თავს არიდებს და ჯერარგაგონილ უაზრობას ოდენ ,,დიპლომატიურ განცხადებად“ ნათლავს; ხოლო მეორეს სხვებზე, მათ შორის, ჩვენზე, ადვილად ,,გამოაქვს განაჩენი“ (უკვე, ,,ამის უფლება აქვს“!) და სწორად დასმულ უმნიშვნელოვანეს კითხვებს ,,გაოფებას“ უწოდებს. ჩვენ რომ მსგავსი მკრეხელობა წარმოგვეთქვა ან დაგვეწერა (ნუ იყოფინ!), მათი ჩვენდამი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ცხადია, ჩვენზე რასაც იტყოდნენ და დაწერდნენ და სწორადაც მოიქცეოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში (გასაგები, მაგრამ მიუღებელი და არასაპატიო მიზეზების გამო), საღვთო სიმართლის თქმის ,,რა უფლება აქვთ“?! იქნებ, რომელიმე მათგანმა გვაჩვენოს კანონი, რომელიც პატრიარქის მხილებას გვიკრძალავს, ხოლო მღვდლისას _ გვავალდებულებს?! ან, ბოლოს და ბოლოს, სად წერია, რომ პატრიარქის მხილება არ შეიძლება? ამასთან კავშირში, საქ. საპატრიარქოს ერთ-ერთ ღვთისმსახურთან რამდენიმე წლის წინანდელი საუბრიდან გაგვახსენდა:

 

_ სასულიერო პირმა რომ სპორტი დალოცოს, შეიძლება-მეთქი?

 

_ რას ამბობ! არა.

 

_ ვინც, მაგალითად, ფეხბურთს ლოცავს, მასზე რას იტყვით?

 

_,,უგნურია!“ (სწორედ, ასე წარმოსთქვა).

 

_ იცით, რომ პატრიარქმა ჰქნა ეს?

 

_ რას ამბობ, მაგას როგორ იტყოდა; ფეხბურთს კი არა, ფეხბურთელებს დალოცავდა!

 

მაშინ, გადმოვუღე გაზეთი ,,ქართული ფეხბურთი“ (#1, 27.04.1990): ,,დინამოს“ სტადიონზე ერთ-ერთი ,,მატჩისას“ მისული კათალიკოსი მიკროფონით მიმართავს მრავალრიცხოვან მაყურებელს და ამის ამსახველი სურათის ქვეშაა ფოტო-ასლი მისივე ხელით დაწერილი სიტყვებისა: ,,ღმერთმა დალოცოს ქართული ეროვნული ფეხბურთი. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ (იქვე: ,,საქ. ეროვნულ ჩემპიონატს მხარში ამოუდგნენ და საქ. ფეხბურთის ფედერაციის სახელზე გადარიცხეს: საქ. საპატრიარქომ _ 100 000 მანეთი; #3 საგზაო-სამშენებლო სამმართველომ _ 10 000 მან.; კოოპერატივმა ,,ინტურისტ-ნაკადულმა“ _ 5 000 მან.; თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ს/ს ტრესტმა ,,თბილრემმშენმა“ _ 5 000 მან. საქ. ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მათ“). როგორ გგონიათ, ამის საკუთარი თვალით ნახვისა და წაკითხვის შემდეგ, ან დაფიქრდა, ან შეწუხდა, ან სინდისმა შეაწუხა? სულ რამდენიმე წამის წინ (ჯერ რომ ვერ წარმოედგინა, მისი სათაყვანო პატრიარქი თუ იტყოდა ამას) არ ჰქონდა წამოცდენილი, ,,უგნურია“ ასეთი რამის მთქმელიო?! გამოსავალი იმაში ჰპოვა, რომ აქეთ ,,მომდგა“, _ ჩვენი პატრიარქის, დედა-ეკლესიის და საქართველოს მტეროო…

 

საქ. საპატრიარქოს მეორე ღვთისმსახურმა საუბარში, უცებ, განგვიცხადა:

 

_ სინოდი რასაც იტყვის, საბოლოოა!..

 

_ არ შეიძლება, რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის სინოდი რაიმეში შეცდეს (ვეკითხებით)?

 

_ (!..)

 

_ მაგ., როცა ილია II, საქ. სინოდის წევრებთან ერთად, პაპისტებსა და სხვა ერეტიკოსებს აზიარებდა, სინოდიც რომ დუმილით ეთანხმებოდა?!

 

_ რას ამბობთ, ეს დაუჯერებელია, როგორ აზიარებდა მწვალებლებს; ,,ეს, იცით, რამხელა ცოდვაა?..“.

 

_ ეს სხვა საკითხია; იქნებ, მოინანია, კიდეც _ ვურბილებთ მიდგომას.

 

_ როგორ, მოინანია! ასეთი ცოდვის მონანიება, იცით, რა ძნელი და მძიმეა? თან, სად ჩანს, რომ მოინანია და როდის?

 

_ ამაში, რა თქმა უნდა, გეთანხმებით! მაგრამ, იქნებ…

 

_ ეს ცილისწამებაა!..

 

_ (სხვა წყაროებთან ერთად, საბუთად ვუსახელებ ერთ-ერთს _ საქ. საპატრიარქოს ოფიციალურ ორგანოს _ ,,ჯვარი ვაზისა“, 1984წ., #2, გვ..17-18, სადაც აღწერილია, რომ პატრიარქმა საკუთარი ხელით აზიარა ერეტიკოსები…)

 

_ [არ მერწმუნება. მაშინვე, ტელეფონით უკავშირდება საქ. საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს, მონაზონს, რომელმაც იქვე, მისი კურთხევით, მოძებნა ეს გამოცემა, გადაშალა მითითებული გვერდი და დაიწყო კითხვა (ხმა ჩვენც გვესმის): ,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“.]

 

აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მონაზონს ამ ბოლო სიტყვების ჩაკითხვა-განმეორებაც კი გაუჭირდა (ან გვერდით მყოფთა შეეშინდა, ან _ საკუთარი თავისა…), გაჩერდა, წყრომანარევი კილოთი შებედა ჩვენს თანამოსაუბრე მღვდელ-მონაზონს _ რა მოგდით, მამაო, განა, არ იცით, ეს ამბავი ჩვენმა უწმიდესმა რომ, უკვე, მოინანია?!. _ და ამონარიდის კითხვა აღარ გაუგრძელებია: ,,…ხოლო დიდ შაბათს _ ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად… საქართველოში ვიზიტის დასასრულს ქართული ეკლესიის სტუმრები კვლავ შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების დაახლოების საქმეში სასიკეთო წვლილის შეტანისათვის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ვიუცბურგის ტაძრის წინამძღვარი ცელესტინ პატოკი დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. სტუმრებს საქართველოში მოგზაურობის დროს თან ახლდნენ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მარგველი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე), დიაკონი მიხეილ თარხნიშვილი და საპატრიარქოს თარჯიმანი დარეჯან ცხადაძე“.

 

საქ. საპატრიარქოს სხვა მღვდელ-მონაზონთან საუბრიდან:

 

_ არის თუ არა მკრეხელობა ამის და ამის თქმა (ვეკითხებით)?

 

_ დიახ (მპასუხობს ეჭვნარევად…).

 

_ არის თუ არა მკრეხელი ამის მთქმელი?

 

_ დიახ.

 

_ იცით, რომ ეს პატრიარქმა თქვა?

 

_ არ მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს ეკლესიაში; მე მხოლოდ ჩემი ცოდვები მაინტერესებს!..

 

მეოთხე ღვთისმსახურმა კი გაცნობისთანავე (მოულოდნელად, სახლში გვესტუმრა) მამათმავალი ,,მიტროპოლიტის“ დაცვა დაიწყო… ახალ თაობათაგან ბევრმა არ იცის, რომ როცა მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი პატრიარქად დაადგინეს, მან სასწრაფოდ ორი მღვდელმსახური აკურთხა ეპისკოპოსად (ორივე სოდომური ცოდვის მიმდევარი). ამათგან ერთ-ერთის დამცველად მოგვევლინა, სწორედ, ხსენებული მღვდელ-მონაზონი, ამ ლოგიკით:

_ იცით, რამხელა ცოდვა ჩაიდინეს იმათმა, ვინც ეს ამბავი ცხონებულ მიტროპოლიტს დააბრალეს?! ხალხი დააბრკოლეს (გვეუბნება).

_ (ვპასუხობთ) როგორც ჩანს, თქვენთვის ცნობილი არაა, რომ კი არ დააბრალეს, მასზე იმდენი საჩივარი და მამხილებელი მასალა შევიდა საპატრიარქოში, რომ თვით მისი მაკურთხეველი პატრიარქი, რომელიც მას და მისნაირებს ყოველთვის დაჟინებით იცავდა და აწინაურებდა (დღესაც ასეა), იძულებული გახადეს, იგი სამღვდელო პატივისგან განეკვეთა, სინოდის დასტურით (იგივე მოხდა იმ მეორე ეპისკოპოსის მიმართაც).

_ როგორ გეკადრებათ! დააბრალეს და იცით, რა ქნა? _ დაიბრალა, რომ ხალხი არ დაებრკოლებინა (!).

_ რას ამბობთ (გაოცებას ვერ ვმალავ)! როგორ, თუ დაიბრალა?! ეს რა გამოსავალია; ხალხს ამით უფრო არ დააბრკოლებდა?

_ დიახ, დაიბრალა (დაჟინებით იმეორებდა)!

_ თქვენ შეგიძლიათ, იგივე ან სხვა მძიმე ცოდვა თქვენი მრევლის წინაშე დაიბრალოთ?

_ (პასუხად, ჩვენი თხოვნისდა მიუხედავად, უდროობის მომიზეზებით, სასწრაფოდ წავიდა)

როგორც ჩანს, ჩვენს ძმას ერთმანეთში ერევა ორი სხვადასხვა შემთხვევის დედააზრი: 1. ,,პატერიკებში“ აღწერილი ამბავი, როცა ვინმე განდეგილ ბერს (არამღვდელს), რომელსაც გარშემო არც სამწყსო ჰყავს და არც საზოგადოება, სადღაც, უდაბნოში გამოსაცდელად ორ-სამ, სულიერებაში გამოცდილ, ადამიანს მიუვლენენ ცოდვათა დასაბრალებლად და ისიც ყველა ცოდვას იბრალებს მწვალებლობის გარდა. 2. წმ. დავით გარეჯელმა კი სიძვის ცოდვა არ დაიბრალა და იქით ამხილა ცილისმწამებლები. რატომ? _ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი, იმ ბერისგან განსხვავებით, ქალაქში (თბილისში) ცხოვრობდა და თავისი ქადაგებითა და წმინდა ცხოვრებით ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი ჰყავდა ქრისტეს სჯულზე მოქცეული. მძიმე ცოდვა რომ დაებრალებინა ანუ პირადი ღვაწლი გაეწია, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ცრუღვაწლი, ყალბი თავმდაბლობა, რადგან როგორც უფალი საყვედურობდა თავის ცრუმოციქულებს, თქვენი ცუდი საქციელის გამო ჩემი სახელი იგმობა წარმართებშიო.

აქვე, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ,,მღვდელმთავრებიდან“ ერთი ტაძრის საკურთხეველთან ახლოს, ეპიტაფიით _ მიტროპოლიტი; ხოლო მეორე მონასტრის ეზოში განისვენებს, წარწერით _ მთავარეპისკოპოსი. როგორ ფიქრობთ, ეს პატრიარქის ნებართვის გარეშე მოხდებოდა ან მან ეს არ იცის? მათი საფლავების ფოტო-სურათები პრესაშიც კი გამოქვეყნდა. ჯერარგაგონილი მკრეხელობაა, რომ ყოფილი სასულიერო პირი იმავე იერარქმა, ვინც ის ამ ღირსებისგან სამუდამოდ განაყენა (თან, თურმე, იმ მიზეზით, რომ მამათმავლობას ,,იბრალებდა“), ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალოს მისგანვე ჩამორთმეული და სიკვდილამდე აღუდგენელი წოდებით. სხვათა შორის, აგერ, ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ რომის პაპი, რომელსაც ბრალი სოდომელ კიურეთა მფარველობასა და მათი ცოდვა-დანაშაულის დაფარვაში ედება, ინგლისში ჩასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, აეროპორტშივე დააკავონ და პასუხისგებაში მისცენ…

 

აი ესეც სიცრუეა რასაც მეუფე სერაფიმე იძახის?

 

http://www.myvideo.ge/?video_id=1753843

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

 

 

მე არ უნდა ვამტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ. ვინც ბრალს მდებს იმან უნდა დაამტკიცოს ჩემი ბრალეულობა.

 

მტკიცებულება გსურს იურისტო? აჰა ინებე:

 

დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"

 

 

,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“

 

ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18.

 

როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ:

 

ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ";

 

"ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ";

 

"ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ"

 

შეკითხვა მოძღვარს:

 

მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ?

 

http://church.ge/index.php?showtopic=9485

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამიტომ გითხარი რომ ჯერ თქვენს წიაღში არსებულ სიბინძურეებს მოუარეთ და სხვა სექტების სიბინძურეებში მერე იქექიალეთ თქო, თორემ ბოდიში და პირადად მე სულ ცალ ფეხზე მკიდია, რომელი ეპისკოპოსი სად აძლევს ტრაკს და მწვალებელთა ზიარებითაა გართული თუ არა პატრიარქი და სექტების იდეოლოგიები კიდევ მეორე ფეხზე მკიდია, ესეც თუ გაინტერესებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus ცოტა კორექტული იყავით(მიუხედავად იმისა რომ მართალი ბრძანდებით) ახალგაზრდა გოგონასთან(ორი ათეული წელიც არაა ამ პლანეტაზე(დედამიწას ვგულისხმობ)) აწარმოებთ ეპისტორალულ ურთიერთობას(ეს დარიგებად ან შენიშვნად არ ჩამითვალოთ) ....თან ვერძია.....ისე გამიგია ქროული ამბობდა კარგი კაბალისტისათვის რისხვა უცხოაო(ეს გამახსენდა)...დეე გაშოროთ ბუნებამ კეთილი და ბოროტი იყავით თავისუფალი მხნე და მშვიდი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ შენი თქმით მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი და არქიმანდრიტი ცრუობს და ცილისმწამებლობს. რაც კი იმაზედ მეტყველებს რომ სუფთანი არ ხართ. მოკლედ რომ აგიხსნა ან მამათმავალთა მფარველი პატრიარქი გყავს ან კიდევ ცრუ და ცილისმწამებელი ეპისკოპოსები, ყველა შემთხვევაში თქვენი ე.წ "სისუფთავის" საკითხი ეჭ ქვეშ დგება.

 

ერთი წუთით თუ შეიძლება, რა განკითხვის დღე მოუწყვე მართლმადიდებლობას? არ ხარ მართლმადიდებელი, ანუ სხვა რამის გწამს ხო? მაშინ მიხედე შენს მრწამსს და სხვის მრწამსს და რელიგიას ნუ ლანძღავ.

 

რაც შეეხება იმ ვალინკებიან კაცს და იმას,თუ რა არის უარესი "ჩვენთვის", ანუ მართლმადიდებლებისთვის, მოგახსენებთ, რომ ამა თუ იმ მღვდლის მღვდელთმთავრის, ეპისკოპოსის თუ სხვა საეკლესიო მოხელის უზნეობა არანაირ კავშირში არაა მართლმადიდებლობასთან, რადგან ის კიარ მოუწოდებს მათ ამ საქციელისკენ, არამედ პირიქით. სამწუხაროდ ბევრი "ჯიპში გამოჭიმული დიდღიპიანი ოქროსჯაჭვებასხმული გოდორი" მინახავს ჩვენს ეკლესიებში, მაგრამ ბევრად მეტი მამა გაბრიელი, მამა თეოდორე, მამა იოანე და მისთანებიც მინახავს. როცა "გოდორს" ვუყურებ მეცოდება, როცა მამა გაბრიელს მადლით ვივსები. რაც არ უნდა "გოდორების" უზნეო საქციელით იმანიპულიროთ მამა გაბრიელის მადლს ვერ გადაფარავთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus დიდი მადლობა, ძალიან მესიამოვნა თქვენი ჟესტი :)

 

Asmodeus მოვლენებს თქვენს სასიკეთოდ ნუ აბრუნებთ, გადახედეთ პოსტებს და დაინახავთ, რომ სწორედ სხვის გაკიცხვას ვუპასუხე ნუკრიკოს ეკლესიის კონტროლზე. ძალიან ცუდი და ჩემთვის უსიამოვნო და მტკივნეული თემა აირჩიეთ სადებატოდ. ისე თითიდან გამოწოვილი კითხვა-პასუხებია და მაინტერესებს თუ ცნობილია თქვენთვის ძველი მთავრობის დამოკიდებულა და ჩარევა ეკლესიისადმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

 

ცოტა კორექტული იყავით(მიუხედავად იმისა რომ მართალი ბრძანდებით) ახალგაზრდა გოგონასთან(ორი ათეული წელიც არაა ამ პლანეტაზე(დედამიწას ვგულისხმობ)) აწარმოებთ ეპისტორალულ ურთიერთობას(ეს დარიგებად ან შენიშვნად არ ჩამითვალოთ) ..

 

"შენიშვნა" მიღებულია, ნამდვილად არ ვიცოდი თუ გოგონას ვესაუბრებოდი თორემ ლექსიკას უფრო ფრთხილად შევარჩევდი.

 

mercia merlani

 

 

ერთი წუთით თუ შეიძლება, რა განკითხვის დღე მოუწყვე მართლმადიდებლობას?

 

პოსტებს კითხულობთ? მე მოვუწყვე განკითხვის დღე? ერთმანეთს ამხელენ სიბინძურეებში და ეს ინფორმაცია ღია და საჯაროა.

 

 

არ ხარ მართლმადიდებელი, ანუ სხვა რამის გწამს ხო?

 

მართლმადიდებელი არ ვარ, რწმენით კი არაფრის მწამს თუ თავად არ "ვიხილე" ანუ არ დავრწმუნდი მის რეალობაში.

 

 

მაშინ მიხედე შენს მრწამსს და სხვის მრწამსს და რელიგიას ნუ ლანძღავ.

 

რომელ მრწამსს მივხედო? არ მწამს ბრმად არაფრის. ვლანძღავ? ვის? როდის? თქვენსავე ეპისკოპოსთა სიტყვებს ვაკოპირებ და თუ ვინმე ვინმეს ლანძღავს ეს ერთი მართლმადიდებელი მეორეს.

 

რაც შეეხება იმ ვალინკებიან კაცს და იმას,თუ რა არის უარესი "ჩვენთვის", ანუ მართლმადიდებლებისთვის, მოგახსენებთ, რომ ამა თუ იმ მღვდლის მღვდელთმთავრის, ეპისკოპოსის თუ სხვა საეკლესიო მოხელის უზნეობა არანაირ კავშირში არაა მართლმადიდებლობასთან

 

კავშირშია: რადგან ხე ნაყოფით შეიცნობა, ჭეშმარიტი ეკლესია კი მის წევრთა ნაყოფებით.

 

 

სამწუხაროდ ბევრი "ჯიპში გამოჭიმული დიდღიპიანი ოქროსჯაჭვებასხმული გოდორი" მინახავს ჩვენს ეკლესიებში,

 

ჰო და ეგ გითხარი საუბრის დასაწყისში სწორედ, სხვას რომ განიკითხავ ჯერ შენი მრწამსის მღვდელმთავრები უნდა იყვნენ ხომ უმწიკვლონი?

 

პ.ს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იეჰოვას მოწმეები არასოდეს იკადრებენ იმას რასაც მართლმადიდებელი მღვდელმთავარი კადრულობენ.

 

 

რაც არ უნდა "გოდორების" უზნეო საქციელით იმანიპულიროთ მამა გაბრიელის მადლს ვერ გადაფარავთ

 

ძალიან გთხოვთ ამიხსნათ "რას ნიშნავს სიტყვა მადლი", აი ამ სიტყვის მნიშვნელობა მაინტერესებს "მადლი" მე არ ვიცი და გთხოვ შენ გამარკვიო.

 

 

მოვლენებს თქვენს სასიკეთოდ ნუ აბრუნებთ, გადახედეთ პოსტებს და დაინახავთ, რომ სწორედ სხვის გაკიცხვას ვუპასუხე

 

ჰო, მაგრამ როგორ? სხვისივე გაკიცხვით? ათეისტს თუ პასუხს ცემ საკუთარი პოზიციით ისაუბრე აქეთ იქით რომ გადაწვდი სხვებს და ვიღაცის პრობლემების აჟიტირებით საკუთარ ეკლესიაში არსებული პრობლემები გსურს რომ გადაფარო ეგ რანაირი სამართალია ღმერთმანი?

 

 

. ისე თითიდან გამოწოვილი კითხვა-პასუხებია

 

რატოა თითიდან გამოწოვილი? პიროვნებების ვინაობები არ იკითხება თუ წყარო, ჟურნალი "ჯვარი ვაზისა" , რომ საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით გამოდის არ იცით?

 

 

,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“ ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18. როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ: ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ"; "ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ"; "ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ" შეკითხვა მოძღვარს: მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ?

 

ეს არის თითიდან გამოწოვილი? აბა კარგად დააკვირდით..........................................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus მივესალმები ჯენლტმენებს მოსაუბრეებშიც, ოპონენტებშიც, მეგობრებშიც მტრებშიც....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

 

მივესალმები ჯენლტმენებს მოსაუბრეებშიც, ოპონენტებშიც, მეგობრებშიც მტრებშიც

 

ჯენტლმენობაზე პრეტენზიას ნამდვილად ვერ გავაცხადებ, (სადილს ჯერაც ხელით მივირთმევ, წვერგაუპარსავი, ფეხის ფეხზე გადადებაც არ მჩვევია) მაგრამ მაინც გმადლობ კონპლიმენტისთვის თქვენ კი:

 

mercia merlani

 

ჟარგონებისთვის ბოდიშს გიხდით (არ ვიცოდი გოგონა თუ იყავით) ენის ალაგმვა ვერ ვისწავლე ჯერაც. ხანდახან ვბილწსიტყვაობ უშნოდ, მაპატიე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus პირიქით ისე ღირსეულად მოიქეცით რომ ცოტა შემშურდა და მესიამოვნა რომ ამ სამყაროში ვინეს გააჩნია ზრდილობა ღირსება და თავმდაბლობა. ბებერი კლინგონი კმაყოფილია: "May The Force be with you!"(როგორც ამბობდნენ ჯიდაები) Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სისხლის სამართლის საქმის აღძვრა? და რის საფუძველზე?

თუნდაც ჩამოთვლილი ადამიანების გარდაცვალების საეჭვო მიზეზებზე

 

თუ ამ აშკარად პატრიარქისმოძულე ჟურნალისტის

პატრიარქისმოყვარე მგონი პატრიარქს არ უჩივლებს ;)

აშკარაა ეს ფაქტები საითკენაცაა მიმართული

და საითკენაა მიმართული? პატრიარქის ავტორიტეტის შებღალვისკენ?? კაი რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus პ.ს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იეჰოვას მოწმეები არასოდეს იკადრებენ იმას რასაც მართლმადიდებელი მღვდელმთავარი კადრულობენ.

 

ჯერ ერთი მართლმადიდებელი მღვდელთმთავრები უზნეობებს იმიტომ არ სჩდიან რომ ამას მართლმადიდებლობა ქადაგებს, უბრალოდ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და გონებას აჩაგვრინებენ გულს, ანუ მხოლოდ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე ფიქრობენ. მართლმადიდებლობაში ყველაზე მეტად რაც მიყვარს და მომწონს ჰუმანიზმი და არჩევანის თავისუფლების უფლებაა, გეუბნება, რომ ეს არის ცუდი და ეს არი კარგი, რომელ გზასაც აირჩევ შესაბამისად "დასაჩუქრდები". შეიძლება დამადანაშაულო იმისთვის, რომ ლამაზი ნივთი რომელიც გამოსაჩენ ადგილას დავდე, ვიღაცამ მოიპარა. რაც კარგია უნდა გამოააშკარავო, მზის გულზე დადო, რომ სხვასაც ასიამოვნო და გაათბო. ვინ მოიპარავს, ფეხს დაადგამს თუ მარაზიას მიაშურებს ისეთივეს საყიდლად, ეს მათი არჩევანია და მათივე გადასახდელიც შემდგომში.

 

რაც შეეხება სიტყვა მადლის განმარტებას, მისი კლასიკური მნიშვნელობა არ ვიცი ჩემთვის ასოცირდება კეთილ ადამიანებთან, მიუხედავად მრწამსისა(ათეიზმს რელიგიად არ ვთვლი), რომლებიც კეთილ საქმეს (მადლს) უკეთებენ სხვას

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟარგონებისთვის ბოდიშს გიხდით (არ ვიცოდი გოგონა თუ იყავით) ენის ალაგმვა ვერ ვისწავლე ჯერაც. ხანდახან ვბილწსიტყვაობ უშნოდ, მაპატიე.

 

ეგ არაფერი, შენ მაგაზე არ ინერვიულო მიღებულია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება სიტყვა მადლის განმარტებას, მისი კლასიკური მნიშვნელობა არ ვიცი ჩემთვის ასოცირდება კეთილ ადამიანებთან, მიუხედავად მრწამსისა(ათეიზმს რელიგიად არ ვთვლი), რომლებიც კეთილ საქმეს (მადლს) უკეთებენ სხვას

გეთანხმები აბსოლიტურად :)

მაგრამ მიკვირს როგორ ხარ მორწმუნე? თუ მღვდლების არ გწამს?

არავითარი ირონია... ეს უბრალობ იმითომ გკითხე რომ შენი შეხედულებები აბსოლიტურად განსხვავდება მღვდლების აზროვნება/ქადაგებისგან...

ყველა მღვდელი იძახის რო არ შეიძლება არამართლმადიდებელი ადამიანი იყოს კეთილი და მადლის გაცემა მხოლოდ მორწმუნეების ექსკლუზივია.. ათეისტებს ხო საერთოდ თხრიან და ველურ ცხოველებთან აიგივებენ..

შენ ძალიან კარგად და საღად მსჯელობ, მაგრამ მაინტერესებს როცა მღვდლებისგან საპირისპიროს ისმენ რა რეაქცია გაქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები აბსოლიტურად მაგრამ მიკვირს როგორ ხარ მორწმუნე? თუ მღვდლების არ გწამს? არავითარი ირონია... ეს უბრალობ იმითომ გკითხე რომ შენი შეხედულებები აბსოლიტურად განსხვავდება მღვდლების აზროვნება/ქადაგებისგან... ყველა მღვდელი იძახის რო არ შეიძლება არამართლმადიდებელი ადამიანი იყოს კეთილი და მადლის გაცემა მხოლოდ მორწმუნეების ექსკლუზივია.. ათეისტებს ხო საერთოდ თხრიან და ველურ ცხოველებთან აიგივებენ.. შენ ძალიან კარგად და საღად მსჯელობ, მაგრამ მაინტერესებს როცა მღვდლებისგან საპირისპიროს ისმენ რა რეაქცია გაქვს?

 

პირველი არ ხარ ვინც მაგა მეუბნება და აღარც მიკვირს უკვე. შეიძლება გამიმართლა, რომ ისეთ საეკლესიო პირებთან მაქვს ურთიერთობა ვინც ასე არ ფიქრობს და არც ასე იქცევა. მარტივია რა ამა თუ იმ ადამიანის უზნეო საქციელი რატომ უნდა გააიგივო რელიგიასთან და რწმენასთან უარყოფითად, პირიქით უხეშად რომ ვთქვა ეს ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ჭეშმარიტი მორწმუნე ასეთ უზნეობებს არ ჩაიდენს და თუ ჩაიდინა ოდესღაც მიხვდება აუცილებლად. (თუნდაც სიცოცხლის ბოლო წუთს გულით მოინანიე ჩადენილი ცოდვები და მოგეტევება). არამართლმადიდებელს არ შეუძლია მადლის გაკეთებაა? ასეთი რამ არ მსმენია მღვდლებისგან და თუ მართლა ასე ამბობს ვინმე, შემიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავამართლო, თუ ის მართლმადიდებელ ადამიანში რწმენის გამყარების მიზნით იყო ნათქვამი. რა მნიშვნელობა აქვს რა მრწამსის ხარ, მთავარია ადამიანმა ადამიანურად იცხოვრო, რა დააშავა ეხლა ვიგაცამ ვინც ბუჟუმბურაში დაიბადა, ეგრევე ჯოჯოხეთში? უსამართლობად მიმაჩნია ძალიან. ერთადერთი, რასაც ვერ და არც ვამართლებ, ესაა ათეიზმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...