ioane Posted May 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2011 როდესაც ვსაუბრობს არსებობს ან არ არსებობს და ამას თავდაჯერებულად ვამტკიცებთ, სულ მცირე უნდა გაგავჩნდეს ან გამოცდილება ან ცოდნა. მოდით ამ საკითხზე თუ გვსურს რომ ვისაუბროთ ავირჩიოთ ჩვენთვის ყველასთვის რაიმე ავტორიტეული. ამისათვის შეგვიძლია გავაკეთოთო არჩევანი, რელიგია და მისი სწავლება ან ფილოსოფია და მეცნიერება. ნებისმიერ შემთხვევაში მე პირადად თანახმა ვიქნებოდი სულის რაობის შესახებ გვესაუბრა. პ.ს. თუ მართლა გვაქვს სურვილი ერთმანეთს საკუთარი აზრი გავუზიაროთ, ვცეთ პატივი ოპონენტის აზრს და თუ მტკიცებითი კი არა მოაზრებითი იქნება შეხედულება, საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებაში უკურეაქციას არ გამოიწვევს. გისურვებთ წარმატებებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anamaria Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 სულის უკვდავება არ ვიცი არის თუ არა მართლა.? მე მქონდა კლინიკური სიკვდილი და ჩემი მეორე დამინახავ . მაგრამ მაინც არ მჯერა . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 SPRUCE ახნადნ მერე ვინ უშლის. როგორც სულის უკვდავების მითი ამბობს, სული ადამიანს თან დაჰყვებაო. ხოგი ამბობს მასში არისო. რომ მოკვდება ადამიანი მერე მისი სული გამოვა სხეულიდან და ცაში გაფრინდებაო. ზოგის ჯოჯოხეთშიო (ისიც არ იციან სადაა ჯოჯოხეთი და რა არის). მე ჩემი აზრი დავაფიქსირე უკვე. არც ასეთი სული აქვს ადამიანს და არც ჯოჯოხეთი არსებობს. სული თვითონ ადამიანია. როცა კვდება ადამიანი, ის მთლიანად წყვეტს არსებობას. სხეული იხრწნება და ადამიანი, თავისი პიროვნული თვისებებით აღა არის. ქრება. ადამიანის მეობა, აზროვნება, პიროვნულობა და ყველა მისი თვისება ნარჩუნდება ტვინის მეშვეობით. როცა ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას, ადამიანის ყველა თვისება კვდება, ქრება და აღარ არსებობს. ვისაც მითების სჯერა, სჯეროდეს. ბიბლია მაინც არ გქონდეს წაკითხული . სიბრძნე სოლომონისა თავი მეორე თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება, რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი. როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით სამშვინველიც გაიფანტება. მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული. ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით. თავი მესამე მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 თავი მესამე მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.alex Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ucnobi Posted August 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2011 საქმე იმაშია რომ სულის უკვდავებაზე რომ ვისაუბროთ, ჯერ უნდა განვსაზღვროდ სულის რაობა და არსი, ვინაიდან ბევრს არასწორი წარმოდგენა გააჩნია სულის შესახებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2011 ჯერ უნდა განვსაზღვროდ სულის რაობა და არსი, ვინაიდან ბევრს არასწორი წარმოდგენა გააჩნია სულის შესახებ.Ucnobi ამაში გეთანხმები. დღეს ბევრს (ვიცი შენც მასე გჯერა) ჰგონია (განსაკუთრებით მართლმადიდებლებს) რომ რაღაც უკვდავი სული აქვთ და სიკვდილის შემდეგ სადღაც გაფრინდებიან, ან აფრინდებიან (ცაში, ცათა სასუფეველში და ა.შ.). სინამდვილეში ადამიანი თვითონაა სული და მას არ აქვს უკვდავი სული. რეალურად კი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თავის თავში რაღაც უკვდავი სულის არსებობის სწამს, მოტყუებულია ეკლესიის მიერ, ანუ შეცდომაშია შეყვანილი. ეკლესია თავისი "ეკლესიის მამებით", ბიბლიის უკუღმართი განმარტებებით, ხალხს შთააგონებენ რომ უკვდავი სული გაქვთო. ეს სული დაგტოვებსო როცა მოკვდებიო და სინამდვილეში კი არ მოკვდებიო, სადღაც გააგრძელებ სიცოცხლესო. ცოდვილები ჯოჯოხეთში ეწამებიან უსასრულოდო, კეთილები და ვითომ უცოდველები კი სამოთხეში, ცაში წავლენ ღმერთთანო. ამას ხალხის გარკვეული ნაწილი იჯერებს. ასრულებს ეკლესიის შექმნილ არაბიბიურ ადათ-წესებს, იმძიმებენ ცხოვრებას ამ წესების დაცვით, რაც სინამდვილეში მამაოების შექმნილია და არა ღვთის მოთხოვნა. ცხადია ეს რაც დავწერე, მართლმადიდებლებს არ მოეწონებათ, გაბრაზდებიან, ეგ როგორ გაბედეო, ჩვენი რწმენა და ჩვენი "ეკლესიის მამაოები"-ს სწავლებები ეჭვქვეშ როგორ დააყენეო და წავიდა მერე აგრესიული პოსტები. იმის ნაცვლად გაერკვნენ რა მნიშვნელობებით გამოიყენება სიტყვა "სული" ბიბლიაში და ბიბლიის სწავლება აღიარონ, ბრმად მისდევენ "ეკლესიის მამების" გაუკუღმართებულ ახსნა-განმარტებებს და თავსაც იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ. ამ ყველაფერზე კი რამდენიც გინდა აუხსნას ადმაიანმა მართლმადიდებლებს, მაინც თავის აზრზე რჩებიან, რადგან არ სურთ ოიექტურად განიხილონ ეს საკითხები და სიმართლე ირწმუნონ. უბრალოდ ტრადიცია ტრადიციაა, ვერ ღალატობენ. ამას სხვა ფაქტორებიც მოსდევს და არიან ასე, თავსაფარ წაკრულები, სიკვდილის მოლოდინში და არარეალური უკვდავი სულით ცაში გაფრებისთვის. ამ დროს, რა საცოდაობაა როცა ადმაიანს მასე აჯერებენ არარეალურ რაღაცეებს და მთელი ცხოვრება, დაღვრემილები, მარხულობაში და არასაჭირო ეკლესიური ადათწესების დაცვაში ატარებინებენ..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted August 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2011 ბიბლიაში ნახსენები არაა სულის უკვდავებაზე ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ucnobi Posted August 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2011 აზრიამაში გეთანხმები. დღეს ბევრს (ვიცი შენც მასე გჯერა) ნათელმხილველი ხარ? რა იცი მე რისი მჯერა?ჰგონია (განსაკუთრებით მართლმადიდებლებს) რომ რაღაც უკვდავი სული აქვთ და სიკვდილის შემდეგ სადღაც გაფრინდებიან, ან აფრინდებიან (ცაში, ცათა სასუფეველში და ა.შ.). სინამდვილეში ადამიანი თვითონაა სული და მას არ აქვს უკვდავი სული.მართალს ამბობ ადამიანი თAვად არის სული და არავითარი საკუთრივ სული არ აქვს ოღონდ ამას უმრავლესობა ვერ ხვდება.რეალურად კი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თავის თავში რაღაც უკვდავი სულის არსებობის სწამს, მოტყუებულია ეკლესიის მიერ, ანუ შეცდომაშია შეყვანილი.ეკლესია არასოდეს იტყუება, ეს შეიძლება ცრუ ეკლესიამ მოიტყუოს.იმის ნაცვლად გაერკვნენ რა მნიშვნელობებით გამოიყენება სიტყვა "სული" ბიბლიაში და ბიბლიის სწავლება აღიარონ, ბრმად მისდევენ "ეკლესიის მამების" გაუკუღმართებულ ახსნა-განმარტებებს და თავსაც იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ.ბიბლიის სწავლების მიხედვით ადამიანს სული არ აქვს ამაშიც მართალი ხარ, მაგრამ ერთსაც აღვნიშნავ არსებობენ ადამიანები რომლებსაც სული ყავთ ოღონდ ღვთის სული და არა თავის საკუთარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2011 აზრი რა იცი მე რისი მჯერა?Ucnobi რა აღმსარებლობის ხარ? მართალს ამბობ ადამიანი თAვად არის სულივიცი რომ მართალს ვამობ. ეკლესია არასოდეს იტყუება, ეს შეიძლება ცრუ ეკლესიამ მოიტყუოს.ქრისტეს დაარსებული კრება არასოდეს იტყუება მართალი ხარ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია იტყუება, როცა ადამინებს სულის უკვდავებას ასწავლის, სამების არაბიბლიურ დოგმატს ჩასძახებს და ხატების თაყვანისცემას ასწავლის. ასე რომ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2011 აზრიქრისტეს დაარსებული კრება არასოდეს იტყუება მართალი ხარ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია იტყუება, როცა ადამინებს სულის უკვდავებას ასწავლის, სამების არაბიბლიურ დოგმატს ჩასძახებს და ხატების თაყვანისცემას ასწავლის. ასე რომ... სულის უკვდავებას და სამებას აღიარებს როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც,ანუ ყველა ვინც ქრისტიანი, ხოლო ფსევდო ქრისტიანული და ქრისტიანობას მიკედლებული სექტების გარკვეული ნაწილი ამას არ აღიარებას ასე რომ უმცირესობაში ისინი არიან ვინც სამების დოგმატსა და სულის უკვდავებს ეჭვქვეშ აყენებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 აზრი სულის უკვდავებას და სამებას აღიარებს როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც,ანუ ყველა ვინც ქრისტიანი, ხოლო ფსევდო ქრისტიანული და ქრისტიანობას მიკედლებული სექტების გარკვეული ნაწილი ამას არ აღიარებას ასე რომ უმცირესობაში ისინი არიან ვინც სამების დოგმატსა და სულის უკვდავებს ეჭვქვეშ აყენებენSiknadmo მაოთხე საუკუნეში შეთხზულ დოგმატს რომ ორივე მისდევთ, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები, ეგ ახალი არაა, მაგრამ რადგან თქვენ და პროტესტანტებიც, სამების თაყვანისმცემლები ხართ, ეგ არ ნიშნავს რომ ღმერთი სამებაა. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ თქვენ არ ხართ ჭეშმარიტი ღვთის განმსაზღვრელი ორგანო. მარა ვერ იგებთ. გაბღენძილები ჯიპებში რომ გაიჭიმებით, თავი რომ მოგაქვთ ქრისტეს მდივნებად, მასე სადაა. მეორეც, როდის აქეთ განსაზღვრავს უმრავლესობა ჭეშმარიტებას? აქაო და მართლმადიდებლები, კათოლიკები და პროტესტანტები სამებას ვაღმერთებთო, სწორიაო ამბობ. მასე ოქრო, მუსლიმები მართლმადიდებლებზე ბევრნი არიან, მარა ეგ იმას კი არ ნიშნავს, რადგან ბევრნი არიან და ალაჰს ეთაყვანებიან ესე იგი ალაჰია ღმერთი. ცოტა დაუფიქრდი მაინც რაებს წერ. მესამეც, სექტაო ახსენე. სექტა აქ არაფერ შუაშია. ეგ არის ინტრიგანობა რასაც შენ აკეთებ. მე არც სექტანტი ვარ, არც რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი თუ მიმდევრაი. ასე რომ არაა საჭირო გამომწვევი, ინტრიგანული და დემაგოგიური ფრაზების სროლა. თუ ხარ მორწმუნე, (ყოველ შემთხვევაში თავს დებ), მაშინ ნება იბოძე და მამაოებს კი ნუ მიბაძავ გაბღენძილობაში, ძველ ბიჭობაში და ქაჩვაგაწევაში, არამედ ქრისტეს მიბაძე და ქრისტიანულად წერე. ნაშოლსა მნე ხრისტიანინ რაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 აზრიმაოთხე საუკუნეში შეთხზულ დოგმატს რომ ორივე მისდევთ, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები, ეგ ახალი არაა, მაგრამ რადგან თქვენ და პროტესტანტებიც, სამების თაყვანისმცემლები ხართ, ეგ არ ნიშნავს რომ ღმერთი სამებაა. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ თქვენ არ ხართ ჭეშმარიტი ღვთის განმსაზღვრელი ორგანო. მარა ვერ იგებთ. გაბღენძილები ჯიპებში რომ გაიჭიმებით, თავი რომ მოგაქვთ ქრისტეს მდივნებად, მასე სადააარაფერი ისეთი, მთავარია იცი, რომ არსებობს სამი ქრისტანული კონფესია, კათოლიკები, პროტესტანტები და მართლმადიდებლები და ჩვენ ვთვლით რომ სამება - არის ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი,ხოლო რას თვლი შენ ეს შEნი პირადი აზრია და რატომ გაქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე გაუგებარია, ე.ი. ჩვენ ყველა ვცდებით და მხოლოდ შEნ ხარ მართალი არც მაინტერესებს შენი შეხედულებები,მაგრამ იმიტომ გამოგეხმაურე რომ ცდილობდი, როგორც არაერთხელ, ამჯერადაც, საკითხი ისე წარმოგედგინა თითქოს მართლმადიდებლები ვიყავით გამონაკლისნი,მართლმადიდებლის ნაცვლად "ქრისტიანი" რომ გეთქვა უფრო სწორე იქენბოდა, დიახაც ქრისტიანებს გვჯერა სამების, შეგიძლია ქრისტიანები გააკრიტიკო ასეთი შეხედულებებისთვის, მაგრამ მხოლოდ მართლმადიდებლები ეს უკვე არაკორექტულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2011 აზრი ჩვენ ვთვლით რომ სამებაSiknadmo აუფ რახან თქვენ თვლით რომ ღმერთი სამებაა, ეგ არ ნიშნავს რომ მართლა მასეა. ;) თქვენ რას თვლით და როგორ, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქრისტე არ ქადაგებდა სამებას. ბიბლია არ ასწავლის სამება. ბიბლიაში ერთხელაც კი არ მოიხსენიება ეგ თქვენი სამება. მიზეზი მარტივია: სამება არაა ბიბლიის სწავლება და არაა ბიბლიის ღმერთი. ახლა რამდენიც გინდათ ჩათვალეთ, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ე.ი. ჩვენ ყველა ვცდებითყველა, ვინც თავს ქრისტიანად იცხადებ მაგრამ ბიბლიას არ უსმენს, ცდება. რა არ იცოდი? და მხოლოდ შEნ ხარ მართალი არც მაინტერესებს შენი შეხედულებები,არსად დამიწერია მხოლოდ მე ვარ მართალითქო. მოეშვი დემაგოგიას და პროვოკაციას. მართალი რწმენა აქვს იმას, ვინც სამების ნაცვლად, ბიბლიის ერთპიროვან ღმერთს აღიარებს. ასეთები კი მილიონობითაა. დიახაც ქრისტიანებს გვჯერა სამებისქრისტიანებს სამების არ სწამთ. წაიკითხეთ ბიბლია და პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანთა შორის, ერთი ვინმე მაინც დამისახელეთ, ვინც თქვენსავით სამების თაყვანისმცემელი იქნებოდა. ვერცერთს ვერ დამისახელებ. თქვენ: მართლმადიდებლებმა, კათოლიკებმა და პროტესტანტებმა, ქრისტიანების ღმერთი - მამა, სამსახოვან საიდუმლოებით მოცულ ღვთაება "სამებაში" გაცვალეთ. შესაბამისად ქრისტიანები არ ხართ, უბრალოდ გქვიათ "ქრისტიანები" (ბრჭყალებში). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2011 აზრი რ ანერვები გაქვს მშურს შენი ნუ ჩემი ნერვების გამძლეობა იცი მარა შენ რა ნერვები გაქვს ვგიჟდები იქნებ ჩვენი მეგობრები ამით მოდუნდნენ http://www.youtube.com/watch?v=laqyDh4oK84&feature=related Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2011 აზრი რ ანერვები გაქვს მშურს შენი ნუ ჩემი ნერვების გამძლეობა იცი მარა შენ რა ნერვები გაქვს ვგიჟდები იქნებ ჩვენი მეგობრები ამით მოდუნდნენ http://www.youtube.com/watch?v=laqyDh4oK84&feature=relatedFRIDRIX რკინის ნერვები მაქვს, მართლმადიდებლებმა გამომიმუშავეს. კლიპი, რომელიც დადე, მაგარი იყო. თუმცა, დამშვიდებისთვის არ მომისმენია მაგ კლიპისთვის, საკმაოდ მშვიდად ვარ მთელი დღე, როგორც ყოველთვის. ამ წუთას ამ სიმღერას ვუსმენ: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.