Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჰე და მეც მაგას გეუბნები, რომ შენი რო არ არის სუფთა, სხვისკენ თითის გაშვერით შენი არ იფარება თქო.

 

ვერ მიმიხვდით, მე სხვის განავალზე იმიტომ მივუთითე, რომ ამ შემთხვევაში განავალთან არ გვაქვს საქმე და სრულიად სუფთა ვარ(თ).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

 

 

ვერ მიმიხვდით, მე სხვის განავალზე იმიტომ მივუთითე, რომ ამ შემთხვევაში განავალთან არ გვაქვს საქმე და სრულიად სუფთა ვარ(თ).

 

სუფთა ხართ? აბა ეს რა არის?

 

ჰო და ვიმსჯელოთ, პატრიარქი ხომ როგორც საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმბყრობელია? ვიმსჯელოთ მისი და სხვა მაღალი იერარქების საქციელით მართლმადიდებლურ მრწამსზე?

 

კარგი ვიმსჯელოთ:

 

 

საერთო გაზეთმა” ქართლის ერთ სოფელში 74 წლის მთავარეპისკოპოსის მეუფე ილარიონს მიაკვლია, რომელიც პატრიარქ დავით მეხუთის ანდერძის თანახმად, მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქად უნდა ეკურთხებინათ

თუ ვინმემ არ გითხრა, ძნელია დაიჯერო, რომ ეს მოხუცი კაცი, რომელიც ქართლის ერთ სოფელში ფარღალალა ქოხში მარტო ცხოვრობს, მთავარეპისკოპოსია და პატრიარქ დავით V-ის ანდერძით, მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქად სწორედ ის უნდა ეკურთხებინათ.

ზის თავისი ქოხის წინ, თხელი მაისური, სპორტული შარვალი და ვალინკები აცვია.

მუნჯი არ არისო, ამბობენ სოფლელები, მოწამვლის შემდეგ არ ლაპარაკობს, სულ დუმს, ჟესტებით მპასუხობს, ან დაფაზე თითებით გამოჰყავს ასოები და ასე გაგებინებს სათქმელს.

საოცარი თვალები აქვს, თითქოს ვარსკვლავები უზის გუგებში და რომ შემოგხედავს, სიკეთეს და სიყვარულს გასხივებს.

 

მთავარეპისკოპოს მეუფე ილარიონ სამხარაძის ნახვა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირმა საქართველოს ყოფილი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გადმოგვცა:

`1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.

1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა,

ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა.

პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.

ასე იყო თუ ისე, 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია II პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის

შემდეგ ჯერ კიდევ ეფრემ II-ის დროს. დავით V-ის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.

 

მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. 1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები. კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია II-ის ნათესავი. _ ი.კ.)და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა~.

ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მეუფე ილარიონ სამხარაძე სოფელში ცხოვრობდა.

გზაზე მიმავალს სოფლელები მხვდებიან. როცა ვეკითხები, სად ცხოვრობს-მეთქი მეუფე ილარიონი, მიმასწავლიან და გზას განაგრძობენ.

ეზო მავთულბადით არის შემოღობილი. ალაგ-ალაგ გარღვეული, რკინის ჭიშკარი მაგრად არის ჩაკეტილი და ეზოში ვერავინ შევა.

კარებზე ვაკაკუნებ.

ხმა არ ისმის.

ღობესთან მივდივარ და იქვე, ხის უკარფანჯრო, შეშის დასაწყობი ფარდულის მსგავს ქოხმახში ფეხის წვერებზე დამდგარი ვიხედები.

_ მეუფე! _ ვეძახი.

ხმას არავინ მცემს. მეც ვერავის ვხედავ.

_ აქ არის, ეგერა, _ მეუბნება მეზობლის ქალი და ეზოსკენ მანიშნებს.

მისი გამოჩენა მოჩვენებას ჰგავდა. ვერ დავინახე, საიდან გამოვიდა, სად იყო, როგორ აღმოჩნდა ხის კუნძთან, ხელში წყლიანი ბოთლით და პლასტიკატის ალაგ-ალაგ ჩამტვრეული თეთრი დაფით.

მომიახლოვდა.

მე ღობის აქეთ, ის _ იქეთ.

დაფა იქვე დადო. წყლიანი ბოთლი გადმოაპირქვავა, წყალი მუჭით სახეში შემომასხა და მაკურთხა.

ასე გაიმეორა რამდენჯერმე.

ხელის მოძრაობით მკითხა _ რა გინდაო?!

_ დამლოცე მეუფე, _ ვუთხარი მე.

ღობის ძირას მიწაზე ჩამოჯდა. თეთრი თმით გადაპენტილი თავი ჩაღუნა…

ორივე ვდუმდით.

მერე ამომხედა.

_ მეუფე, შემომიშვით ეზოში, _ ვთხოვ.

ის იღებს ხის დაფას და წერს:

_ ვ-ი-ნ ხ-ა-რ?

ვეუბნები ჩემს სახელს.

_ მ-ო-გ-ზ-ა-ვ-ნ-ი-ლ-ი ი-ქ-ნ-ე-ბ-ი?

_ არ ვარ მოგზავნილი. თქვენი ნახვა მინდა, მაინტერესებს როგორ ხართ?

_ მ-ა-გ-რ-ა-დ ვ-ა-რ.

_ მინდოდა გვესაუბრა, _ ვეუბნები.

_ რ-ა-ზ-ე _ წერს დაფაზე თითით.

_ ქვეყანაზე, ეკლესიაზე. ხომ ხედავთ, რა ამბები ხდება ეკლესიაში?

_ ა-რ ა-რ-ი-ს ჩ-ე-მ-ი ს-ა-ქ-მ-ე.

_ უსამართლობები ხდება.

_ ა-რ ა-რ-ი-ს ჩ-ე-მ-ი ს-ა-ქ-მ-ე- _წერს ისევ თითით.

_ ხმას რატომ არ იღებთ?

პასუხს არ მცემს.

_ი-გ-ა-ლ-ო-ბე _ მიწერს.

_ შემომიშვით, ეზოში და კი, ბატონო.

თავს აქნევს და იღიმება.

მივდივარ ღობესთან ახლოს და `ღირს არსს~ ვღიღინებ.

ტაშს უკრავს. მერე ხელებს აღაპყრობს მაღლა. თვალები ცრემლებით ევსება. მეხვევა.

შუაში ღობეა.

ის მლოცავს, თავზე მეამბორება და ცრემლჩამდგარი თვალებით ისევ ცისკენ აპყრობს მზერას.

ბილიკიდან კაცი მოდის.

მეუფე იღებს დაფას და წერს:

_ ე-ს ჩ-ე-მ-ი დ-ი-ა-კ-ვ-ა-ნ-ი-ა _ თან იღიმის. მ-ა-გ-რ-ა-მ ჯ-ე-რ ა-ხ-ა-ლ-ბ-ე-დ-ა-ა…

გვეღიმება.

_ წავალ, მეუფე, მეტს აღარ შეგაწუხებთ, _ ვეუბნები.

_ შ-ე-ნ-დ-ო-ბ-ა-ს გ-თ-ხ-ო-ვ-თ. მ-გ-ლ-ო-ვ-ი-ა-რ-ე ვ-ა-რ დ-ა გ-ა-რ-დ-ა-მ-ე-ც-ვ-ა-ლ-ა.

უკან ვბრუნდები.

მეუფე ილარიონ სამხარაძე იქვე, სადაც ვლაპარაკობდით, მიწაზე ჯდება და კეთილი ღიმილით თვალს მაყოლებს…

როგორც ამბობენ, რაც მეუფე ილარიონი მოწამლეს, კარგა ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა მამაპაპისეულ ეზოში. მას შემდეგ კაცთაგან გარიყული ცხოვრობს 74 წლის მთავარეპისკოპოსი. სრულ მდუმარებასა და უკიდურეს გაჭირვებაში უსახლკაროდ, უსახსროდ…

თუმცა ის არ გახლავთ ეკლესიიდან დევნილი და მიტოვებული, გაურკვეველი მიზეზების გამო სააქაოში სასტიკსასჯელდადებული ერთადერთი უმაღლესი სამღვდელო პირი. სულიერებისგან და სარწმუნოებისაგან განძარცვულ ქართულ ეკლესიაში, სადაც, როგორც ამბობენ, ახლაც უშიშროების აგენტები და სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები წყვეტენ თუნდაც უბრალო მღვდლების ხელდასმის საკითხებს, დღეს და გუშინ არ დაწყებულა სულიერი კრიზისი.

 

დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, რითი, რა ვითარებაში, ვინ მოწამლა დავით V ანდერძში პატრიარქად დასახელებული მთავარეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე და რატომ გააძევეს ის საერთოდ ეკლესიიდან. არაფერია ცნობილი პატრიარქობის კანდიდატი მიტროპოლიტის დავით ჭკადუას იდუმალებით მოცული გარდაცვალების თაობაზე.

მას შემდეგ, რაც პატრიარქი დავით მეხუთე დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ისიც მოწამლეს), ხოლო პატრიარქის ინტრონიზაციას სვეტიცხოველში მართლმადიდებლური კანონიზაციის საწინააღმდეგოდ, მწვალებლური ეკლესიის _ სომხური გრიგორიანული ეკლესიის პატრიარქი სპეციალური მოწვევით საპატიო სტუმრად ესწრებოდა, ბევრ უმსგავსობას და სიბილწეს დაედო სათავე, ამას ამტკიცებდნენ და გაჰყვიროდნენ ის უმაღლესი სამღვდელო პირები, რომლებიც დღეს მიცვალებულნი არიან. სხვათაშორის, ეს `მამხილებელი~ სამღვდელო პირებიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. ასე რომ, ჩვენ მიცვალებულთა `ლაპარაკს~ ვუსმენთ ახლა, ცოცხალთაგან ზოგი დაამუნჯეს და ზოგმა თვითონ გადაწყვიტა მდუმარება, ერთი გასაგები მიზეზის გამო, არავის სურს მკვლელის სასტიკი ხელით მოუსწრაფონ სიცოცხლე ან შხამით მოწამლონ, დააბრმავონ და დაამუნჯონ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა…

აი, რას წერდნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს:

 

საბოლოო

წერილი

უპირველესად ის გვინდა მოგახსენოთ, რომ ამ წერილს ჩვენ მივაწვდით ყველა დაინტერესებულ ქართველს, რამდენადაც კი შევძლებთ მის გამრავლებას. თქვენს მოსაზრებას, რომ `ეკლესიის საიდუმლოებანი არ უნდა გავიდეს ეკლესიის გარეთ~, ჩვენ არ ვიზიარებთ. არ ვიზიარებთ იმიტომ, რომ გარდა ქრისტიანული დოგმატიზმით დაწესებული შვიდი საიდუმლოისა, ეკლესიაში სხვა საიდუმლო არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს.

რა 1978-79 წლებმა, ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტების ჩამოთვლას არ მოვყვებით. ამჟამად ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს ეკლესია განსაცდელშია!

ჩვენ თქვენთვის წარდგენილ წინა თხოვნაშიც ჩავწერეთ ეს სამსიტყვიანი საშინელება. მაგრამ თქვენ არც კი იკითხეთ, რა იყო ეს განსაცდელი. რატომ? რატომ არ მოგვთხოვეთ პასუხი ჩვენს მიერ გამოთქმულ ფორმულაზე? რატომ არაფერი არ იკითხეთ?

იმიტომ, რომ თქვენ განუზომელ განდიდებას იყავით მიცემული და როდესაც სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდით, შეგეშინდათ, თვალებში შეგეხედათ მისთვის და მოგესმინათ ამ განსაცდელის შესახებ. განსაცდელი კი დღითიდღე მწვავდება, რადგან თქვენ, განდიდების მანიით შეპყრობილს გინდათ, ცრუმეტყველება გეხვიოთ გარს; გინდათ გესმოდეთ, რომ აყვავდა არნახულად საქართველოს ეკლესია, მაგრამ ჩვენ ვეღარ გამოვიჩინეთ ეს ცრუმეტყველება და თქვენი აშკარა მტრობა და სიძულვილი დავიმსახურეთ. რატომ? რა მოხდა? მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში და არათუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმა-მოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: `თქვენო უწმინდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ~. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა. მამათმავლების `საქმიანობა~ კი იქამდე მივიდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი, ხოლო 74 წლის მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამ დროს ქობულეთში ისვენებდა, გადაიყვანეთ ბათუმში. თქვენი `მეფობის~ ქვეშ მყოფმა ნიკოლოზ მახარაძემ სოხუმიდან ქუთაისში ჩამოიყვანა თავისი `შეყვარებული~ მამაკაცები და შეუდგა თავისი `მოვალეობის~ შესრულებას. მის ურიცხვ უტიფრობას და თავხედობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ხალხმა საჩივრების წერა დაიწყო. თქვენც მარტო ერთ დღეს შემოსული ექვსი საჩივარი თავად ნიკოლოზს გადაეცით, ალბათ, `ზომების~ მისაღებად. არ გასულა დიდი დრო და მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მეორე პანაღეით დააჯილდოვეთ და ასე შეეცადეთ თქვენი ნებითა და უფლებამოსილებით დაგეთრგუნათ ხალხის ნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ და სამართლიანად: თქვენ თქვენი მოქმედებით ტალახი ესროლეთ სახეში ქართველ ხალხს და საქართველოს ეკლესიის წმიდა გუმბათს. გეგონათ, თქვენი შეუზღუდავი ძალაუფლება ჩააჩუმებდა მომჩივნებს და საბოლოოდ მორწმუნე თუ არამორწმუნე ქართველი ხალხი შეეგუებოდა ეკლესიაში შემოტანილ მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებას, მაგრამ არ დაწყნარდნენ მომჩივანები და ჩვენ, მღვდელმთავრებს დაგვიწყეს საჩივრების წერა. აგვავსეს საყვედურებით, რომ ვითმენთ ამ საშინელებას, და ხმას არ ვიღებთ. ავწონ-დავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა. დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს. ჩვენ თქვენთვის არ გვიკადრებია რაიმე ულტიმატუმის წამოყენება, არამედ გთხოვეთ მოცემული საკითხის განხილვა საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად.

იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტიანული გზა. მიხვეულ-მოხვეული, არაპირდაპირი. ჯერ გამოგვიცხადეთ, რომ ამ საკითხის შესახებ უნდა მოლაპარაკებოდით რელიგიის საქმეთა რწმუნებულს და დაგერეკათ მოსკოვში; სამი დღის შემდეგ გვითხარით, რომ ყოველივე გადაწყვეტილია და მამათმავლები განიდევნებიან ეკლესიიდან; ხოლო ხუთი დღის შემდეგ გამოგვიცხადეთ, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ იქნა დატოვებული, მოგებულ დროში დარაზმეთ მამათმავლები, მიეცით მითითება თქვენს ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს, რომ დაერაზმა ჩვენს წინააღმდეგ 5-6 მოხულიგნო დედაკაცი სიონის მრევლიდან. ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საპატრიარქოში სიარული, ვერიდებოდით თქვენს პროვოკაციებს. ყველა ჩვენი საწინააღმდეო მტრული პროვოკაცია და გამოხტომა, რაც მოაწყვეს მამათმავლების ეპარქიებში და შიოლაშვილების საპატრიარქოში, აღწერილი გვაქვს ადრინდელ თხოვნაში, ამიტომ ამ საქმეზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს. გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულანტებთან კავშირსაც კი, ამას წინად მას მასწავლებელი ქალის გალანძღვისათვის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე `მაიზერას~ დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა:

ვაი, რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?!

 

თქვენ თქვენი პატრიარქობის დასაწყისიდანვე შეუდექით ახალგაზრდა სამღვდელოების გამრავლებას და ეს ახალგაზრდა სამღვდელოება ხედავს, რომ თქვენ ხელს აფარებთ გარყვნილებას.

ჩვენ არ გიზრახავთ, რომ სამეურნეო საკითხები არ გესმით; არ გქონიათ შემთხვევა ჩასწვდომოდით, თუ რა არის არისტოტელეს `ოიკოს~ და `ნომოს~ _ საამისო არც განათლება მიგიღიათ და არც პრაქტიკული ცხოვრება გაგივლიათ. უბედურება იმაშია, რომ გინდათ, ყველაფერი თქვენი ხელიდან და თქვენი თავიდან გამოდიოდეს. ამის გამო სულიერი თანაძმობიდან თქვენ ვერ იტანთ საქმის მცოდნე ადამიანებს. თქვენ გაღიზიანებთ აქტიურად მოსაქმე კაცი. თქვენ უფრო მშვიდად ეგუებით იმას, რომ უქნარა და მძინარა კაცი იჯდეს ადგილზე, ვიდრე გამჭრიახი, კარგი მცოდნე და უნარიანი მოღვაწე. ვიქტორ შიოლაშვილი, ცხადია, თქვენი ძმაა. მაგრამ ვინ არის იგი საქართველოს ეკლესიისთვის? სჭირდება თუ არა იგი საქართველოს ეკლესიას? პასუხი უდავოა: ის შვილია საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ მის მოღვაწეობას ეკლესია არ საჭიროებს. საქართველოს ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა თქვენ აგირჩიათ პატრიარქად. თქვენი ძმა კი არაფერში აურჩევიათ. დღემდე არ ვიცით, თუ რა თანამდებობაზეა იგი გაფორმებული საპატრიარქოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი უბოროტესად იყენებს თავისი ძმის მაღალ მდგომარეობას. მოურიდებლად ერევა საპატრიარქოს ყოველგვარ, განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობაში, იგი იმდენად მოურიდებელია, რომ მღვდელმთავრების საქმეებშიც ერევა და ჭკუას ასწავლის მათ. როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლო ნათესავებს საქართველოს ეკლესია მიგაჩნიათ თქვენს საგვარეულო საკუთრებად. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს არ მოსწონს ეკლესიისადმი თქვენი ასეთი დამოკიდებულება, მაშინვე იწყება ნერვიულობა, დაძაბულობა, ჭორაობა და მოუსვენარი ფუსფუსი, საკმარისი იყო მოგვეტანა თქვენთან თხოვნა მამათმავლების შესახებ, რომ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბუხჰღალტრად მომუშავე თქვენს დას შეეწყვიტა ჩვენთან მოსალმება და ლაპარაკი.

როგორც ძველი მემამულე არ ინდომებდა, რომ ვინმე ჩარეულიყო მისი მამულის საქმეებში. ასევე თქვენ და თქვენიანები ვერ იტანთ, რომ ვინმემ გამოიჩინოს საქართველოს ეკლესიისადმი რაიმე დაინტერესება.

ქართველი ხალხი _ როგორც სამღვდელონი, ისე საერონი _ აღშფოთებულია ამის გამო. აქედან დასკვნის გამოტანა ადვილია: თქვენი ოჯახის ყვლა წევრი, ვისაც სამღვდელო ხარისხი არ აქვს. უნდა განთავისუფლებული იქნას ეკლესიაში მუშაობისაგან.

საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ განიცადა წარსულში და დღეს სრულებით არაა იმის პირობები, რომ უსამართლობა ჰყვაოდეს ჩვენს ეკლესიაში.

თქვენ ჩვენი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მართვა მამათმავლებსა და ვიქტორ შიოლაშვილს მიანდეთ. თავად უზენაესი ზედამხედველობის მანტია მოიხურეთ და თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობთ. არ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ

ეკლესია ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს, ყველას ერთად, მორწმუნესა და არამორწმუნეს.

თქვენი პატრიარქობის პირველ ორ წელიწადს იმედი გვქონდა თქვენი სიმართლის. თქვენს გარშემო მყოფი მონები ღვთისა აღტაცებულნი ნდობითა და სასოებით, თქვენს მორჩილებაში ვიყავით და ვასრულებდით თქვენს ყოველ ნებას. გამოიკვეთა ჩვენს წინაშე, ერის წინაშე თქვენი სახე, ოდნავ ღიმილს მიფარებული. თქვენი ღიმილი, თითქოს ტკბილი, სანდომიანი, ბევრ სიკეთეს რომ გვპირდებოდა, თურმე ფარავდა თქვენს იმ სახეს, რომელიც დრომ თანდათან გამოაჩინა. გამოიკვეთა ყველა თქვენი ნამდვილი ფიქრი და მისწრაფება, თქვენი რწმენა და ფილოსოფია _ რწმენის მშობელი. ერთს ქადაგებდით და თვითონ თქვენ სულ სხვა ყოფილხართ; ერთ სახეს გვიჩვენებდით და ვიხილეთ ორსახეობა. აორთქლდა ჩვენი იმედიც და აღტაცებაც და ხელში დაგვრჩა უკიდეგანო განდიდება. რომელსაც დაუპყრია თქვენი ღირსება, თქვენი საქმე, მოღვაწეობის ყველა კუნჭული, არ აკეთებდით არც ერთ ნაბიჯს, თუკი იგი არ ემსახურებოდა თქვენს პირად სახელს და განდიდებას. მიხვედით თუ არა საპატრიარქო დიდებულ ტახტთან. ზურგი უჩვენეთ ეკლესიის შინაურ საქმეებს და პირველ რიგში დააყენეთ ეკლესიებთან საგარეო ურთიერთობა. თქვენი გაგებით, შიგნით ყველაფერს დაიპყრობდით მონობის ხერხით. უამისოდაც მიღწეული გქონდათ უკვე საკუთარ ხალხში ამაღლება და განდიდება. ალბათ, ამიტომ შეაქციეთ ზურგი ყველაფერს, რაც კი შექმნიდა ეკლესიის შიდა მადლსა და კეთილდღეობას. არ კითხულობდით ეკლესიის შინაურ ამბებს გარდა იმისა, რომ მღვდლებს ამრავლებდით; არ დადიოდით ჩვენს ეპარქიებში და თუ წახვიდოდით, ისევ და ისევ მხოლოდ თქვენი განდიდებისათვის. მიგყავდათ თან მთელი დასი სამღვდელოებისა და მოსეირენი ორასი ან სამასი კაცი. მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის შინაგანი სამყარო თქვენ გჭირდებოდათ, როგორც ტრიბუნა საკუთარი განდიდებისა, საყრდენი პუნქტი ზენიტისკენ ასამაღლებლად. თქვენს მიერ დაწერილ სააღდგომო, საშობაო და საახალწლო ეპისტოლეებსაც კი იყენებდით ამავე მიზნით. ხომ ცნობილია, რომ პატრიარქობა ათჯერ უფრო დიდი პატივია, ვიდრე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ექვსთაგან ერთის პრეზიდენტობა. ამასთანავე ყოველი პატრიარქი თავის სამწყსოს მართავს, როგორც პატრიარქი და არა როგორც პრეზიდენტი. რა კავშირშია ქართველი ხალხის სააღდგომო ეპისტოლესთან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტობა? თქვენ პრეზიდენტი არ ყოფილხართ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხის, თქვენ პატრიარქი ბრძანდებით ჩვენი, მაგრამ ხელს აწერდით ჩვენს ეპისტოლეებს, როგორც პატრიარქიც და პრეზიდენტიც, ისეთი მადა გაგეხსნათ განდიდებისა, რომ ვეღარ გაპურებდათ პატრიარქის სუფრის სიუხვე და პრეზიდენტის `ღარიბ~ სუფრას იშველიებდით…

ყოველივე ამას აკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ გაგეტანათ თქვენი სახელი `მთებს იქით, ზღვებს იქით და უფრო შორს~. თავის მოწონება და სახელზე ფიქრი ცოტად თუ ბევრად ყველა ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, როდესაც კაცი ჯერ განდიდებაზე ფიქრობს და შემდეგ კი საქმეს ეძებს განდიდების მოსაპოვებლად, ის ვერც საქმეს გააკეთებს და ვერც დიდებას მიაღწევს.

რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის კეთილდღეობისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა სიაში ჩვენი ეკლესიის ადგილის შეცვლას? ამით მხოლოდ თქვენი სიამაყე დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან სათქმელი გექნებოდათ: `ნახეთ, მე რა გავაკეთე, როგორი დაჩაგრული იყო ჩვენი ეკლესია და ჩემმა სიბრძნემ ამოიყვანა ჯურღმულიდან~. რაში გჭირდება, ოცნებებს აყოლილნი ღობე-ყორეს მოვედოთ და ვერ დავინახოთ, როგორ სტირიან ნიკორწმიდის გასაოცარი ჩუქურთმები, როგორ იშლება იტრიის მშვენიერი ტაძრის კედლები წვიმისა და თოვლისაგან. ჩვენ არა გვაქვს საეკლესიო სამართალი, საეკლესიო დებულება. ის დებულება, რომელიც გვაქვს, სრულიად უგვანო და უვარგისი იყო იმ დღისთვისაც კი, როდესაც იგი შეადგინეს: არ არის დაკომპლექტებული და მოწესრიგებული საპატრიარქოს აპარატი; ანგარიში არა აქვს თქვენს მიერ აყვანილ რეფერენტებს, რომელთა უმრავლესობა არაფრიდან არა რას აკეთებს და ღებულობს ხალხის შემოწირულობიდან თავის `გასამრჯელოს~. საქართველოს საპატრიარქო ეპარქიებსა და მათში არსებულ ეკლესიებს კი არ ემსახურება, არამედ აწარმოებს საგარეო მიწერ-მოწერას და ემსახურება ისევ საპატრიარქოს, ე.ი.საკუთარ თავს. `საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო~ _უთქვამს გაჭირვებულ კაცს. ასეა ჩვენი საქმეც: საითკენაც არ უნდა მივბრუნდეთ, ყველგან მოთქვამს ობლობა და უპატრონობა, უმოქმედობა და უთავბოლობა, სიცრუე და მლიქვნელობა… ასეთი მდგომარეობის ფონზე კიდევ პრეტენზიით აცხადებთ: `არიქა, არ გაბედოთ და ხმა არ ამოიღოთ, თორემ ამ ამბების გამხელით შერცხვება საქართველოს ეკლესია. რომელ სირცხვილზეა ლაპარაკი, როდესაც განსაცდელშია საქართველოს ეკლესია. მამათმავლები შესევიან მის სიწმიდეს, მტვერსა და ჭუჭყში სრულდება ბევრგან უწმიდესი წირვა და ლოცვა, მანკიერების სატანა სუნთქავს აზრსა და მოქმედებაში, რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს იმაზეც მეტი სირცხვილი და შეუკავებელი სიამაყე, როდესაც კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მისი სინოდის თორმეტი წევრი (რა თქმა უნდა, მამათმავლებიც მათ რიცხვში) გამოხატეს დიდუბის ტაძრის კედელზე? არ დაჯერდა დიდი მადა ამ არაგაგონილ ამბავს, აიღეთ და თქვენი თავი დაახატინეთ ტაძრის მეორე კედელზე, თამარ დედოფლის გვერდით, რა ჰქენით? ხალხს რა შეჰკადრეთ, სად მოიკრიბეთ ასეთი გამბედაობა თუ კადნიერება, რომ წმინდანთა შორის დაიმკვიდრეთ თქვენი სავანე? როგორ ინებეთ, რომ ტაძარში სალოცავად შესულ ქართველებს თამარ დედოფლის გვერდით თქვენი სახისთვის ეყურებინა? ღმერთო ძლიერო! რა ვუწოდოთ ამ მოქმედებას? ესაა საოცრება და საშინელება ერთად შერწყმული. ეს სიმდაბლეც არის და კადნიერებაც. მშიერი კაცის თავგანწირვაც და გაუმაძღრობაც არნახული, არ გაგონილი. რამ მიგიყვანათ და ვინ მიგიყვანათ ასეთ უძირო ზღვა ცდუნებამდე, რომ ეს გააკეთეთ პატრიარქმა ჩვენი ქვეყნისა? მაგრამ ვაი, რომ არც ეს იკმარეთ, ადამის ძეო! სიონის ახალ მონაშენზეც გამოიკვეთა თქვენი სახე და მინაწერი `ვახტანგ გორგასალი~. რას არ იფიქრებს სულ ბევრის და ბევრის მსურველი კაცი?! სახე ნაცნობი _ ღმერთმა აცოცხლოს _ ჩვენი ცოცხალი პატრიარქისა, სახელი კი დიდად განთქმული ვახტანგ მეფისა! აი, ეს არის დაბადება ჯერ არნახული _ იყო მეფეც და პატრიარქიც ერთი ქვეყნისა; იყო მამა ზეციერიც და მიწიერიც მთელი ერისა. აი, ეს გახლავთ `ორსახეობა რაინდისა~. რაღაც სამაგალითო და საჩვენებელი ახალგაზდა სამღვდელოთათვის. ესაა სასწაული ამაოების ცდუნების.

მეტ წერილს, ჩვენ თქვენ აღარ მოგწერთ, რაც მოგწერეთ და ვითხოვეთ დღევანდელ დღემდე, სამართლიანია ცათამდე და ამისათვის უნდა აღსრულდეს ღვთის მოწყალებით გულისთქმა ერის.

 

შიო (ავალიშვილი)_

ბათუმ-შემოქმედელი

მიტროპოლიტი,

ამბროსი (ქათამაძე)

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი.

30 ივნისი, 1983 წელი~.

 

ახსნა განმარტება ქართველი ერისადმი.

 

მარგვეთის ეპისკოპოს ქრისტეფორეს

 

(გვ. 1) 1988წლის 30 სექტემბერს ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში. პირველ ოქტომბერს პატრიარქმა მოგვილოცა ახალი სასწავლო წელი და დავიწყეთ სწავლა. ჩვენ რექტორს, ეპისკოპოს ზოსიმეს, თავიდანვე შევატყვე ჩემდამი თბილი დამოკიდებულება. ამის შემდეგ დაგვიბარა მე და თ. ნ. და გამოგვკითხა სამხედროს ამბავი, ვინაიდან არც მე და არც თ.ნ.-ს არ გვქონდა სამხედრო სავალდებულო რიგები გამოვლილი. ეპისკოპოსის ჩემდამი ასე თბილი დამოკიდებულება მახარებდა და დიდი სიყვარული ჩავინერგე მისი ჩემს გულში. გავიდა სულ რამოდენიმე დღე და მოვიდა ჩვენს აუდიტორიაში აკადემიის სტუდენტი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი (როგორც მერე გაირკვა, ეს იყო სემინარია გამოვლილი და აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი მიხეილ ბოტკოველი, რომელიც იყო მუდმივი სტიქაროსანი ეპისკოპოსი ზოსიმესი.) და გვიკითხა კ. რ. (ესე იგი მე) და თ. ნ. იგი გასული იყო და ვკითხე, თუ რაში იყო საქმე. ჩვენ განვმარტოვდით ცარიელ ოთახში და დაიწყო ასე: შენ ხარო ჯარში წასასვლელი? ვუპასუხე, დიახ მეთქი და გამიკვირდა, ამან საიდანღა იცის-მეთქი. შემდეგ მეკითხება: მე არ მიცნობ? არა-მეთქი და მეუბნება: მე ვარ მეუფე ზოსიმეს რეფერანტი 4 წელია. რა იმედები გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? მე ვუთხარი, არავითარი-მეთქი. მორჩილება თუ შეგიძლია? ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ-თქო. და როცა ვკითხე, გავერკვიე, რაში იყო საქმე, ასე მითხრა: ნუ ჩქარობ, ყველაფერს მერე მიხვდებიო. შემდეგ ნახა თეიმურაზი და იგივე კითხვა დაუსვა, (გვ. 1ა) რა იმედი გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? და როცა თ.ნ.-მ უპასუხა, მე მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვსო, დაიბნა და ესღა უპასუხა: ღმერთის კი, მაგრამ მარტო ღმერთის იმედი ხომ არ გექნებაო. რის შემდეგაც თეიმურაზმა თავი აარიდა. რექტორში თბილ დამოკიდებულებას ვპოულობდი, მაგრამ შინაგანად მაინც მრისხანე მეჩვენებოდა, რაც სტუდენტების მეტანიების გაკეთებით დაადასტურა. ან 40 მეტანია გააკეთებინა სტუდენტებს კაბინეტში, რამაც ძალიან აღმაშფოთა. ჩემში ვფიქრობდი, აქ სტუდენტი სიყვარულის სასწავლად უნდა მივიდეს და არა მონობისა-მეთქი. ჩემმა აღშფოთებამ მაქსიმუმს მიაღწია, როცა მე და თ. შევესწარით ლექციაზე დაგვიანებულ 3 სტუდენტს, როგორ აკეთებინებდა მეტანიებს. თვითონ კი ცინიკურად იცინოდა და ფეხის მელანქორიული ქნევით ეუბნებოდა, ამის მეტი ვერაფერი გამოგასწორებთო. სტუდენტთაგან ყველაზე მეტი წლოვანებით გამოირჩეოდა ერთი, რომელიც დაახლოებით 35-36 წლის იქნებოდა. თ.ნ.-მაც დაგვიანებით გამოუარა დაჩოქილ სტუდენტებს, რომლებიც მეტანიებს აკეთებდნენ და მას რექტორმა არაფერი უთხრა. და კიდევ უფრო ადრე, ლექციების შემდეგ დაგვიბარა რექტორმა მე და თ.ნ.-ს და გვითხრა: ხვალ კვირაა და სვეტიცხოველში მოდით წირვაზეო სტიქაროსნებადო. თქვენს მეტი არ მინდა არავინო. მეორე დილით 8 საათზე ვიყავი სვეტიცხოველში. სანამ ეპისკოპოსი ზოსიმე ჩამოვიდოდა, ჩვენ, მე და თ.ნ.-ს დაგვირიგეს სტიქრები და ველოდებოდით ზოსიმეს. მისი მძღოლი კი, რომელიც დიაკვანი იყო, ეცვა დიაკვნის სამოსელი და საკურთხეველში მასხრად იგდებდა მღვდლებს. ზოგიერთს, ვითომცდა ხუმრობით, ხელითაც ეხებოდა. ჩამოვიდა ეპისკოპოსი ზოსიმე და მღვდლები შეხვდნენ მას, როგორც წესია. წირვის დროს, როცა ზოსიმე იდგა წმინდა ტრაპეზთან, დიაკვანი (გვ. 2) იგივე ხულიგნობას ჩადიოდა მღვდლების მიმართ და ეპისკოპოსის წინ. მე მიკვირდა ეპისკოპოსის, რომელიც სტუდენტებთან ასე მრისხანე იყო და აქ კი, საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზთან, ასეთი მიმტევებელი, რომ შენიშვნაც კი არ მიუცია. დიაკვანი კი განაგრძობდა მაიმუნურ მანჭვას, თვით ეპისკოპოსსაც კი ,,ეჯღანებოდა”, რითაც დანარჩენ სტიქაროსნებს აიძულებდა, ეცინათ. წირვის შემდეგ გვაჩუქა მიხეილის ხელით ათ-ათი მანეთი, რაზეც ცივი უარით ვუპასუხეთ. მიხეილმა ასე გვითხრა, ,,თუ ამას არ გამომართმევთ, საქმე გაგიფუჭდებაო. ჩვენ გამოვართვით და შემდეგ შევედით ზოსიმესთან და გვაჩუქა ორი ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატი. ამის შემდეგ წამოვედით თბილისში. თ.ნ. კი გაანთავისუფლა ორი დღით. მე მომივიდა სემინარიაში ზესტაფონის კომისარიატიდან ცნობა იმის შესახებ, რომ ჩავსულიყავი კომისარიატში კომისიაზე გასასვლელად. ეს ცნობა შევიტანე რექტორთან და ვუთხარი ჩემი მდგომარეობა და ვთხოვე, შეძლებისდაგვარად დამხმარებოდა. ჩემი შესვლის დროს ტელეფონით ელაპარაკებოდა ვიღაც უცნობ ოთარის. როცა მოისმინა ჩემი თხოვნა, მითხრა, ერთი წუთით გარეთ დამელოდეო. მე როცა კარებთან ვიდექი, შემომესმა ხმა, რომელიც ისევ იმ უცხო ოთარის ესაუბრებოდა. აი, რაც გავიგონე: „ბატონო ოთარი, ერთია და თუ შესაძლებელი იქნება, თუნდაც მაისამდე’’. ამის შემდეგ დამიძახა, ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა: ,,შვილო, ხომ იცი, სულ დატოვება არავის შეუძლია. შეიძლება რაღაც გამოვიდეს მაისამდე’’. მე გახარებული წამოვედი. მიხაროდა ასეთი მფარველისა და გულშემატკივრის გამოჩენა და მთელი სიყვარულით განვიმსწვალე მის მიმართ, რაც მისმა პირადმა მდივანმა (გვ. 2ა) დამიდასტურა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, შენ ნურაფრის ნუ გეშინიაო (რადგან პირადი მდივანის ზოსიმესთან საუბრის დროს იყო საუბარი ჩემს საკითხზე ტელეფონით და მდივანიც უსმენდა). გავიდა ცოტა ხანი და მიბარებს რექტორი. შევედი, ავიღე ლოცვა-კურთხევა და მკითხა ჩემი სამხედროს ამბავი. მე ვესაუბრე. შემდეგ კი წამოდგა ფეხზე და დამიდგა წინ. მე ასეთი ახლო დადგომა ეპისკოპოსის და ისიც რექტორის, გამიკვირდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოძღვრისა და მოსწავლის ახლო დამოკიდებულებას მივაწერე. და როცა შუბლზე მაკოცა, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მექნა. მე მის მიმართ ასეთი სიყვარულით ვიყავი დამოკიდებული და ამ კოცნამ შინაგანად დამხორკლა და ერთიანად გამიყინა ძარღვებში სისხლი. შემდეგ ხელი მომისვა სახეზე და მითხრა, წადიო. მეც გაოგნებული გამოვედი იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რა მელოდა. რაღაც შინაგანი გრძნობა მქონდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი მეშინოდა. შემდეგ რამოდენიმეჯერ განმეორდა ასე ხელებით მოფერება, კოცნა შუბლზე, თავზე. ერთხელ როცა სვეტიცხოველში წირვა დამთავრდა, დაითხოვა ეპისკოპოსმა ზოსიმემ ყველა სტიქაროსნები ჩემ გარდა. მე ვიჯექი და შინაგანად რაღაცას ველოდი, ვიჯექი და გაოგნებული ტელევიზორს ვუყურებდი. ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. ერთიანად გავწითლდი და ყელში ბოღმა მომაწვა. შემდეგ, როცა ტელევიზორში გვაჩვენეს ძველი ქართული მარგალიტები, ასეთი სიტყვებით შემამკო: „შენც მარგალიტი ხარ’’. შემდეგ, მომკიდა ხელი ხელზე და მითხრა, მოდი მოგეფეროო და შემიყვანა გვერდით სამზარეულოში, სადაც მოჰყვა „ბოზი ქალივით“ ხვევნა-კოცნას, სადაც შუქი ჩააქრო და ისევ ალერსიანად მეუბნებოდა: „რა ჟუჟუნა თვალები გაქვს, (გვ.3) გიშრის თმა გაქვს’’ და სხვა. მე მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ არაფერი მომეწია ამ გათახსირებულისთვის და დაჭერის. როგორღაც ვაიძულე, მომშორებოდა. შემდეგ, წამოვედი და მთელი ღამეები არ მეძინა. დავიწყე სიგარეტის მოწევა, სმა, უშვერი სიტყვების ძახილი, მოვეშვი ლოცვას, თავი დავანებე კითხვას… მე და თ.ნ. ერთად ვცხოვრობდით და შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი ასეთი მოქმედება. ერთხელ, როცა კითხულობდა სახარებას, მე ვეღარ შევძელი და გამოვუტყდი თ-ზს ყველაფერში. გამოვუტყდი იმაში, რაც ჩემსა და ეპისკოპოსს შორის მოხდა. თ. შეაძრწუნა ამ ამბავმა და მირჩია, დავნებებოდი, წამოვსულიყავი სტიქაროსნობიდან. მეც ყოველ დღე ვცდილობდი, თავი დამეღწია ზოსიმესთან შეხვედრისათვის. ერთხელ, შევედი კაბინეტში ჩემი სამხედროს ამბავის გასაგებად და მეკითხება: ,,ლექციების შემდეგ რას აკეთებო?’’. მე ვუპასუხე, არაფერს, სახლში ვარ და ვკითხულობ- მეთქი. დღეს თუ შეგიძლია, საღამოს ჩემთან, მცხეთაში ჩამოდიო (თან ამ დროს ჩემი ხელი უკავია ხელში და ეფერება). მეც უცებ მოვიმიზეზე, დეიდაჩემთან უნდა გავიდე აფთიაქში-მეთქი და არ მცალია-თქო. და რა ვიცი, კიდევ რამდენ რამეს ვიგონებდი, ოღონდ თავი დამეღწია გარეწარისაგან. ხან ჩემი ძმა არის ავად და გამიშვი-მეთქი, ხან დედაჩემი ჩამოვიდა-მეთქი, და ვინ მოთვლის, რას არ ვეუბნებოდი და ვატყუებდი. ერთხელ, როცა ვთხოვე, სახლში გავეშვი (თავის დაღწევის მიზნით), გამანთავისუფლა; (გვ.3ა) ორი დღე ვთხოვე და ორიც მე დავამატე. როცა ჩამოვედი, გაბრაზებული დამხვდა. დამიბარა და მეუბნება, „ამდენი ხანი სად იყავიო’’. მეც ვუთხარი, სადაც ვიყავი და მაშინ მითხრა, ,,შვილო, ძველებს უთქვამთ, თუ რამეს ჯიბეში არ იგულებ, მანმადე არ იფიქრო, რომ ის შენია”. მე მივხვდი, რა ჯიბეზეც და რა რამეზეც იყო აქ საუბარი. სულ რამოდენიმე დღის შემდეგ დამიბარა და მეუბნება: შენ წაყევი მიხეილს ბენზინზე, დაგტოვებს და მანქანა წამოიყვანეო .(ჩემი მართვის მოწმობის არსებობა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როცა მაისამდე დატოვება შემომთავაზა). მეც გავყევი მიხეილს. მიხეილმა რიგში ჩააყენა მანქანა და წავიდა. მე იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი მანქანასთან დაახლოებით ჩემი უფრო დაახლოება უნდოდა. ზოსიმემ შეადგინა თხოვნა პატრიარქის სახელზე, რათა აღეძრა რესპუბლიკის კომისარიატში შუამდგომლობა და მითხრა, ,,აი, ასე გადაწერე, შვილო, ლამაზად და სუფთად”. მეც დავწერე და მითხრა, ,,ადექი და ეს თხოვნა შენ შეუტანეო, შემოგხედავს, დაგაკვირდებაო’’. მერე გადაიფიქრა, უმჯობესია, მე შევუტანო. დამითხოვა ისევ ალერსითა და ამბორით. როცა ეს თხოვნა შეუტანა რექტორმა პატრიარქს, მითხრა, ლექციების შემდეგ (შეტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ) შედი პატრიარქთან და პასუხი გაიგეო და მე აქ დაგელოდებიო. აუცილებლად ამოდი კაბინეტში და პასუხი გამაგებინეო. ჩემი პატრიარქთან ლოდინიდ დროს (საკმაოდ დიდი დრო გავიდა) ეპისკოპოსი ზოსიმე წავიდა მცხეთაში. ამასობაში ჩამოვიდა (გვ.4) პატრიარქის რეფერანტი შორენა (გვარი არ ვიცი) და მითხრა, რომ მიმემართა ამ საკითხზე მამა იოაკიმესათვის. არ ვიცოდი მამა იოაკიმეს მისამართი (არც საპატრიარქოში იცოდნენ ზუსტი მისამართი) და ჩავედი მცხეთაში, ზოსიმესთან, მისამართის გასაგებად. მივედი თუ არა სვეტიცხოველში, მაშინვე აღგზნებული პირუტყვივით მითხრა, აქეთ შემოდიო და კაბინეტში შევედით. შინაგანად რაღაცას ვგრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, თუ კიდევ ისეთი რამ გაიმეორა-მეთქი, აუცილებლად რაღაცას დავასახიჩრებდი. ამის საშუალება მქონდა გარშემო დაწყობილი შანდლებს რომ შევხედე, მაგრამ მაშინვე ისიც ვიფიქრე, ამ ბილწს მარტო ეკლესიისადმი მორჩილებით არ იქნებოდა და აუცილებლად დამიჭერდა. მე დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა. დამიწყო ხვევნა-კოცნა (ეპისკოპოსი კაბით იყო)…სურნელოვან ნელსაცხებელში შემზადებული თმები გაიშალა და გადმომაფარა სახეზე… ეს უკვე მეტისმეტი იყო. და წამოვაგდე ფეხზე. მხოლოდ მაშინ მოეგო გონზე ავადმყოფი და ცდილობდა, მღელვარებისაგან არეული სახე დამშვიდებოდა. წამოვედი გაბრაზებული და ვფიქრობდი, ამნაირი არც ჯარიდან დატოვება მინდა და არც სწავლა-მეთქ. რა ვიცოდი, თუ აქ ასეთი სიბინძურე სუფევდა. (გვ4ა) ავიცრუე გული სწავლაზე და მცხეთიდან სულ ლანძღვა-გინებით ჩამოვედი თბილისში. სასწრაფოდ ვუთხარი ყველაფერი ჩემს ზესტაფონელ მეგობრებს. იმ დონემდე ვიყავი მისული, — რომ მეგობრები არ ყოფილიყვნენ ჩემს გვერდში, ჭეშმარიტებისადმი, უფლისადმი რწმენასაც დავკარგავდი, საერთოდ განვიხრწნებოდი. მე პირველი ვარ, რომელმაც ვამხილე მამათმავალი „ეპისკოპოსი“ და ჩემამდე რამდენ სტუდენტს გახრწნიდა და გარყვნიდა? ეს ყოვლად დაუშვებელია, მე რომ პირველი ვყოფილიყავი მაგასთან. ან, მე რომ არა, რამდენს გახრწნიდა თავისი კეთილი გულით და ფულების დარიგებით. რამდენს დაუბრმავებდა თვალს. ყოველივე ამის შემდეგ ვაცდენდი წირვას, აღარ ვესწრებოდი არავითარ საეკლესიო დღესასწაულს. და ვაცდენდი აგრეთვე ლექციებსაც. ეს ამბავი გამხილდა თუ არა, მაშინვე კომისარიატმა გამომიძახა…

 

(ხელმოწერა)

 

თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი კ.რ. მცხოვრები ქალაქ ზ-ში, ცხაკაიას ქ. X…(ტექსტიდან ამოღებულია სხვა საზარელი დეტალები)

 

გავაგრძელოთ მსჯელობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus ვიღაც "მორწმუნე" იტყვის "ნუ განიკითხავთ"-ო არადა მართლმადიდებლობაში არი კიდევ სხვა მცნება "მხილება" ქვია თუმცა ურფინჯუსზე რელიგიას არავითარი გავლენა არა აქვს და ხმას არ ამოიღებდა რომ არა საპატრიარქოს "დიდი" სტუმრობა პუტინარქ კირილასთან(რომელმაც სხვათა შორის დალოცა ოკუპანტთა ქმედებები და ლამის დიდ ქრისტიანულ საქმედ შერაცხა(ზოგადად ოკუპაციის გამართლების საქმეში პუწინსა და მარკოვს დიდად გაასწრო). ჰოდა ამ კირილას და ლუბიანკის სხვა დაბნეულ მღვდლებს საქართველოს პატრიარქიის დელეგაცია ცრემლმორეული ზედ ახტებოდა და დაუზოგავად კოცნიდა ....დიდი სანახაობა იყო ისეთი რომ ტობბი ჰუპერსაც კი შეიძლება ვერ გაეძლო ამის ყურება....კარგია ეს ინფო არ ვიცოდი გმადლობთ რომ დადეთ Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus შენ იმსჯელე, მე პას. ეს ის საკითხია, სადაც არ ღირს მსჯელობა, რადგან საუბრის ბოლოს ორივე მაინც ჩვენ აზრზე დავრჩებით. არ მინდა მტრედთან შახმატის თამაში ;)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ იმსჯელე, მე პას. ეს ის საკითხია, სადაც არ ღირს მსჯელობა, რადგან საუბრის ბოლოს ორივე მაინც ჩვენ აზრზე დავრჩებით.

რაააა?? თუ ეს ყველაფერი მართალია რასაც Asmodeus წერს მაინც შენს აზრზე დარჩები??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

 

 

შენ იმსჯელე, მე პას.

 

რაც დაიდო ისიც საკმარისია საიმისოდ რომ ობიექტური ადამიანი მიხვდეს, რომ ასე ვთქვათ არ ხართ სუფთა უკანალისანი.

 

mama

 

 

რაააა?? თუ ეს ყველაფერი მართალია

 

თუ კი არა მართალია:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაააა?? თუ ეს ყველაფერი მართალია რასაც Asmodeus წერს მაინც შენს აზრზე დარჩები??

 

Asmodeus ეგ ყველაფერი სიცრუეა და მაგიტომ არ ვაპირებ კამათს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ყველაფერი სიცრუეა და მაგიტომ არ ვაპირებ კამათს

მთკიცებულება არის რომ სიცრუეა თუ აქაც მხოლოდ რწმენით ხელმძღვანელობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთკიცებულება არის რომ სიცრუეა თუ აქაც მხოლოდ რწმენით ხელმძღვანელობ?

 

მე არ უნდა ვამტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ. ვინც ბრალს მდებს იმან უნდა დაამტკიცოს ჩემი ბრალეულობა. შენზე რომ ვთქვა ქურდია მეთქი თუარ დავამტკიცე მხოლოდ ცილისწამება გამოდის, რაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშI დასჯადი ქმედება არაა.

 

აქაც? მსგავს შემთხვევაში სად ვიხელმძღვანელე მხოლოდ რწმენით?

და ძალიან გთხოვ ჩემს რწმენას და საერთოდ რელიგიას ირონიით ნუ იხსენიებ, ცუდი ტონია ძალიან

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქაც? მსგავს შემთხვევაში სად ვიხელმძღვანელე მხოლოდ რწმენით?

ყოვლად უსაფუძვლოდ იძახით სიცრუეაო. მე არ მითქვამს რო მართალია იმიტო რო არ ვიცი რეალურად მარა ვერც იმას ვიტყვი რო სიცრუეა. თუ არა რწმენა თქვენი პატრიარქის კეთილსინდისიერებისადმი სხვა რა საფუძველი გაქვთ რომ სიცრუე უწოდოთ იმას რაც არ იცით?

 

და ძალიან გთხოვ ჩემს რწმენას და საერთოდ რელიგიას ირონიით ნუ იხსენიებ,

არანაირი ირონიით არ მითქვამს

 

მე არ უნდა ვამტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ.

ამ შემთხვევაში საქმე მესამე პირს ეხება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება ცალსახად ვიძახოთ დამნაშავეა თუ უდანაშაულო.

შეგეძლოთ დაზუსტებისთვის დამათებითი ფაქტები მოგეთხოვათ და დაგესვათ კითხვები. იურისთი ვარო თქვი და ასე ზერელედ საქმეზე გადახედვით როგორ მსჯელობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოვლად უსაფუძვლოდ იძახით სიცრუეაო. მე არ მითქვამს რო მართალია იმიტო რო არ ვიცი რეალურად მარა ვერც იმას ვიტყვი რო სიცრუეა. თუ არა რწმენა თქვენი პატრიარქის კეთილსინდისიერებისადმი სხვა რა საფუძველი გაქვთ რომ სიცრუე უწოდოთ იმას რაც არ იცით?

 

ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თქვენთვის უსაყვარლეს ადამიანზე რომ გითხრან მკვლელიაო დაიჯერებთ, თუ იმ რწმენაზე დაყრდნობით იხელმძღვანელებთ, რის გამოც გიყვართ

 

 

 

არანაირი ირონიით არ მითქვამს

 

ძალიან კარგი, ბოდიშს გიხდით, არასწორად გავიგე

 

 

ამ შემთხვევაში საქმე მესამე პირს ეხება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება ცალსახად ვიძახოთ დამნაშავეა თუ უდანაშაულო. შეგეძლოთ დაზუსტებისთვის დამათებითი ფაქტები მოგეთხოვათ და დაგესვათ კითხვები. იურისთი ვარო თქვი და ასე ზერელედ საქმეზე გადახედვით როგორ მსჯელობ?

 

მესამე პირი ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანი კიარაა, არამედ მთელი ერი, რომელსაც უყვარს საკუთარი სულიერი მოძღვარი და ენდობა მას. ამ დროს კი რაღაც დაუსაბუთებელი ჭორებით ვიღაცები ცდილობენ მისი სახელის შებღალვას. იურისტი რომ ვარ ზუსტად მაგიტომ არ მჯერა ამ ნაბოდვარის, რადგან მტკიცებულება ვერ დავინახე. ეგრე მეც შემიძლია ვიღაცის ინტერვიუ დავაკოპირო და გამოკითხვის შედეგებიჩ გაჩვენოთ იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთიუს აგენტია და რა გამოდის უნდა დაიჯეროს ყველამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენთვის უსაყვარლეს ადამიანზე რომ გითხრან მკვლელიაო დაიჯერებთ,

თუ არ დავიჯერებ ეჭვი მაინც შემეპარება და რახან მე მიყვარს ის კაცს არ მოკლავდათქო ვერ დავიწყებ მტკიცებას

 

ამ დროს კი რაღაც დაუსაბუთებელი ჭორებით

აღიარეთ რო სუბიექთური ხართ

რადგან მტკიცებულება ვერ დავინახე.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის არ არის საკმარისი მოცემული?? მართლა მაინტერესებს როგორც იურისტის პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ არ დავიჯერებ ეჭვი მაინც შემეპარება და რახან მე მიყვარს ის კაცს არ მოკლავდათქო ვერ დავიწყებ მტკიცებას

 

მსგავსი "მტკიცებულებები" თუ ექნებოდათ ეჭვიც არ შემეპარებოდა ნამდვილად, რადგან აშკარაა ეს ფაქტები საითკენაცაა მიმართული

 

 

აღიარეთ რო სუბიექთური ხართ

 

ცალსახად ობიექტური ვიყო ამ საკითხში რთულია, თუმცა ცალსახად სუბიექტური ნამდვილად არ ვარ.

 

 

სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის არ არის საკმარისი მოცემული?? მართლა მაინტერესებს როგორც იურისტის პასუხი

 

სისხლის სამართლის საქმის აღძვრა? და რის საფუძველზე? ვიღაც ვალინკებიანი კაცის დაფაზე ნაკაკუნები სიტყვების, თუ ამ აშკარად პატრიარქისმოძულე ჟურნალისტის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

 

თუ სიცრუეა, კიდევ უფრო უარესი მართლმადიდებელთათვის, რადგან ნახე ამ ე.წ "სიცრუეს" ვინ იძახის?

 

შიო (ავალიშვილი)_ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი, ამბროსი (ქათამაძე) ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი. 30 ივნისი, 1983 წელი~.

 

ანუ შენი თქმით მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი და არქიმანდრიტი ცრუობს და ცილისმწამებლობს. რაც კი იმაზედ მეტყველებს რომ სუფთანი არ ხართ. მოკლედ რომ აგიხსნა ან მამათმავალთა მფარველი პატრიარქი გყავს ან კიდევ ცრუ და ცილისმწამებელი ეპისკოპოსები, ყველა შემთხვევაში თქვენი ე.წ "სისუფთავის" საკითხი ეჭ ქვეშ დგება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ეგ ვიღაც ვალინკებიანი კაცი ნახე ვინ არის?

 

 

ქართლის ერთ სოფელში 74 წლის მთავარეპისკოპოსის მეუფე ილარიონს მიაკვლია

 

მთავარეპისკოპოსი გახლავს, განა იყო მთავარეპისკოპოსი და კი არ განკვეთეს, დღესაც მთავარეპისკოპოსია, მაგრამ შენ ალბათ მთავარეპისკოპოსი მხოლოდ ჯიპში გამოჭიმული დიდღიპიანი ოქროსჯაჭვებასხმული გოდორი გგონია არა? ვალინკები თუ აცვია აბა მთავარეპისკოპოსი როგორ არის ხო? ქრისტეს ქალამნები რომ ეცვა ღმერთი როგორ იყო ხო? როგორ დავიჯერო არა ვიღაც ებრაელი ქალამნებიანის, რომელიც ვირით გადაადგილდება და საერთოდ არ გააჩნია სახლი სად მიიდრიკოს თავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...