Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ხო მაგრამ მე ეს არ მომწონს და ეგ აღვნიშნე

 

მე, არ ვარ სასულიერო პირი, და აღარ ვიცი ადამიანების მიმართ ჩემი სითბო როგორ გამოვხატო

 

ისიინიც თუ ამავეს იზამენ, უკეთესი იქნება

 

ქრისტიანობა ჰუმანური რელიგიაა ნუ გვავიწყდება და ამიტომ მსახურმა, ანუ მან ვინც სხვას უნდა მისცეს გარკვეული მაგალითი, უფრო მეტისთვის უნდა გააღოს ურთიერთობის კარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბასილა რო დასდევდა ამათ კი ჩააყუდეს ვირის აბანოში დაახლა არიან ფრთებგაშლილი... ერთი მაგათიც რა...

მე არ მომწონდა მაგ კაცის საქციელი

 

ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში და თუ იმდენი შეგნება არ აქვს რომ რომელიმე სექტაში არ გაერთიანდეს, მაშინ არც ცემა-ტყეპა უშველის

 

პირიქით, ამგვარმა მოპყრობამ შეიძლება უფრო ცუდი შედეგი გამოიწვიოს

 

ქართველი კაცის ბუნება ყოველთვის ჩაგრულისკენ იხრება, ხოდა მაგათ თუ ამ იმიჯს შეუქმნი შეიძლება ბევრში თანაგრძნობა გამოიწვიოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ეკლესიაში შედიხარ და იქ გხვდება მღვდელი, რომელიც ისევე გიღიმის, როგორც ბანკის ჰალსტუხიანი თანამშრომელი იღიმის ხოლმე, როცა ბანკში შედიხარ. ან მაკდონალდსის თანამშრომელი, როცა მაკდონალდსში შედიხარ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როცა წარმომიდგენია, რომ მღვდელი მიღიმის როგორც შვილს, ძალიან გამხარებია

 

რას ეცი პირდაპირ კლიენტისა და გამყიდველის დამოკიდებულებას?

 

გამიღიმოს, როგორც შვილს, ვისი სულის ხსნაც მის ხელშია, ამ სითბოთი მე უფრო არ მომანდომებს, რომ მასთან მივიდე, მასთან საუბრით შევიმეცნო ბევრი რამ... სითბოთი მეტის მიღწევა არ შეიძლება განა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ხალხი მერე იქ მიდის, სადაც უღიმიან, საჩუქრებს ურიგებენ და ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ აქვთ, ანუ სექტებში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაგალითად არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს მაგ სექტების და სექტანტების მიმართ. როგორც ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი სექტანტებიც რაღაცას ადიდებენ და თავისი "ღმერთი" ჰყავთ. რელიგიად არ ვაღიარებთ ამას ჩვენ მაგრამ აბა მათ ჰკითხე? ალბათ მაინც პატივი უნდა ვცეთ იმათ ვისაც რა სწამს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, მაგრამ როცა მამა გრძნობს რომ კარგავს შვილს (და დღეს ასეა, მოჭარბებულმა სექტებმა წაგვლეკეს და ჯერ სად ხარ) ის, აუცილებლად ლმობიერი და ადამიანური ხდება, რაც არ უნდა მკაცრი იყოს

 

ჩემი მამა იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ კრიტიკულ ვითარებაში, ჩემს გვერდით იდგა თბილი და მზრუნველი, მეც ვძვრებოდი ტყავიდან რომ დამეძლია ყველაფერი მისი სიყვარულითა და თანადგომით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. იცი ალბათ უძღები შვილის იგავი... ჰოდა ის, ვინც წავიდა, დაბრუნდება!

ადამიანი, რომელიც წავიდა და აღარ დაბრუნდა, ის არც არასდროს ყოფილა ეკლესიის შვილი და გარემოებებმა უბრალოდ ხელი შეუწყვეს მის წასვლას

 

2. ამ შენმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მკაცრი ადამიანის იერის მიღმა შეიძლება სათნო და გულისხმიერი ადამიანის მოსიყვარულე სული იმალებოდეს. მთავარია ადამიანმა დაინახოს ეს სული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მშობელთან, რაც არ უნდა იყოს, ისეთი ძლიერი ჯაჭვი გაკავშირებს, რასაც ვერაფერი გაწყვეტს

 

ეკლესიასთანაც იგივე უნდა მაკავშირებდეს, მაგრამ, სარწმუნოების არჩევა მაინც ნებაყოფლობითია, ასე რომ მე იქ კიდევ რაღაცამ უნდა მიმიზიდოს და ეს უნდა იყოს (არ არის) მღვდლების გარემო, ისინი კი პირიქით, კარებში აღმართულან

 

მშობლებს არ ვირჩევთ, აღმსარებლობას - კი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშობლებსაც ვირჩევთ. არსებობს დედობილის და მამობილის ინსტიტუტი.

 

ვერ ვიტყოდი რომ მღვდლები კარებში აღმართულები არიან და გაბრკოლებენ რაიმეში... ეცადე, იყო ბოლომდე გულწრფელი მღვდლების მიმართ და იგრძნობ მამობრივ სითბოს მათი მხრიდან. მონანიე ადამიანი სათნოა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ჩემს აღმსარებლობას ვერც სითბო და ვერც საჩუქრები ვერ შემაცვლევინებს სექტანტების მხრიდან, აქ საუბარია იმ ერთ გზაარეულ ცხვარზე, რომელიც ისევე უნდა მოძებნოს მწყემსმა, როგორც ყველა დანარჩენი

 

იმ ცხვრისთვის არის მზრუნველობა საჭირო, თორემ მე იქ ვარ, სადაც საჭიროა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ იტყვი, რომ ის "ცხვარი" გზააბნეულია... იმ ცხვარმა უბრალოდ თავისი გზა იპოვა. ჩვენ კი, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი გზა უნდა ავირჩიოთ. სხვა ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის უფლება დაუკითხავად მოძღვარსაც კი არ აქვს, მითუფრო შენ და მე, უბრალო მოკვდავებს!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ იტყვი, რომ ის "ცხვარი" გზააბნეულია... იმ ცხვარმა უბრალოდ თავისი გზა იპოვა. ჩვენ კი, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი გზა უნდა ავირჩიოთ. სხვა ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის უფლება დაუკითხავად მოძღვარსაც კი არ აქვს, მითუფრო შენ და მე, უბრალო მოკვდავებს!

 

მე უბრალოდ, ის იგავი გამახსენდა, ერთი ცხვრი საძებნელად რომ მიდის მწყემსი

 

ქრისტემ რომ მოუყვა თავის მოწაფეებს

 

სექტანტებთან დაკავშირებით სულ ეს მახსენდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ არ არის იგავი, ქრისტემ შედარება მოახდინა უბრალოდ. განა რომელიმე თქვენგანი თავის ერთი ცხვარი მაინც თუ დაეკარგება, არ წავა ამ ცხვრის საძებნელად მარტო იმის გამო, რომ შაბათიაო, იკითხა მან. ამით ქრისტეს სურდა ენახებინა ათი მცნებიდან ერთერთის (შაბათის სიწმინდის) არამართებულობა.

 

თუკი შენ გზააბნეული ადამიანი იგულისხმე ამ ცხვარში (ქრისტეს ის ნათქვამი კი შაბათი დღის სიწმინდეს ეხებოდა მხოლოდ), ისიც გაიხსენე, რომ ჩვენ არ ვართ მწყემსები და ეს ჩვენ არ გვევალება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...