Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საერთოდ სექტების არსებობის წინააღმდეგი ვარ, რადგან, როგორც წესი, იქმნებიან რაიმე ინტერესით (ძირითადად ფულის) და არა მისი რწმენით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერცერთი კანონი ვერ მოერევა რელიგიას....წინააღმდეგობა უფრო აძლიერებს სექტებს მაგალითად ბასილამ ერთ დროს საქართველოში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი გაათმაგა(კაცმა რომ თქვას თვითონაც სექტანტი აღმოჩნდა ბოლოს) ....მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ რომ "საფუძვლებში შეთანხმების გარეშე დავას აზრი არა აქვს"(ლათ.). საერთოდ წარმართული პანთეონის ღმერთები გაქრნენ მაშინ როდესაც მათი თაყვანისცემა შეწყვიტეს ადამიანებმა.... მოგვწონს არ მოგვწონს ეს ხალხი არსებობს და უნდა შევეჩვიოთ მათთან ურთიერთობას....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან, როგორც წესი, იქმნებიან რაიმე ინტერესით (ძირითადად ფულის) და არა მისი რწმენით.

რა იცით, რომ, თავდაპირველად, ქრისტიანული რელიგიაც, იმავე მიზნით არ შექმნილა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა იცით, რომ, თავდაპირველად, ქრისტიანული რელიგიაც, იმავე მიზნით არ შექმნილა?

 

მაპატიეთ, მაგრამ საკმაოდ უაზრო შედარებაა. ჯერ ერთი სექტა იქნებოდა და არა რელიგია, მეორეც ამდენი ხანი ვერ "გაძლებდა", თანაც ასეთი რაოდენობის მორწმუნეთი. იეჰოვა კი სულ რაღაც ორი საუკუნისაა ოცი საუკუნის შემდეგაც თუ იარსებებს მაშინ გამამტყუნეთ ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ სექტების არსებობის წინააღმდეგი ვარ, რადგან, როგორც წესი, იქმნებიან რაიმე ინტერესით (ძირითადად ფულის) და არა მისი რწმენით.

 

და ძირითადი რელიგიები რამე სხვისთვის იქმნება?

 

შეადარე სექტების ბიუჯეტი და ძირითად რელიგიების ბიუჯეტი ერთმანეთს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ძირითადი რელიგიები რამე სხვისთვის იქმნება? შეადარე სექტების ბიუჯეტი და ძირითად რელიგიების ბიუჯეტი ერთმანეთს

 

არსშივე ცდებით, რელიგიას არ აქვს ბიუჯეტი სექტებისგან განსვავებით. და მორწმუნეებს ხელფასს არ აძლევენ იმისთვის რომ ეკლესიაში იარონ, განსხვავებით ნებისმიერი სექტანტისგან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესტავრაციებისთვის გამოყოფილი თანხა, 2003 წლიდან მოყოლებული 800-ჯერ გაიზარდა!

 

2003 - 10 000 ლარი

2004 - 700 000 ლარი

2005 - 1 000 000 ლარი

2006 - 1 200 000 ლარი

2007 - 2 200 000 ლარი

2008 - 6 900 000 ლარი

2009 - 5 400 000 ლარი

2010 - 5 900 000 ლარი

2011 - 7 850 000 ლარი

 

ჯამში 31 160 000 ლარი

 

ახლა რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის "გამოყოფილ" თანხებს:

 

2003 - 900 000 ლარი

2004 - 1 600 000 ლარი

2005 - 1 300 000 ლარი

2006 - 4 800 000 ლარი

2007 - 4 200 000 ლარი

2008 - 9 500 000 ლარი! (აგვისტოს ომი, მთავრობის რეიტინგი დავარდა)

2009 - 25 700 000 ლარი! (გამოსვლები/დარბევები)

2010 - 25 400 000 ლარი!

2011 - 22 800 000 ლარი

 

ჯამში

 

96 200 000 ლარი სუბსიდია! (რომელსაც არავინ აკონტროლებს, რადგან კანონით კონტროლის პალატას არ ევალება სუბსიდიის სახით გადაცემული თანხის ხარჯვის კონტროლი)

 

+ ფრესკების გადარჩენის პროგრამა

 

(ამ თანხებში არ შედის ნაჩუქარი ჯიპები, რომლებიც ომის მერე დაურიგეს მაღალი რანგის მღვდელმთავრებს)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ეკლესიის კონტროლს გირჩევთ მთავრობა აკონტროლოთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიეთ, მაგრამ საკმაოდ უაზრო შედარებაა. ჯერ ერთი სექტა იქნებოდა და არა რელიგია, მეორეც ამდენი ხანი ვერ "გაძლებდა", თანაც ასეთი რაოდენობის მორწმუნეთი. იეჰოვა კი სულ რაღაც ორი საუკუნისაა ოცი საუკუნის შემდეგაც თუ იარსებებს მაშინ გამამტყუნეთ ;)

თავიდან ისიც სექტა იყო... იეჰოვა 2 საუკუნისაa..? იეჰოვა ღმერთია... :) ჯერ ლაპარაკი ისწავლეთ (ან წერა) და მერე უტლიკინეთ ენას.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავიდან ისიც სექტა იყო... იეჰოვა 2 საუკუნისაa..? იეჰოვა ღმერთია... ჯერ ლაპარაკი ისწავლეთ (ან წერა) და მერე უტლიკინეთ ენას..

 

რა იყო სექტა?

იეჰოვა, როგორც სექტა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა, ელემენტარული მათემატიკაა საჭირო იმის გამოსათვლელად, თუ ამდენი წლისაა ეს სექტა.

რამდენი პოსტიც დავწერე, თითქმის ყველგან სტყვებზე მეკიდებით, ამ სიტყვების აზრს კი "რატომღაც" უგულებელყოფთ.

სად დავწერე რომ იეჰოვა ღმერთია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა იყო სექტა?

როგორ გესახებათ ქრისტიანობა, მანამ, სანამ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა?

 

იეჰოვა, როგორც სექტა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა, ელემენტარული მათემატიკაა საჭირო იმის გამოსათვლელად, თუ ამდენი წლისაა ეს სექტა.

იეჰოვა, ღმერთის სახელია.. თქვენ ალბათ "იეღოვის მოწმეებს" გულისხმობთ?

სად დავწერე რომ იეჰოვა ღმერთია?

ეს მე დავწერე.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ გესახებათ ქრისტიანობა, მანამ, სანამ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა?

 

სანამ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა? რა ამით რაიმე შიცვალა მის არსში? იქამდე სხვა იყო?

მეოთხე საუკუნიდან დღემდე არაფერი შეცვლილა ჩვენს რელიგიაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მესახება ქრისტიანობა სანამ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა ძალიან შორიდან მომიწევს ამის დასაბუთება და ძალიან შორს წაგვიყვანს. ქრისტიანობის ისტორიას ნუ მომაყოლებთ, ამის ნახვა თავადაც შეგიძლიათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten იმპერატორის აბსოლუტური ძალაუფლების განსამტკიცებლად. 313 წელს დომინუსმა გამოსცა მილანის ედიქტი(ცნობილი აგრეთვე როგორც რჯულთშემწყნარებლობის ედიქტი) რომლითაც ქრისტიანობამ მიიღო იგივე უფლებები რაც სხვა რელიგიებმა.....მანამდე ქრისტიანები იყვნენ ჩვეულებრივი დევნილი სექტანტები.....ისე რომ ანალოგია დღევანდელ სექტანტებთან(რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს) სავსებით დასაშვებია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიო საეკლესიო კრებებმა მრავალი დოქტრინა შეცვალეს თეოლოგიაში(კანონიკურ არაკანონიკურ წერილების მიმართ მიდგომა, ხატების საკითხი, წმინდანების საკითხი და ა.შ.) ვიდრე მეთერთმეტე საუკუნეში არ მოხდა დიდი სქიზმა(განხეთქილება) ეკლესიებს შორის და 1054წელს ოფიციალურად გაიყო მსოფლიო ეკლესია მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად(სხვათა შორის კათოლიკეების ნაწილი მართლმადიდებლებს დღესაც სქიზმატიკოსებს(ანუ განხეთქილების შემომტან ეძახიან)). ეს ისე თუ ვინმეს აინტერესებს Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მესახება ქრისტიანობა სანამ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა ძალიან შორიდან მომიწევს ამის დასაბუთება და ძალიან შორს წაგვიყვანს. ქრისტიანობის ისტორიას ნუ მომაყოლებთ, ამის ნახვა თავადაც შეგიძლიათ

ნურსად წახვალთ.., ნუ შეწუხდებით, მე ის უკვე ნანახი მაქვს... თქვენი არ ვიცი.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...