planetanews Posted April 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cixe1-150x150.jpg“სოციალური მომსახურების სააგენტოს” კახეთის ოფისებში დარღვევები აღმოაჩინეს და ამასთან დაკავშირებით რეგიონულმა სამსახურმა, სააგენტოს გურჯაანის სერვის-ცენტრიდან ორი სოციალური აგენტი გაათავისუფლა. ამის შესახებ კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ოთარ სესიკაშვილმა განაცახადა. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, აგენტების გათავისუფლების მიზეზად სესიკაშვილმა მათი მხრიდან სამსახურისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დაასახელა. მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახურის მუშაობაც იქნა შესწავლილი, მოკვლეული მასალები კი სააგენტოს თბილისის ოფისშია გადაგზავნილი. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ სააგენტოს ყვარლის სამსახური შემოწმდა. გამოვლენილი დარღვევების გამო სამსახურიდან ოთხი სოციალური აგენტი იქნა გათავისუფლებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts